ობსკურა – პირველი კამერა

პირველი კამერა – ობსკურა, (ბნელი ოთახი) არის დახურული, ბნელი ყუთი, რომელშიც სინათლე მხოლოდ ერთი პატარა ნახვრეტით შედის. გამოსახულება რომელიც ამ ნახვრეტით შედის, ჩნდება ნახვრეტიტს საპირისპირო კედელზე.

კამერა ობსუკარს დიდი ხნის ისტორია აქვს. ტერმინი “კამერა ობსკურა” გაჩნდა 1604-ში, მანამდე კი სხვადახსვა სახელით მოიხსენიებდნენ მას “cubiculum obscurum”, “cubiculum tenebricosum”, “conclave obscurum” და “locus obscurus”. კამერა ობსკურას იყენებდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 საუკინით ადრეც კი, პრეისტორიული მხატვრობისთვის და შესაძლოა სხვადასხვა რელიგიური ცერემონიებისთვისაც. არსებობს თეორიები, რომლის მიხედვითაც, კამერა ობსკურას პრინციპის მეშვეობით შეიქმნა პალეოლითური ხანის გამოქვაბულის ნახატები. ცხოველების უცნაური ფორმები კი შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ზედაპირი რომელზეც გამოისახებოდა ცხოველის სურათი, არ იყო სწორი, ანუ უსწორ-მასწორო ზედაპირი. შესაძლოა ნეოლითურ ხანაშიც კი იყენებდნენ ამ მეთოდს.

ყველაზე ძველი ჩანაწერი თარიღდება მე-4 საუკუნით, ჩინელი ფილოსოფოსი “მი ტი”-ს ნაწერებში. ასევე ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე წერს თავის ჩანაწერებში კამერა ობსკურაზე. ლეონარდო დავინჩმა კი აღწერა კამერა ობსკურას მუშაობის პრინციპი. კამერა ობსკურას გაკეთება სახლის პირობებშიც შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა, რომ ოთახი დავაბნელოთ მთლიანად, ჩააქვრეთ ყველა შუქი, ფანჯრები უნდა შეიფუთის რაიმეთი რომ სინათლე არ შემოვიდეს და ფანჯარაზე დატოვეთ მხოლოდ 1 ხვრელი რომელშიც შემოვა გარედან შუქი. დაინახავთ რომ მოიპრდაპირე მხარეს კედელზე გამოჩნდება პროექცია ამოყირავებული, რომილიც იქნება ანალოგი გარე სამყაროსი

Published on January 31, 2018
© მემენტო 2022.