Sunlight Phases – Golden Hour and Blue Hour

Magic hours

ოქროს საათი და ლურჯი საათი მიიჩნევა, განსაკუთრებით პეიზაჟების გადასაღებად, საუკეთესოდ. ამ დროს განათება არის თბილი, რბილი და დიფუზიური.

GOLDEN HOUR

ოქროს საათი არის დროის მოკლე მონაკვეთი, როდესაც ცის ფერი გარდამავალია წითლიდან და სტაფილოსფერიდან ყვითელში, შესაბამისად ვიღებთ უფრო თბილ ფერებს და შეარქვეს ოქროს საათი. მზე ამ დროს ჰორიზონტთან ახლოსაა და განათება შესაბამისად არის უფრო რბილი. ამ მომენტში განათების ტიპიდან გამომდინარე, არ წარმოიშვება ძლიერი ჩრდილები და იდეალურია პეიზაჟის გადასაღებად.

ზოგჯერ ოქროს საათის დროს ცაზე ღრუბლების წითელი შეფერილობა მაქსიმუმს აღწევს და “ალმოდებული” ღრუბლებიც ლამაზ სანახაობას ქმნის.

რამოდენიმე მაგილითი ინტერნეტიდან პორტრეტის გადაღებისას შეგიძლიათ მზე მოაქციოთ გადასაღები ობიექტის უკან და მიიღებთ თბილ და გალმურულ ფოტოს.

ოქროს საათს მივიღებთ მზის ამოსვლიდან ან მზის ჩასვლამდე პერიოდში. არსებობს სხვასხვა კალკულატორებიც რომლებიც იმ ადგილას, სადაც იმყოფებით, დათვლიან ოქროს საათის დასაწყისს, მაგალითისთვის იხილეთ Golden Hour Calculator.

BLUE HOUR

ლურჯი საათის დრო ცა იღებს ლურჯ ფერს და ფერის ტემპერატურაც ცივია. საღამოს ლურჯი საათის დასაწყისს და დილის ლურჯი საათის დასასრულს ცა იღებს ლურჯ-სტაფილოსფერ გრადაციულ ფერს მზის ჩასვლის/ამოსვლის მიმართულებით.

ქალაქის გადასაღებად და ურბანული ფოტოგრაფიისთვის იდეალური დროა, ასევე პეიზაჟის, რადგან ცის ლურჯი ფერის მრავალი ტონალობაა. ასევე მთვარის გადაღებად შესანიშნავი დროა.

ლურჯ საათს მივიღებთ მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლიდან მოკლე პერიოდში. როგორ ოქროს, ასევე ლურჯი საათის დასათვლელად არსებობს კალკულატორები, მაგალითად Calculator. საჭიროა მიუთითოთ თქვენი ადგილმდებარეობა, თარიღი და კალკულატორი მოგვცემს “შკალას” ოქროს და ლურჯის საათის დროებს:

ლურჯი ფერი – Blue Hour, სტაფილოსფერი – Golden hour

  • MR – მთვარის ამოსვლის დრო (Moon Rise)
  • SR – მზის ამოსვლის დრო (Sunrise)
  • MS – მთვარის ჩასვლის დრო (Moonset)
  • SS -მზის ჩასვლის დრო (Sunset) ოქროს და ლურჯის ხანგრძლივობა იცვლება ადგილმდებარეობის მიხედვით (ეკვატორთან ახლოს ყველაზე მცირე ხანს გრძელდება), ასევე ხანგრძლივობას განსაზღვრავს წელიწადის დრო. სხვადასხვა თვეს, სხვადასხვა ხანგრძლივობაა.
Published on January 29, 2018
© მემენტო 2022.