პოეზია » გვერდი 4 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
რა გვენაღვლება
რა მენაღვლება მზე თუ დაბნელდა,
დრო თუ გაჩერდა გზა თუ გაგრძელდა,
რა მენაღვლებ დღე თუ გათენდა,
დღევანდელი დრო თუ არ გაჩერდა,

  კითვის გაგრძელება...
მე ვეცადე
რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,რამდენჯერ ვინ იცის?!
შენთვის ეს არასდროს მითქვამს,ახლა ამ ლექსით ვიტყვი,
მენატრები,მაგრამ სად ხარ? სადღაც შორს,
ნუთუ ჩემს თვალებში არასდროს დაგინახავს,რასაც გთხოვ?!
და მაინც,რომ იყო ჩემთან რა აზრი ექნება,
შენი გული ხომ ისევ სხვისთვის ფეთქავს,
მე? მე კი მომკლავს ეს ტკივილი,ტკივილი მონატრების,
იმედი მეძლევა ღამის სიზმრებში შენი მოლანდებით.
იცი? რამდენჯერ,რამდენჯერ მინატრია შენთან ჩახუტება,
არ მინდოდა მყვარებოდი,არ მინდოდა იმედის გაცრუება.....   კითვის გაგრძელება...
ღმერთო იცი?
ღმერთო,იცი? თითქოს მომავალი სადღაც გაქრა
და მხოლოდ წარსულის მოგონებები დარჩა,
ღმერთო,რატომ ვლოცულობდი მასზე გახსოვს?!
გეუბნებოდი,იმედის მეტი სხვა რა მაქვსთქო.
  კითვის გაგრძელება...
მე ხშირად დიდხანს მარტოკა ვტირი
ბედნიერები დროს ატარებენ,
ნიავის ხმაზეც არე შრიალებს
მე კი იმათგან გათიშული ვარ
რაც გულში მიჩენს სასტიკ იარებს.
  კითვის გაგრძელება...
მიშო დადიანი ლექსები
***
ბავშვობაში ,როცა დედა იგვიანებდა,
კართან ვიდექი,
მეგონა ასე უფრო მალე მოვიდოდა.
ვცდილობდი
ვინმეს ფეხის ხმა
მიმემსგავსებინა დედაჩემისას,
ესეც მყოფნიდა დასამშვიდებლად —
იქნებ ის არის.   კითვის გაგრძელება...
ვაჟა ეგრისელი (ჯოდორ დადიანს)
***

კელაპტარივით ჩამქრალ დღეებს
ისევ ანთებენ -
ლაჟვარდოვანი სვეტ - თაღები
და გუმბათები.
კოლხური ღამე -
გრძნეული და სიზმარეული -
თუთარჩელათი ისევ შეუვლის -
არყოფნის მაღალ აივანზე
დამსხდარ აჩრდილებს.   კითვის გაგრძელება...
სახლი მინდოდა მქონოდა.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის.
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.   კითვის გაგრძელება...
პოეზიავ!
მე გადავივლი შენთვის ტრამალებს
და შემოგწირავ ამ გულს ზვარაკად,
როგორც მიჯნური სატრფოს დალალებს
მეც ისე გეტრფი, გეტრფი თამამად.   კითვის გაგრძელება...
უცხო სანაპირო
გადაფრენილი ლურჯ ოცნებებში,
მე მარგალიტებს ვეძებდი ზღვებზე.
მუსიკა ჟღერდა ტალღების ხმებში
და ჩამავალი მზე იწვა ქვებზე. . .   კითვის გაგრძელება...
პოეზიავ
ეხ პოეზიავ,ცხოვრების წყაროვ,
რად გამიტაცე მითხარი ესე,
არვიცი რარიგ აღმოცენდება
ის თესლი რომელიც ვთესე.

რომელიც ვთესე მე ჩემებურად,
რომელშიც სევდა და დარდი ვქსოვე,
გთხოვ მომიტევე ის შეცოდება,
თუ უნებლიედ შვილობა გთხოვე.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა