მულტისამყარო – ბნელი მატერია

/usr/local/bin/node

"Are you happy with your life?"

კითხვა რომელიც ბევრს გაგვჩენია და გვაწუხებს. ბედნიერი ხარ შენი ცხოვრებით? როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება წარსულში სხვადასხვა დროსა და მომენტში სხვა საპირისპირო არჩევანი გაგეკეთებინა? ამას ალბათ ვეღარ გავიგებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ სხოვრება სადაც შენი საუკეთესო ან ყველაზე ცუდი ვერსია ცხოვრობს იმ ცხოვრებით რომელიც შეგეძლო შენ გქონოდა. ვინ იცის შესაძლოა არც ისეთი ცუდი ცხოვრება გაქვს როგორიც გგონია.

ბლეიკ კრაუჩი ამ საინტერესო წიგნში გვთავაზობს მულტისამყარო, სადაც ჩვენი ცხოვრება ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იტოტება და იშლება. წიგნი შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა. გირჩევთ წაიკითხოთ sci-fi-ს მოყვარულებს. გულახდილი ვიქნები და გეტყვით რომ ჩემი ფავორიტი ფანტასტი მწერლის, ფილიპ დიკის მისი მსგავსი ფანტასტი მწერალი აქამდე არ წამიკითხავს. ვთვლი რომ ფილიპ დიკის ფანებს მოგეწონებათ.

წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები კარგა ხანს გამყვა. ვეძებდი მის მსგავს წიგნებს და Reddit-ზე შემთხვევით გადავაწყდი ერთ-ერთი ამ წიგნის ფანს, რომლის მონათხრობმაც გამახარა.

ეს არაჩვეულებრივი წიგნი ქართულადაც არის ნათარგმნი “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის მიერ.

წიგნის წაკითვის შემდეგ ავტორის სხვა წიგნებიც წავიკითხე და The Wayward Pines Trilogy-იც ჩამთრევი და საინტერესო აღმოჩნდა. ამ წიგნის მიხედვით არის გადაღებული ამავე სახელწოდების TV სერიალი

მიუხედავათ ჩემი ამ წიგნისადმი აღფრთოვანებისა Reddit-ზე საკმაოდ გაიყო მკითხველთა აზრი ამ წიგნისადმი. ვიპოვე ისეთი ადამიანებიც რომლებიც ჩემსავით არიან აღფრთოვანებული ამ წიგნით. რამოდენიმე ჩემს მეგობარსაც წავაკითხე ეს წიგნი და კმაყოფილები დარჩნენ.

Reddit-ზე ასევე შეგიძლიათ გადახედოთ ავტორის AMA-ს (Ask Me Anything) Blake Crouch AMA სადაც თავად ბლეიკი პასუხობს მკითხველის კითვებს მის წიგნებზე.

2014 წელს, სანამ ბნელი მატერია მზის სინათლეს იხილავდა, Sony Pictures-მა შეიძინა ფილმის გადაღების უფლება, თუმცა დღემდე უცნობია წიგნის კინო ადაპტაციის ბედი. ასევე იყო იდეა გადაეღოთ TV სერიალი ფილმის ნაცვლად. სერიალი შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, როდესაც ჯეისონი სხვადასხვა სამყაროში გადადის და ალტერნატიულ სამყაროებს სტუმრობს.

11 ივნისს ბლეიკ კრაუჩის კიდევ ერთ წიგნს ვიხილავთ – Recursion, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთივე ჩამთვრები და საინტერესო იქნება როგორიც “ბნელი მატერია”

/usr/local/bin/node

წიგნის Pre-order-ი უკვე შეგიძლიათ ამაზონზე. იმედია ქართული გამომცელობებიც არ დააყოვნებენ და ამ წიგნსაც გადათარგმნიან.

Published on May 12, 2019
© მემენტო 2022.