სასიყვარულო ლექსები » გვერდი 9 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
ნუთუ არ გესმის?
ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის?
როგორ გეძახის ეს ჩემი გული,
ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ
და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.
წუხელ სიზმარში გამომეცხადე
ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,
მერე წყვდიადში გაუჩინარდი
არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.
  კითვის გაგრძელება...
უცნობ სიყვარულს
როგორ უნდა ვთქვა მე შენ მიყვარხარ
როგორ გავბედე მე რომ მიყვარხარ
ნეტავ გჯეროდეს ისევ მიყვარხარ
უცნობ სიყვარულს შენ სულ არ გავხარ

როგორ უნდა ვთქვა მე შენ მიყვარხარ
მაინც გავბედე ვიცი ბავშვი ხარ
მე უნდა მეთქვა მე რომ მიყვარხარ
უცნობ სიყვარულს შენ სულ არ გავხარ

რომ მეტყვი სიტყვებს მე შენ მიყვარხარ
ვერასდროს გეტყვი რომ მე მიყვარხარ
მე ახლა მჯერა რომ გულში მყავხარ
შენთვის უცნობ გულს შენ კვლავ უყვარხარ

როგორ უნდა თქვა თუ კი მორცხვი ხარ
ამომავალი შენ ვარსკვლავი ხარ
მითხარ სიტყვები მე შენ მიყვარხარ
მიყვარხარ მაგრამ ხომ პატარა ხარ

როგორ უნდა თქვა მე შენ მიყვარხარ
მინდა მითხრა რომ ჩემი მთვარე ხარ
მინდა იცოდე შენ კუმირი ხარ
უცნობ სიყვარულს გაანდე ვინ ხარ   კითვის გაგრძელება...
სიყვარულს გაჩუქებ
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს   კითვის გაგრძელება...
Siyvaruli / სიყვარული
სიყვარულმა დამანახა ვინ ვარ
თურმე ერთი ფურცლით ცხოვრებაზე წინ ვარ
გაბედული ნაბიჯებით, სიყვარულით ვაბიჯებდი,
მჯეროდა რომ საბოლოოდ ჩემი გულით დაგიჭერდი,
მაგრამ აი სად ვიწვები სიყვარულში ვიფერფლები
მეძახიან ძმა ბიჭები, მაგრამ შენსკენ ვიხედები
შენ კი მგონი არ გჭირდები მე უშენოთ ვერ ვიქნები
სიყვარულზე დავამყარე მთელი ჩემი იმედები   კითვის გაგრძელება...
*მინორი*
*მინორი*


შენს თვალებში ცოდვის ალი ციმციმებს
და გიზიდავს ხორციელი წადილი.
ეს ხელები ქალის სურნელს იცილებს,
მოგონებებს ახსოვს თეთრი მანდილი.
*****
  კითვის გაგრძელება...
რაც უფრო შორს ხარ…
რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.   კითვის გაგრძელება...
...ნეტავ ერთი შენნაირი....
დავჯექ წერად, მე საწყალი, სიყვარულის ამბისა
ისევ მარტოდ გათენებულ ამ უმთვარო ღამისას.
ეხატება სუფთა ფურცელს ცრემლიანი მელანი,
მეც მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ნიკოლოზის მერანი..

ვწერ, უშენოდ, ჩემო სუთქვავ, მე სიცოცხლეც არ მინდა..
და ტაბიძის ლომურ წვერში იბინდება მთაწმინდა.
შენ ხარ ჩემი უკვდავება, შენ მიმრთელებ იარებს,
შენსკენ მკვდარი ოცდაერთი წელი გამოვიარე..

შენს საოცარ ღიმილს დავსდევ ვარსკვლავებში, მთვარეში,
ნეტავ მოვკდე, დამასახლა მაგ ღვინისფერ თვალებში..
მაპატიე რომ გავბედე შენთვის ხოტბა შემესხა.
ნეტავ ერთი შენნაირი ღმერთს ჩემთვისაც შეექმნა..   კითვის გაგრძელება...
სულის სიმშვიდეს ვერ ვპოვებ ვიცი
სულის სიმშვიდეს ვერ ვპოვებ ვიცი,
აქ ყველაფერი უსახელოა,
აქ სიყვარული გათელეს ფეხქვეშ
და ღიმილიც კი უმნიშვნელოა...   კითვის გაგრძელება...
შენი ვარ
ნუთუ ვერ ხედავ როგორ მიყვარხარ
ნუთუ ვერ ხედავ ახლაც შენი ვარ
შენ უნდა მიხვდე რომ სხვისი არა ხარ
მინდა იცოდე მუდამ შენი ვარ   კითვის გაგრძელება...
სიყვარული
სიყვარული დღეს იწყება,
სიყვარულში ცრემლი ქრება,
მე სიყვარულს ვერ ვეღირსე
ზემოთ ცაც კი იფანტება.
სიყვარული რა არის?!
თვალზე ცრემლის ღვრა არის,
სიყვარულთან ერთად ვკვდები
და სიყვარულს ვემონები.
  კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა