უცხოური მწერლები » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
რუსი კლასიკოსი, მე-19 საუკუნის ფენომენალური მწერალი და მოაზროვნე თედორე დოსტოევსკი და მისი შემოქმედება იმთავითვე გახდა ჩემი აზროვნების გარდატეხის მიზეზი და ცხოვრებისეული დამრიგებელი. ამ უდიდესი მწერლის გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე ახალი სამყარო, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა და ცხოვრებაზე ღრმად დამაფიქრა. ჰო მართლა, ცხოვრებაზე და ადამიანებზე რამეთუ პირველი მეორეს გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც მეორე პირველის გარეშე...
"დანაშაული და სასჯელი" პირველი ნაწარმოები იყო, რომელიც წავიკითხე დოსტოევსკის შემოქმედებიდან... მის ნაწარმოებებს ერთი, მეტად საინტერესო თვისება ახასიათებთ- არ მეგულება მწერალი, რომელიც ისე ღრმად წვდება ადამიანის სულიერ სამყაროს, როგორც დოსტოევსკი. ალბათ სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ რომანის კითხვისას მის გმირებს ისე კარგად გავეცანი, წარმოდგენა მექმნებოდა, თითქოს მათ მთელი ცხოვრებაა ვიცნობდი, ვუთანაგრძნობდი და ვგულშემატკივრობდი. რაღაც არაამქვეყნიურ კავშირს ვგრძნობდი მათთან და მთელს იმ საოცრად მშვენიერ სამყაროსთან, რომელშიც რომანის კითხვისას ვმოგზაურობდი და ამიტომაც მის დასასრულს სევდიანი განცდა მეუფლებოდა, თითქოს რაიმე ჩემთვის უზომოდ ძვირფასს ვეთხოვებოდი...   კითვის გაგრძელება...
შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 4)
ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა,მე შორიდან გიჭვრეტდი:აი,დარბაზში შეხვედი,აი ადგილს იკავებ.ბარე ათასჯერ მაინც წარმომიდგენია მსგავსი რამ მარტოოდენ იმიტომ,რომ ერთედერთხელ მყავდი კონცერტზე ნანახი.   კითვის გაგრძელება...
შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 3)
ამ უკანასკნელ დღეს ნათლად ვიგრძენი,რომ შენგან შორს ცხოვრება არ შემეძლო.სად უნდა მეძებნა ხსნა,თუ არა შენთან?რა ხდებოდა მაშინ ჩემს გულში,შემეძლო თუ არა საერთოდ ნათლად მეაზროვნა სასოწარკვეთილების ამ წუთებში – ამას ალბათ ვერასოდეს ვერ გეტყვი,მაგრამ უეცრად,როცა დედა შინიდან გავიდა,   კითვის გაგრძელება...
შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 2)
გესმის თუ არა,საყვარელო,რა საოცრება,რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის,პატარა
გოგონასათვის?ის,ვის სახელსაც მოწიწებით ვახსენებდი,ვინც წიგნებს წერდა,ვინც
სახელგანთქმული იყო სხვა,დიად სამყაროში,პატარა ბიჭივით
მხიარული,კოხტა,მომხიბლავი ოცდახუთი წლის ჭაბუკი გამოდგა!   კითვის გაგრძელება...
შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 1)
შტეფან ცვაიგის _უცნობი ქალის წერილი, ერთ-ერთი გამორჩეული მოთხორბაა მის ნამუშევრებს შორის და დავყოფ რამდენიმე ნაწილად რადგან გაგიადვილდეთ წაიკითხვა.   კითვის გაგრძელება...
მარკ ტვენის 10 საუკეთესო ფრაზა
ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც წითლდება, ან_ უნდა წითლდებოდეს.   კითვის გაგრძელება...
ანტონიო მაჩადო ი რუისი - ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის
"არასდროს უძებნია სახელი და დიდება. მეოცნებე, ფილოსოფოსი, განდეგილი, მარტოობასთან შეხმატკბილებული, სიტყვაძუნწი, დაღუპული სიყვარულის მომღერალი, პროვინციის თავმდაბალი მასწავლებელი, მუდამ ძველმოდურად ჩაცმულ-დახურული, დაღვრემილი... ნელა დაუყვებოდა ქუჩას ფიქრებში ჩაფლული, მთვარეულივით მიაბიჯებდა, გეგონებოდათ სადღაც სხვაგან იყო, ვერ ამჩნევდა ვერც მშვენიერ დილას, ვერც ქუჩას, არ ესმოდა ჩიტების ჟივილ-ხივილი", - ანტონიო მაჩადოს ეს პორტრეტი დაგვიხატა რაფაელ ალბერტიმ, ასეთი დაამახსოვრდათ იგი გარსია ლორკას, მიგელ დე უნამუნოს, ხუან რამონ ხიმენესს. ყველამ იცოდა მისი ჩვევა, უყვარდა ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში ხეტიალი და ამ ხეტიალში იკვერებოდა ცნობილი განდეგილის ლირიკული გმირი და იკვეთებოდა მისი მრწამსი - "ოცნება მხოლოდ ფხიზელი მწამს, ჩვენ არ უნდა   კითვის გაგრძელება...
ვიქტორ ჰიუგო – “ სიცოცხლის საიდუმლო ”
სივრცე შექსპირთან. დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვადისფერ სახეებს – ეჭვსა და სასოებას, აკვირდება. სიცოცხლე მოდის და იკარგება სიკვდილით. მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა და საბოლოო დახუჭვას შორის. ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს. მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს, სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის. ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატს აგრძელებს. შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა : ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით და ქმედებებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტი და მარგალიტები, ნეხვი და მძორი, მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა. ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა. შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირი დანტეს ძმაა..   კითვის გაგრძელება...
ანი მატისი - ზანტი ზმორებით ვენახში
ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს,
თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა.
ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი
მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი.
თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა.
ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი.
ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში
ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა.
ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი.
კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა.
ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები.   კითვის გაგრძელება...
ვიკი მეჰეფი - ჯეიმს ჯოისის კითხვისას
როგორ უნდა აღვიქვათ ისეთი ნაწარმოები, როგორიც "ულისეა"? დავუშვათ, რომელიმე "კეთილსინდისიერ" მკითხველს სურს, გულდასმით გაეცნოს ამ წიგნს და, ამასთან, არ შეყოვნდეს მის 31-ე, 152-ე, 314-ე გვერდებზე. წარმოიდგინეთ მისი რეაქცია სტივენის, შემდეგ კი - ბლუმის შინაგან მონოლოგებზე: როგორ განაცვიფრებს მკითხველს უეცარი ვარაუდი, რომ ეს მონოლოგები მძლავრად ზემოქმედებს მისი აზრების უწყვეტ, მდუმარე კომენტარზე. საზრიან მკითხველს უთუოდ თავს შეაწყენს გაჭიანურებული, დეტალებით ჭარბად გაჯერებული პასაჟები. მის იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა