ლიტერატურა » გვერდი 4 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
დავით-დეფი გოგიბედაშვილი ,,შენ ხარ ჩემი შინაარსი''
შენ ხარ ჩემი შინაარსი. შენ ჩემში ხარ. სულ იყავი. სულ იყავი. შენ ჩემში ხარ, თიხა ვნახე, შიგ ჩავასხი, ღვინო, რაშიც პური ვაწე, ღამე მთვარით დღემზიანი და ღამეშიც სისხლით ნაწერ სიტყვებს სუნთქვით ვეზიარე, სუნთქვები კი გადაიქცნენ ყველა კითხვის პასუხებად, ფართე გზებიც გახდნენ ვიწრო, ბილიკებად, გზას უხდება,   კითვის გაგრძელება...
ნიკო ლორთქიფანიძე
მიყვარს ჭექა-ქუხილი, როცა არ იცი რას მიეკედლო, როცა დიდი ხე საშიშარია - მეხი არ დაეცეს; მინდორ-ველში კი მარტოობით სული გეხუთება; გრიგალი ქარი მოტაცებას გიპირებს და თვალში გაყრის, რაც მიწას ვერ შესისხლხორცებია; ზევიდან ბნელად დაგყურებს შავი ღრუბელი, ქვევით კოჭებამდის გირტყამს ნიაღვარი.

ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ჩქეფს სისხლი, გავიწყებს წვრილმან უსიამოვნებას, ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩე.
  კითვის გაგრძელება...
ოთარ ჭილაძე '' რაც არ ყოფილა''
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.   კითვის გაგრძელება...
mamiko / მამიკო
დილა გათენდა...
და ეს დილა უცნაური სევდით დაიწყო...
ნეტავ რა ხდება ბებოს გული რად უცემს ასე...
ნუთუ ხვდებოდა რა ელოდა იმ დღეს მამიკოს...
და მიტომ იყო ასე ძლიერ დამწუხრებული???   კითვის გაგრძელება...
ო რა მაგარი ქალი ხარ
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ
დასაწყისშივე გეტყვი რომ
ო რა მაგარი ქალი ხარ
შავი ღვინის გაქვს ტუჩები
მაშინ როდესაც ვლოთდები.   კითვის გაგრძელება...
მიყვარხარ რწმენით,
მიყვარხარ ვნებით,
მიყვარხარ გულით,
მთელი არსებით,
მიყვარხარ ჩემში,
მიყვარხარ შენში,
მიყვარხარ ქარში,
დარში, ავდარში,
ფიქრით გამქრალი,
გრძნობით დამთვრალი,   კითვის გაგრძელება...
მიყვარხარ მაგ ღიმილს მოგტაცებ
მიყვარხარ მაგ ღიმილს მოგტაცებ,
და დუმილს თანხმობად ჩაგითვლი,
ქალაუ, მე ჩემად მეგულვი,
შენს სავალ ბილიკთან დაგიცდი.
თეთრ ცხენზე შავ ნაბად მოსხმული,
ფიქრებშიც შენს გვერდით ვიქნები,
მოდიო,გეძახის გული და
მოდიო,გეძახის ფიქრები.   კითვის გაგრძელება...
მაისის თოვა
როგორ იგრძენი გაზაფხული ლამაზო გუშინ!,
იამ თვალები გაახილა ლურჯმა კამკამამ,
ვარდმა ბაგენი გააღიმა იმ თეთრი ბროლის,
კვირტები ვაზის გაიფურჩქნა მაგ ბორცვთა ველზე,
მაღირსე გული დამწველი ვნების ცეცხლ მოდებული,
გამიმაისე მაგ ციმციმებით იისფერ თვალთა,
მარტი მოვიდა, მაგრამ მარტში ხომ იცის თოვა,
მაშინ დაფიქრდი შენი გონების მაგ თვალთა ხედვით,
მე მირჩევნია შენი თვალების მაისის თოვა.
  კითვის გაგრძელება...
მელანქოლია
წუხელ დავინახე ფიქრები თოვდა
რაღაც უსიტყვო მღელვარებით,
ირგვლივ სუნთქვას თითქოს დათქმულ დროზე,
ვაღირსე ღელვა სხვა საოცრების.
ოცნებებს დავუწყე ძებნა,
და გზად შემომხვდა,
შენი თვალების ჩუმი შიმშილი.   კითვის გაგრძელება...
იეთიმ გურჯი - გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო
გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო,
დაკარგული შენი შვილი მოვედი,
საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო,
თორმეტი წლის გატანჯული მოვედი.

მთაო წმინდავ, მამა დავითისაო,
შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო,
წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო,
მათ საფლავზე სალოცავად მოვედი.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა