პოეზია » გვერდი 6 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
იას უთხარით ტურფასა
იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო?
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.   კითვის გაგრძელება...

***

***
სულის ტკივილამდე მომწყურდა შენი ჩახუტება მარტიანი,
ასე ცვალებადი დამტოვე და დღეებს შევაბერდი დარდიანი.   კითვის გაგრძელება...
ნაბიჯები
ნაბიჯები ნელი-ერთი,ორი,სამი...
წელზე შენს ხელს იგრძნობს ის სხვა,უცხო ქალი,   კითვის გაგრძელება...

***

***
დღეს ცამეტია ზაფხულის თვეში,
თარსად მონათლეს რატომღაც რიცხვი.
დავფიქრდი,იქნებ დღევანდელ დღეში
ცრურწმენის მარცვლებს ტყუილად ვისვრი.
დილა დაიწყო,მიჯაჭვულ საწოლს
აწყვეტილივით მოვტაცე თავი,
შემომეფეთე ეკლებზე ნაწოლს
და გამიმზადე ფიცრული ნავი...   კითვის გაგრძელება...

***

***
შენი ალერსით ვერ დამღლიდა ქვეყნად ვერავინ,
შენ იქნებოდი ჩემი გრძნობის წმინდა მწვერვალი.
შენ იქნებოდი ჩემი გულის სიღრმე ფსკერამდე,
შენი ფერებით მივიდოდი ბედისწერამდე.   კითვის გაგრძელება...
ივლისში თოვს
ახლა უშენოდ ისე ცივა როგორც არასდროს,
გადაუარა ქარიშხალმა გულის მიდამოს.
ივლისში ზამთარს ვესალმები,რაღა გამათბობს,
იქნებ მოხვიდე,იქნებ ისევ გამოიდაროს...   კითვის გაგრძელება...

***

***
მე,შენ და ზღვა,
წინ გზა,თეთრი გზა...   კითვის გაგრძელება...

***

***
ღმერთო,რამდენი მლოცველი,დედა!
აქ მე სანთლების სიწმინდეს ვხედავ.
ცოდვით აღვსილი ლოცვას ვერ ვბედავ,
იქნებ მიშველო რამე,გთხოვ,დედა!   კითვის გაგრძელება...

***

***
მიწის ხრიალი გაისმა როცა,
შიშმა საყდარი ჩემში მონახა,
მღვდელმაც შეწყვიტა იქ,სადღაც ლოცვა,
შიში ჩამძახის:ჩემი მონა ხარ!   კითვის გაგრძელება...
დედიკოს ჭკვიანი
შენ იქნები სულ პატარა,ჩემი ციცქნა თოჯინა,
დიდ თვალებში ჩაგეღვრება მოწმენდილი ცა.
შენს ცელქ ნაბიჯს ვერ დაიტევს ვარდისფერი ჭოჭინა,
ვერ შეგქმნიდა ასე ცხადად მეოცნებე სხვა.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა