tamtam » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
მოგონება....
საღამოხანი. უკვე ბინდია. მარტო ვარ სახლში, დღევანდელი ჩემი გუნება - განწყობის მიხედვით უკვე ვხვდები, რომ კვლავ მოვა მოგონება, გაცოცხლდება ჩემს გარშემო და თავისთან გამიტაცებს. სპეციალურად არ ვანთებ სინათლეს, ქუჩიდან შემოჭრილი თეთრი გარეგანათებაც მყოფნის; უკეთესიცაა, რაღაც სხვა, არაამქვეყნიური ელფერი შემოაქვს, მოგონებებს აცოცხლებს, დროს უკნა ატრიალებს კინოფირივით. ჩვენი კუპრივით შავი კატაც შემოვიდა ოთახში, კრუტუნით მომიახლოვდა, თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობსო, იდუმალი მზერით მომაჩერდა, მერე ჩემს გვერდით წამოწვა და გაირინდა. დროში გადასახლდა ჩემთან ერთად.
. . . წამის მეათედი და სულ სხვაგან ვარ. . . მატარებლის კუპეში, ისევ თეთრი სინათლე, პატარა სადგურიდან შემოჭრილი, თავით ფანჯრის მხარეს ვწევარ, წინ კუპეს კარს და კედელს შევყურებ, მატარებელი ცოტა ხნით გაჩერდა რომელიღაცა პატარა ბაქანთან. მალე დაიძრა, სინათლის ფონს სვეტების ჩრდილი მიჰყვება, ისმის ჭრიალი, სასიამოვნო რწევა გრძელდება. მატარებელი მიუყვება ლიანდაგს, ჩემს საყვარელ გზას გაგრისკენ, ომარისაკენ!
ვცდილობ, ისევ დავიძინო, თან ნეტარებით ვიშმუშნები, უკვე თვალწინ მიდგას ახალი და ძველი გაგრა, პლაჟი, ზღვა, „კარაველა“. არასოდეს მავიწყდება მზეზე გამთბარი, ლაქწასმული ხის სუნი, რომელიც ამ გემ - რესტორნის გვერდით ჩავლისას მცემდა ხოლმე. ახლაც, წლების მერე, ცხადად შევიგრძნობ, როცა მოგონებებში ვსახლდები.
დილიდან იწყება ბედნიერება, ჩავდივარ და მხვდება ლურჯ - მწვანე ზღვა, წიწვების სუნი, „კარაველა“ და ჩემი ომარი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, დედით აფხაზი, მამით ქართველი ომარ ნინუა. გამხდარი, თეთრი ბიჭი, ღია თაფლისფერი თვალებით. ანგელოზივით უანგარო და უშუალო. ეს მეგობრობა არ იყო მხოლოდ ბავშვობის დამსახურება. რაღაცამ შინაგანად, ინსტიქტურად მიგვიზიდა ერთმანეთისკენ, მე, 11 წლის გოგონა და ის, 9 წლის ბიჭი. ომარის თვალები თითქოს ხანდაზმული ადამიანის სევდას მალავდა, იერი მუდამ დაფიქრებული და თვითონ კეთილი, უცნაურად კეთილი. არ მეშინია ამისი თქმა. მისი არსება თითქოს რაღაც თბილ სინათლეს ასხივებდა.
უკვე მესამე ზაფხულია, ელოდება ხოლმე ჩემს ჩასვლას. მომიყვება,რა მოხდა იქ ჩემი არყოფნის დროს. ახლაც მალევე ვინახულე, რა მომათმენინებდა.

- ზურამ ცოლი მოიყვანა. გოგო მოიტაცა, იმერეთში იყო ნათესავებთან სტუმრად, იქ უნახავს, მოეწონა თურმე ძალიან. მალევე მოიტაცა და ჩამოიყვანა. ძალიან ლამაზი გოგოა, ქორწილი გადაიხადეს, ბავშვებმაც კაი დრო ვატარეთ . . .
რუსუდანი და მედიკო რომ მუშაობენ სასტუმროს ბუფეტში, შენც ხომ იცნობ, ისევ იქ არიან. რუსიკო ვიღაც გერმანელს მოსწონებია, დაუბარებია, კიდევ ჩამოვალ, გნახავო. მთელი კოლექტივი ელოდება თურმე როდის ჩამოუვა თაყვანისმცემელი. გავიაროთ, ვნახოთ.
სიხარულით ვეთანხმები. ავირბენთ სასტუმროს კიბეებს იმ სართულზე, სადაც ბუფეტია და სულ შემწვარი კვერცხისა და კატლეტის სუნი დგას. გოგონები სიხარულით შემოგვეგებებიან, მეგობრები მოგვივიდნენო, გემრიელი კაკაოთიც გაგვიმასპინძლდებიან.პირველად რომ გაგრაში ჩავედით, სასტუმრო „აფხაზეთში“ ვისვენებდით, შემდეგ ზაფხულს ჩემებმა კერძო სახლი შეარჩიეს ომარის მეზობლად და მას მერე იქ ჩავდივართ.
- წელს ზამთარი როგორი იყო გაგრაში, თოვლი მოვიდა? - ვკითხე ომარს.
- რამდენიმე დღე ითოვა. არადა, როგორ მინდოდა ბევრი თოვლი, ვერც ვიგუნდავე . . .   კითვის გაგრძელება...
გაფრენა
კლინიკური სიკვდილი თუ??   კითვის გაგრძელება...
ვირტუალი
გაცნობა ინტერნეტსივრცეში   კითვის გაგრძელება...
პატრონი
ძაღლი, რომელსაც პატრონები ღალატობენ   კითვის გაგრძელება...
Revaz inanishvili - Lamazi Cremlebi / რევაზ ინანიშვილი - ლამაზი ცრემლები

Revaz inanishvili -

მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი

სრულად...
ჩემს სამყაროს შენი ფერი აქვს (დასასრული)

ჩემს სამყაროს შენი ფერი

–უკვე წავიდეთ? მე თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დავუქნიე და

სრულად...
დიდი თეთრი ველი

დიდი თეთრი ველი

დიდი თეთრი ველი (ისტორიული ნოველა) თეთრი ხე

სრულად...
Dabadebis Dgis Misaloci Leqsebi / დაბადების დღის მისალოცი ლექსები

Dabadebis Dgis Misaloci

დაბადების დღის მილოცვა გადაწყვიტეთ და არ იცით ზუსტად რომელი

სრულად...
Leqsebi Dedaenaze / ლექსები დედაენაზე

Leqsebi Dedaenaze /

ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! -

სრულად...
Leqsebi 3 Martze - Dedaze / ლექსები 3 მარტზე- დედაზე

Leqsebi 3 Martze -

დედის დღის მისალოცი და ასევე სხვადასხვა შინაარსის ლექსი

სრულად...
Qurduli Gamocanebi /ქურდული გამოცანები

Qurduli Gamocanebi

ყველასათის ცნობილი წურო თინთილავას ქურდული გამოცანები >>>

სრულად...
Gasaxdomi Varjishebi / გასახდომი ვარჯიშები

Gasaxdomi Varjishebi /

თუ გახდომა და შემდეგ ამ ფორმის შენარჩუნება გსურთ მიმართეთ

სრულად...
ANGELINA JOLIE

ANGELINA JOLIE

ცნობილი მსახიობი, ანჯელინა ჯოლი მწვავე დეპრესიით იტანჯება. ამის

სრულად...
ტოპ 5 სიახლე