როგორ ცვლის ფოტოგრაფია ადამიანს?

ფოტოგრაფია არის კომუნიკაციის მეთოდი, რომელიც გვეხმარება აღვიქვათ სამყარო, რომელსაც ფოტოგრაფი გვთავაზობს, გავიხსენოთ მომენტი ჩვენი ცხოვრებიდან. ფოტოგრაფიის ბევრ დადებით მხარეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს არის დაინახო ის სამყარო, რომელსაც არ შეგიძლია მიწვდე. ფოტოგრაფია – როგორც ჰობი, გეხმარება სხვადასხვა პირადი ცხოვრებისეული კრიზისების დაძლევაში, გეხმარება რომ გქონდეს მიზანი და უბრალოდ შეხედო სამყაროს დადებითი მხრიდან. როდესას ცხოვრებაში არცთუისე კარგი დღეები გიდგას, როდესაც ქვემოთ ეშვები და ყველაფერი რთულდება, უბრალოდ ჯობია აიღო კამერა და რეალობას ობიექტივიდან დააკვირდე, მოწყდე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ყოფას.მახსოვს ფოტოგრაფიით რომ დავინტერესდი, სულმოუთქმელად (და დღემდე ასე ვარ) ველოდებოდი შაბათ-კვირის მოსვლას, რომ დრო მომენახა და გარეთ გავსულიყავი გადასაღებად. ასეთ დროს ვერ და არ ფიქრობ პრობლემებზე, გავიწყდება რომ რაღაც ხელს გიშლის და არ გაძლევს გასაქნს, მხოლოდ ენთუზიაზმით ივსები და მეტი და მეტი კადრის დაჭერა გინდება. არ ფიქრობ დროზე, არ ფიქრობ ადგილზე, დადიხარ და რაიმე საინტერესოს მოლოდინში სახე ისევ ბავშვური ღიმილით გევსება როცა სულ სხვა თვალით უყურებ იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი მიუხედავად იმისა რომ ყოველდღე ხედავდი. სახლში როცა ბრუნდები ჩქარა გადაავლებ თვალს გადაღებულ სურათებს და თუ 1-2 მაინც არის “The photo”, ხვდები რომ Your day is done და თვითკმაყოფილი გააბოლებ თამბაქოს.

There are many more things, between heaven and earth, than are dreamt of in your philosophy, Horatio. —Shakespeare, Hamlet

კვლევასაც კი გადავაწყდი, რომლში საუბარია ვიზუალურ ხელოვნებასა და ჯამრთელობაზე და რა გავლენას ახდენს ხელოვნება (Art Theraphy) ზოგად ჯამრთელობაზე. სტატიაში მოყვანილია მაგალითი, სადაც ჩაატარეს კვლევა ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც იტარებედნენ ქიმიოთერაპიას. მათი ნაწილი დაკავებული იყო ხელოვნებით, ზოგი არა. აღმოჩნდა, რომ ისინი რომლებსაც ხელვნების რომელიმე სახეობასთან კავშირი ქონდათ (მუსიკა, ძერწვა, ფოტოგრაფია და ა.შ), გაცილებით ნაკლებ სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ და მეტად პოზიტიურებიც მიუხედავათ მათი რთული მდგომარების. მთლიანი სტატიის განხილვას არ დავიწყებ, შეგიძლიათ იხილით ამერიკის ბიოტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის საიტზე – The Connection Between Art, Healing, and Public Health

არაა აუცილებელი ყველაფერი თავდაყირა დადგეს იმისთვის რომ ხელოვნებასთან მეტი შეხება გვქონდეს. ხშირია შემთხვევა როდესაც ბავშვობაში სწავლობ დაკვვრას, ხატვას, გამოქანდაკებას და შემდეგ იზრდები და ყველაფერი უკან რჩება და ნანობ რომ გავყოლოდი რა იქნობოდა, როგორი იქნებოდა ცხოვრება, არასდროს თქვა არსდროს, გვიანი არ არის. გინდა? მოგწონს? Just do it!

Published on January 27, 2018
© მემენტო 2022.