სასაცილო ლექსები » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
ექსპრონტად დაწერილი :დ :დ :დ
დავჯექ და წერა დავიწყე
თუ რა გადამხდა თავზედა.
თავად ვარ სალექსებელი
რატომა ვყბედობ სხვაზედა.
კვირა დღე იყო, საღამო,
ცაზე მზის სხივი კრთებოდა,
“myenglishlab”- ზე ფიქრები
თანდათან უფრო ტკბებოდა.
წიგნი ავიღე ვეძიე
ყდაზე სიტყვები კოდური,
სათვალეც მოვიხმარიე
გამჭირვალე და მოდური.
ვფხიკე, ვფხიკე და ვერ ვპოვე
ის რაც, რომ გულით მეწადა,
აქვე არის თქო ვიფიქრე
მაშინ ჯერ კიდევ ეს მწამდა.
ყდაზე ის ერთიც ავაძრე,
ბოლოს რომ სიტყვა ფეთქავდა,
არც არა მის ქვეშ აღმოჩნდა
რაც შავს აქცევდა თეთრადა.
მაშინღა მივხვდი მეწვია
მოულოდნელი თავზარი,
და კრედიტისკენ მიმავალს
გზაში წამართვა საგზალი.
მეორე დილა გათენდა,
ღამით კოშმარებს ვხედავდი,
წიგნის ავტორი მომდევდა
გაქცევას ვერა ვბედავდი.
რაღაცას მსაყვედურობდა,
სიტყვებს ზურგიდან მესროდა,
მას ჩემი ვერა გაეგო,
მე კი მისი არ, მესმოდა.
გამოსავალი ვეძიე
თუმც ვერ, დამადგა საშველი,
გადავფხიკე და წავაგე,
გამომიგზავნეთ მაშველი.   კითვის გაგრძელება...
შთა ჩვენი ტკივილია :დ :დ
სანამ დრო დაგვრჩა ვიცინოთ
ვიყოთ ყველანი ლაღები,
თორე შთას შუალედურზე
გულს დაგვაჩნდება დაღები.
რა ვუყოთ დრო რომ არ იცდის
მოგვიახლოვდა გამოცდა,
ქულების ნახვის შედეგად
წინაზეც ბევრი გაოცდა.
გუშინ შთას წიგნი ავიღე,
გულით მინდოდა წაკითხვა,
მაგრამ თვალს ბინდი გადმეკრა
აზრი გამიჩნდა წამით სხვა.
ფიქრმა შემიბყრო მაცდურმა
ოცნების კოშკი ამიგო,
მითხრა იოლ გზას გასწავლი
ცხვირი გვერდზე არ წაიღო.
მეც უმალ დავემორჩილე
წიგნი სხვა მხარეს გადავდე,
ჯგუფელს მივწერე- სად ჯდები,
ეს საიდუმლოდ გამანდე.
მეც იქვე მოვკალათდები
ხელს არ შეგიშლი არაფრით,
დიდ სამსახურსაც გამიწევ
პასუხს თუ მომწერ ბარათით.
ორიოდ წუთი გავიდა
არ დააყოვნა ტექსტურმა,
მითხრა -როგორც ჩანს წუხელის
ცუდი სიზმარი გესტუმრა.
მე კი გეტყვი, რომ ეგ არ ქნა
ამ დროს არ მიყვარს გარისკვა,
ზურგით დაჯექი ჩემგან შორს
და არ გაბედო რამის თქმა,
რჩევასაც მოგცემ მეგობრულს
ღია დატოვე კარები,
თორემ ვფიცავ ვერ გამასწრებ
მართლაც ტუ მომეკარები.
რაღას ვეტყოდი გავჩუმდი
ნისლი ჩამოწვა მახლობლად,
დიუი ჩვენი „ბრატია“
უზნას რა ვუთხრათ თანხმობად?!
ამ კითხვას პასუხს თუ გავცემთ
უკვე გვექნება სათქმელი,
სტუდენტს უნათებს ცხოვრებას
კრედიტი, როგოგორც სანთელი   კითვის გაგრძელება...
simartlea????
დღეს დოგმა არის შანელის ჩაცმა,
შავი ბეემვეს პატრონის ტრფობა,
თუნდაც მაგ სულში გაფურთხოს კაცმა,
არ გინელდება არაფრით გრძნობა.


დღეს მოდა არის დაკერო ბევრი,
რომ გეცვას ლურკი შანელის კაბა,
საით გაგექცა მამაო მრევლი,
ხედავ ის წმინდაც უწმინდო გახდა.


დღეს მარტივია სხეულის გასვრა,
როცა მიყვარხარს ხორცით ენდობი,
მონაზონივით იძახი არ ვსვამ,
ამ დროს არყის სმით სხვებთან ერთობი.


ბილწი სიტყვებით იმყრალებ ენას,
ცდილობ გარშემო ყველამ გაგიგოს,
მერე ეცდები მდიდარის შებმას,
გინდა ოცნების კოშკიც აგიგოს.


გრძნობის აგებას სხეულით ცდილობ,
გამოიშიშვლებ დასამალ ადგილს,
ურთიერთობას სულაც არ ბრთხილობ,
პირველ ღამესვე აიხსნი აღვირს.


განშორებისას ივსები ბოღმით,
როგორ დაკარგე ბეევმეს მძღოლი,
ისევ აგრძელებ ცხოვრებას დოგმით,
ისევ შანელში ეხვევი მძორი.


ულამაზოა გინება ქალის,
თან სიძლიერის მტკიცება კაცზე,
გაიგივება გრძნობებთან ვალის,
უშვერი სიტყვით წყნარება მარცხზე.


ინტელექტია ნულს ქვემოთ ჩვენთან,
პარადი მიყავთ ვიღაც მასონებს,
უსირცხვილოდ რომ მიდიხარ ბერთან,
შენი ნამუსი უკვე აწონეს.


გინებით უნდა ტიპი რომ გახდეს,
ასეთ ქალს ვიცი უზრდელი ქვია,
ანგელოზობას შეფიცებს გამზრდელს,
ალბათ ისინიც ასევე თვლიან.


მოწიწებაა ღირსება ქალის,
რიდით ჩამცული უბრალო კაბა,
რომ დაატარებს უხილავ მანდილს,
სიარულისას თვალს რომ ხრის დაბლა.


არ დაჭირდება ასეთ ქალს გახდა,
იმის გამო რომ გრძნობები ნახოს,
არ დაჭირდება ნამუსის ახდა,
იკმარებს მხოლოდ ცალ ხელზე ამბორს.


აი ასეთ ქალს ვეძახი ნამდვილს,
მოწიწებით რომ აბიჯებს ქუჩებს,
საქციელით რომ ამართლებს მანდილს,
უზრდელ სიტყვას რომ არიდებს ტუჩებს   კითვის გაგრძელება...
სასაცილო ლექსები
გავრცელებული ფობია ..
ადამიანში ბევრია ათასნაირი ფობია.
ყველაზე გავრცელებულზე
გესაუბრებით ჯობია:
პირდაპირ ჰქვია - სიშტერე,
ირიბად - სიროფობია.   კითვის გაგრძელება...
ინტერნეტ სივრცემ დამიპყრო
ინტერნეტ სივრცემ დამიპყრო,
facebook-ს ვეღარ ვნებდები,
მწვანედ იმდენ ხანს ვანთივარ,
სანამ არ გამოვშტერდები.
  კითვის გაგრძელება...
ლოთ ზაურაზე გამცვალე
სასაცილო ლექსი ანუ ლოთ ზაურაზე გამცვალე!   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა