კომპოზიცია

ომპოზიცია კადრის და საერთოდ ფოტოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპოზიცია არის ობიექტ(ებ)ის და ფონის განლაგება სურათზე. კარგი კომპოზიცია არ მოითხოვს ძვირადღირებული კამერის შეძენას ან ფოტოგრაფიის ტექნიკური ასპექტების დეტალურ ცოდნას.

სტატიაში განვიხილავ რამოდენიმე ცნობილ და გავრცელებულ წესს, რომელიც დაგეხმარებათ კომპოზიციის ათვისებაში და შეძლებთ მარტივად გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუნდაც მობილურ ფოტოგრაფიაში.

The Rule of Thirds ობიექტის კადრში ცენტრის მაგივრად, მოვაქციოთ კადრის რომელიმე 1/3-ში. სურაზე მოცემულია 2 ტიპის კადრი: პირველი ცენტრში და მეორე (ქვემოთ) მესამედის წესით. პირველი სურათი უფრო მოსაწყენ სურათს გავს, მეორე კი მეტად არტისტულია.

The Rule of Space ამ წესის მთავარი შინაარსი არის ის, რომ ობიექტს რომელიც მოძრაობს და არ არის სტატიკური, დავუტოვოთ ადგილი მოძრაობის მიმართულებით

The Focal Point სურათს უნდა ქონდეს ფოკუსის წერტილი. ზოგჯერფოკუსის წერტილი ნათელია და ადვილი შესამჩნევი. ფოკუსის წერტილი რთულია მოსაძებნია პეიზაჟებსა და არქტიტექტურილ სურათებში. შეიძლება გადაიღოთ ლამაზი პეიზაჟი, მაგრამ ფოკუსის წერტილის გარეჩე “მშრალი” სურათი მიიღოთ. ფოკუსის წერტილის გარეშე თვალი სურათს აღიქვამს როგორც უბრალოდ ფონი. ფოკუსის წერტილი შეიძლება იყოს ყვავილი, ცხოველი, ფრინველი, ადამიანი ან ნებისმიერი რაც თვალს იჭერს.

Simplifying როდესაც იპოვი ფოკუსის წერტილს, შეგიძლია ის უბრალოდ გამოყო ფონისგან და გააცალკევო. ამის ყველაზე მარტივი მეთოდია ობიექტს სხვა მხრიდან შეხედოთ, შემოუაროთ, უფრო ახლოს ან შორიდან გადაუღოთ. ეცადეთ მთლიანად შეავსოთ კადრი ობიექტისგან რათა სხვა გამფანტველი ობიექტები კადრში არ მოხვდეს.

Showing Scale ერთ-ერთი ნაკლი კომპოზიციის გამარტივების ( Simplifying ) არის ის, რომ ვკარგავთ რეალური ზომის შეგძნებას. როდესაც ობიექტის ზომა არის მნიშვნელოვანი, როგორიც არის – ბავში, ლეკვი ან გიგანტური ხეები, საჭიროა კადრში ასევე ჩანდეს რაიმე, რისი რეალური ზომაც მარტივი აღსაქმელია სურათიდანაც. ეს მოგვცემს საშუალებას შევადაროთ ობიექტის ზომას და აღვიქვათ მისი მაშტაბურობა ან სიმცირე.

Lines ხაზებით შეგვიძლია თვალი გავაყოლოთ სურათს მთავარი ელემენტისკენ. ხაზებს შეიძლება ქმნიდეს შენობები, ხიდები, ჰორიზონტი, ხეები, ადამიანები და ა.შ. ხაზებს აქვს სხვადასხვა მნშივნელობა მისი ფორმითა და მიმართულებიდან გამომდინარე:

მკვეთავი ხაზები ქმნის სიღრმეს და პერსპექტივას ჰორიზონტალური ხაზები ქმნის სიმშვიდისა და სიწყნარის განწყობას ვერტიკალური ხაზები სოლიდურობისა და სიძლიერის შეგრძნებას დიაგონალური ხაზები უფრო დინამიკას, მოძრაობას და ცვლილებებს აღძრავს სწორი ხაზები – ფორმალურობა, ხენოვნური (ადამიანის მიერ შექმნილს) რკალები – განსაკუთრებით S-ის ფორმის, დახვეწილობას და გრაციოზულობას

Leading lines – ეხმარება თვალს გააყვეს მას. როდესაც ხაზები მიდის ფოკუსის წერტილი თვალი და გონება ავტომატურად მიჰყვება მას დანიშნულების წერტილამდე.

P.S. – კიდევ რამოდენი წესს შემოგთავაზებთ მომავალში 🙂

Published on January 28, 2018
© მემენტო 2022.