BookSwap – გაცვალე, გაყიდე ან იყიდე წიგნები

მინდა გაგიზიაროთ მობილური აპლიკაცია BookSwap, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაცვალოთ, იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი წიგნი. წიგნების გაცვლა/გაყიდვა საკამოდ აქტუალურია და ამისათვის არსებობს რამოდენიმე facebook ჯგუფი, სადაც შეშაძლებელია ამის გაკეთება. მე პირადადაც მისარგებლია ამ ჯგუფებით, თუმცა საკმაოდ მოუხერხებელია გარკვეული თვალსაზრისით ამ facebook-ით სარგებლობა ამისთვის. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს მობილური აპლიკაცია Android-ისთვის და iOS-ისთვისაც.

Facebook ჯგუფებში, აქტიურობის გამო, საკმაოდ რთულდება სასურველი წიგნების მონახვა, და ხშირად მეორდება ასეთი პოსტები: “ამ წიგნს ხომ არ ცვლით ვინმე?” “ვეძებ ამადაამ წიგნს”, “ვინმეს ხომ არ გაქვთ ეს წიგნი” და ა.შ.

გარდა ამისა, თუ გსურთ ისეთი წიგნის შეძენა, რომელიც ტირაჟიდან უკვე კარგახნის გასულია, facebook-ზე არ არის რაიმე საშუალება, რომ შეტყობინება მიიღოთ ასეთი წიგნის განთავსებაზე.

ვფიქრობ ასეთი პრობლემების გადასაჭრელად, BookSwap-ის მობილური აპლიკაცია გაცილებით კომფორტულია და მოსახერხებელი.

BookSwap-ის შესაძლებლობები

წიგნების გაცვლა

თუ გსურთ რომ გაცვალოთ წიგნი, არჩეული წიგნის განმთავსებელს თქვენ უნდა შესთავაზოთ თქვენი წიგნი, რომლეშიც გსურთ რომ გაცვალოთ. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ რამოდენიმე წიგნი, რომლემლებიც გსურთ რომ გაცვალოთ და არჩეული წიგნის განმთავსებელი მოწონების შემთხვევაში შეარჩევს ერთ წიგნს.

როდესაც თქვენ შესთავაზებთ წიგნს გასაცლელად წიგნის პატრონს, მას მიუვა შეტყობინება ახალი შემოთავაზების შესახებ, ასევე თუ წიგნის პატრონი თანახმაა თქვენი შეთავაზებული წიგნებიდან რომელიმეში გაგიცვალოთ, თქვენ მიიღებთ ამის შესახებ ინფორმაციას.

ამის შემდეგებ თქვენ და წიგნის პატრონს, გამოგიჩნდებათ ეს წიგნები გაცვლებში

წიგნის რეალურად გასაცვლელად თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ წიგნის პატრონს და შეათანხმოთ შეხვედრის დრო და ადგილი.

ასევე შეგიძლიათ მიწეროთ წიგნის პატრონს ნებისმიერი კითხვის შემთვევაში

წიგნების ყიდვა

წიგნის ყიდვისთვის თქვენ უბრალოდ უნდა მიწეროთ წიგნის პატრონს და შეათანხმოთ შეხვედრის დრო და ადგილი.

წიგნების ძებნა

შეგიძლიათ მოძებნოთ წიგნი, რომელიც დევს BookSwap-ზე, ავტორის ან წიგნის სათაურის მიხედვით

წიგნების გამოწერა

შეგიძლიათ დაამატოთ წიგნი, რომელიც გსურთ რომ შეიძინოთ, და მიიღებთ შეტყობინებას როდესაც განთავსდება ეს წიგნი BookSwap-ზე

ფავორიტი წიგნები

შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი წიგნი ფავორიტებში, და შემდეგ მარტივად გადახედოთ ფავორიტ წიგნების 🙂

P.S მიუხედავად პოსტის სიდიდისა, საკმაოდ მარტივი და ინტუიტიური აპლიკაციაა გამოსაყენბლად.

P.P.S იმედია მოგეწონებათ აპლიკაცია, გაგიმარტივებთ წიგნების გაცვლასა და ყიდვა/გაყიდვას. თუ რაიმე შენიშვნები ან/და ისურვებით რაიმეს ჩამატებას აპლიკაციაში, შეგიძლიათ მომწეროთ აქ ან აპლიკაციაში არის Feedback გვერდი, საიდანაც შეგიძლიათ ისარგებლოთ

Published on November 11, 2018
© მემენტო 2022.