შემოდგომის ფერები

შემოდგომა განსაკუთრებულია, განსაკუთრებული ფერებით და ხასიათით. წყალტუბო პატარა კურორტია “დასავლეთში”, რომელიც ულამაზესია და მწვანე ქალაქია. ხეების რაოდენობა ალბათ 80% ია ქალაქის და იგრძნობა ყველგან. წიყნარე. წიმშვიდე. ყველაფერი ისეა თოთქოს ბუნებას ადამიანის უშნო კონსტრუქციები ჯერ არ შეხებია და გადარჩა. იმედია ასეც დარჩება. შემოდგომაზე, როდესაც ბინება ქამელენოვით ფერს იცვლის ყველაფერი სხვაგვარი ხდება.

ასეთ ადგილებს უხდება კამერა და საჭიროა დროის გაჩერება. მეც დავიარე მთელი პარკი ფეხით და რამოდენიმე კადრიც მოვახვედრე ჩემს ობიექტივში. იმედია ამ ქალაქს წელიწადის ყველა დროს ვესტუმრები და გადავუღებ ყველაფერს ახლიდან.

აქ ტყეებში ციყვები და სხვადასხვა საინტერესო არსებები ჯერ კიდე მრავლდაა, მრავლადაა ძველი შენობებიც, იმედია ყველაფერს მოვასწრებ და შევინახავ ნეგატივზე.

აქ ყველა ადგილი მეცნობა და თვალდახუჭულიც გავივლი. ბავშვობა აქ გავატარე და ტკბილი მოგონებები და მოსაგონარი ბევრი მაქვს, მაგრამ ფოტოზე ყველაფრის საინტერესოდ აღბეჭდვა არც ისე მარტივი ყოფილა. იმედია გამომივიდა.

Published on January 25, 2018
© მემენტო 2022.