Magic Hours

ფოტოგრაფიაში დიდ როლს თამაშობს განათება. მზის განათება შეგვიძლია სხვადასხვა ტიპებად დავყოთ იმის მიხედვით, თუ ცის რომელ ნაწილზე იმყოფება მზე: Golden hour, Blue hour, Twilights, Daytime და Nighttime. პოსტში ვისაუბრებ Twilights, Daytime და Nighttime-ის შესახებ, Golden hour და Blue hour შეგიძლიათ იხილოთ წინა სტატიაში მზის ფაზები – Golden Hour and Blue Hour

Twilight და magic hours ხდება მზის ჩასვლის ან ამოსვლის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველდღე ამ დროს ერთი და იგივე განათება შეიძლება მივიღოთ. სინათლის ხარისხი დამოკიდებულია არამხოლოდ მზის მოძრაობასთნ, ასევე ამინდთან, დაბინძურებასთან და ა.შ.

Twilights

“ბინდი” (Twilight) არის დროის ინტერვალი რომელიც მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის შემდეგ გვევლინება. ამ დროს მზე არის ჰორიზონტის ქვემოთ მაგრამ განათება მაინც შესამჩნევია, და მზე ატმოსფეროს ზედა ნაწილებს ანათებს.

უფრო მეცნიერული ტერმინებით რომ ვთქვათ, ბინდის, დროს მზე არის 0-სა და -18 გრადუს შორის ჰორიზონტიდან გადახრილი.

სურათზე ჩანს დღისა და ღამის გარდამავალი ზონა ანუ ბინდი (Twilights)

არსებობოს რამოდენი ტიპის ბინდი: Civil, Nautical და Astronomical.

CIVIL TWILIGHT

Civil Twilight-ის დროს, მართალია მზე არ არის ცაზე, მაგრამ მაინც საკმარისი სინათლეა იმითვის რომ დავინახოთ და გავარჩიოთ სხვადასხვა ობიექტები ერთმანთისგან. ცა ამ დროს ნათელია და ღრუბლების ფერი შეიძლება მერყეობდეს სხვადასხვა ფერებში: წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, იისფერი და ა.შ. რათქმა უნდა ამაშიც დიდ როლს თამაშობს ამინდი, ჰაერის დაბინძურება და სხვადასხვა ატმოფსფერული პირობები.

Civil Twilight-ის დასაწისში, მზის ჩასვლის შემდეგ, ცის ფერი იცვლება სწრაფად. ღრუბლები დასავლეთ მხარეს არის წითლად შეფერი და აღმოსავლეთის მხარეს ისევ ლურჯი. Civil Twilight-ი დაახლოებით 20-30 წუთი გრძელდება (დომოკიდებულია სეზონსა და ადგილმდებარეობაზე).

საღამოს Civil Twilight-ის დასასრულს ქალაქებში როგორც წესი ირთვება გარე განათებები. ჰორიზონტი ჯერ კიდევ მკვეთრად ჩანს და ნათელი ვარსკვლავები და პლანეტები, ისეთი როგორიცაა ვენერა, სირიუსი და სხვები ჩნდებიან პირველები. პრიქით ხდება დილით, ქალაქის გარე განათებები ითიშება და მზის განათების მომატებსთან ერთად ქრებიან პლანეტები და ვარსკვლავები ჩვენი ხედვის არეალიდან.

დიფუზიური განათებისა და სხადასხვა ცის ფერისა და ჩრდილების გამო Civil Twilight-ს თვლიან საუკეთესოდ პეიზაჟებისა და პორტრეტების გადასაღებად.

ასევე შესანიშნავი დროა მთავრის გადასაღებად, ირგვლივ ყველაფერი არის განათებული ახლად ჩასული ან ამოსული მზის სინათლით და სავსე მთავრეც კი არ არის ჯერ ძალიან კაშკაშა. ამ პიობების გათვალისწინებით, შეიძლება პეიზაჟი მთვარის ფონზე ერთ კომპოზიციაში მოაქციოთ და თან მზის განათებაც მიიღოთ.

დილის civil twilight-ი იწყება როდესაც მზის ცენტრი გდახრილია -6 გრადუსით ჰორიზონტიდან და მთვარდება მზის ამოსვლის დროს. საღამოს civil twilight-ო იწყება მზის ჩასვლიდან და მთვარდება როდესაც მზის ცენტრი გდახრილია -6 გრადუსით ჰორიზონტიდან.

NAUTICAL TWILIGHT

Nautical twilight -ის დროს, ცა იწყებს შესამჩნევად მუქი ლურჯი ფერის მიღებას, თუმცა ჰორიზონტი ჯერ კიდევ შესამჩნევია და ცაზე სხვადასხვა ვარსკვლავებიც ჩანს.

დროის ეს პერიოდი იდეალურია ურბანული და ქალაქის ფოტოგრაფიისთვის (ხელოვნური განათებების გამო) და ზოგი ხშირად იყენებს ხანგრძლივი ექსპოზიციის (long exposure) -ის ტექნიკას.

დილის nautical twilight-ი იწყება როდესაც მზის ცენტრი -12° -ით არის ჰორიზონტიდან გადახრილი და მთავრდება როდესაც იწეყბა civil twilight-ი (-6°). შესაბამისად საღამოს nautical twilight-ი იწყება როდესაც მთავრდება civil twilight-ი (-6°) და მთავრდება როდესაც მზის ცენტრი -12° -ით არის ჰორიზონტიდან გადახრილი.

ASTRONOMICAL TWILIGHT

ახალი მთვარის პერიოდში, ასტრონომიული ბინდის დროს, თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქიდან მოშორებით, სადაც ნაკლებია “სინათლის დაბინძურება” (light pollution) ირგვლივ იქმნება სრული სიბნელე რაც იდეალურია ასტროფოტოგრაფიისთვის: პლანეტები, გალაქტიკები, რძიანი გზა (Milky Way), “ნისლეულები” და ა.შ. დილით astronomical twilight იწყება -18° -დან (მზის დახრა ჰორიზონტიდან) -12°-მდე. საღამოს პირიქით -12°-იდან -18°-მდე.

ახალი მთვარის დროს გადაღებული Milky Way

ზემოთ ჩამოთვლი დროის ინტერვალებს (Civil, Nautical, Astronomical) განსაზღვრავს მზის დახრა ჰორიზონტიდან (ანუ მზის ჩასვლა/ამოსვლა) როგორც მოცემულია სურათზე:

  • ღამე (-18° -მდე)
  • დილის twilightები (-18°-იდან 0°-მდე)
    • Astronomical Twilight (-18°-იდან -12°-მდე)
    • Nautical Twilight (-12°-იდან -6°-მდე)
    • Civil twilight (-6-იდან° 0°-მდე)
  • დილის magic hours
    • Blue hour (-6°-იდან -4°-მდე)
    • Golden hour (-4°-იდან 6°-მდე)
  • დღე (6°-დან)
  • საღამოს magic hours
    • Golden hour (6°-იდან -4°-მდე)
    • Blue hour (-4°-იდან -6°-მდე)
  • საღამოს twilights (0°-იდან -18°-მდე)
    • Civil twilight (0°-იდან -6°-მდე)
    • Nautical Twilight (-6°-იდან -12°-მდე)
    • Astronomical Twilight (-12°-იდან -18°-მდე)
  • ღამე (-18°-მდე)

იმისთვის რომ გავიგოთ თუ რამდენი გრადუსით იქნება გადახრილი მზე ჰორიზონტიდან მოცემულ ადგილას და მოცემულ დროს, ამისთვის არსებობს სხვადასხვა აპლიკაციები, მაგალითად PhotoPhills, TPE – The Photographer’s Ephemeris და სხვები.

Published on February 13, 2018
© მემენტო 2022.