სასიყვარულო ლექსები » გვერდი 10 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
მოვა დრო
მოვა დრო და უშნობა თავს გამახსენებს
გული ატირდება და თვალებიდან ცრემლები დაიწებს დენას
გონება ფიქრს დაიწყებს გულიც მას აჰყება
და უეცრად ყველაფერი გაჩუმდება.

მოვა დრო და ისევ გაწვიმდება
უშენოდ ცხოვრება ძალიან ატირდება
გონება დაიღალა ამდენი ფიქრით
გული დაიღაა ამ დიდი სევდით.

მოვა დრო და უშენობა თავს გამახსენებს
მოვა დრო და ჩემი ცხორება ისევ ატირდბე.   კითვის გაგრძელება...
მოდის სიყვარული, არამიწიერი
შენ ვერ წარმოიდგენ გულზე როგორ წვეთ-წვეთ,
თაფლად მედინება შენი გზავნილები,
თანაგრძნობისათვის, მადლობ რომ მომენდე,
სწორად რომ აღიქვი, გულის ნაჩივლები.

ვგრძნობ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შენ მე ბედნიერს მხდი,
ფოთლებს ნამი დასდის მაგ სიწმინდის ფერი,
ვარ სიამით მთვრალი, მთვრალი შენი ეშხით,
მოდის სიყვარული, არამიწიერი.

მე რა ბევრი მინდა, მხოლოდ სიახლოვე,
ზედმეტი რომ არ ვარ, ვიგრძნო გასახარად,
ჩემი ნახვა თუ კი, კიდევ გსიამოვნებს,
თუ დრომ დაუნდობმა, ნისლში გადამმალა.   კითვის გაგრძელება...
მეზობელ ციცოს
ჩემს მეზობელ ციცოს,
ცისფერი აცვია კაბა,
ხანდახან შარვალსაც იცვამს,
სულ კაბა როგორო აბა?!
და მუდამ წითელი საცხით
იღებავს დაპრუწულ ტუჩებს,
"ერთხელაც მოგივა მარცხი,
ერიდე ხალხმრავალ ქუჩებს." -
აფრთხილებს ჯანსავსე ნატა,
მრავალ ჭირს გადამხტარი ქალი,
რომელსაც ჰყავს შავი კატა,
სახლში თუ ბრუნდება მთვრალი
ქმარიც ჰყავს - ფაშვსავსე მიტო,   კითვის გაგრძელება...
მიყვარდა ?
მე მოგიყვებით ამბავს გოგოზე
რომელმაც ძალიან ბევრი იარა
ნამდვილ სიყვარულს დიდხანს ეძებდა
და ამ ძებნაშიც ბევრი იტანჯა


მან სიყვარული სიმწრით იგემა,
მაგრამ ტკბილადაც ახსენდებოდა
უყვარდა ძლიერ , ძლიერ უყვარდა
და ამ სიყვარულზე ყველგან ყვებოდა

მაგრამ ხომ იცით ნამდვილ სიყვარულს
ყოველტვის ტკბილად ვერ მოიგონებ
მიწას მიაბარა ის ერთი ბიჩი
რომელიც ასე ძლიერ უყვარდა


მაგრამ განვლო დრომ ჩაიარა
ტკივილი გაქრა რომელიც სტავნჯავდა
გამოჩნდა ერტი კეთილი ბიჩი
რომელმაც თავი მას შეაყვარა.
  კითვის გაგრძელება...
შარზე ვარ
შარზე ვარ,
ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...
უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები...
არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით...
ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...
არ ვიცი.
წახვალ თუ, გზის ბოლოს, დამიცდი...
შარზე ვარ,
რა მინდა, მე თავად არ ვიცი...
ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი...
მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...
არ ვიცი, ვინ ვარ და
არ ვიცი რა მინდა...
და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ...
ცხოვრებას დავიწყებ, ხელახლა თავიდან...
არ დავლევ, შევპირდი ცხოვრებას, ხვალიდან...
არ ვიცი,
სანამდე ამიმღვრევს გონებას...
რამდენი ვეცადე და გულიც ვიხეთქე...
რად მინდა სიცოცხლე, რად მინდა ქონება...
თუ გული ისევე უშენოდ იფეთქებს...
საომრად...
ოცნებებს, სიყვარულს ავისხამ...
არ მინდა შევჩერდე, უშენოდ ვომობდე...
შარზე ვარ,
საშველად საწამლავს დავისხამ...
და შენი დავრჩები, ცხოვრების ბოლომდე..   კითვის გაგრძელება...

♥
სანთელი იწვის და ჩემი გული
კვლავ მოგონების თემად იქცევა.   კითვის გაგრძელება...
Siyvaruli - Monatreba / სიყვარული - მონატრება
მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს.
ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს,
ჩემს ოთახში სიჩუმეა ვეღარ ახწევს მზე.
დედა ხელით ცომსა ზელავს, თან აყოლებს ცრემლს,
მისი ბაგე წარმოსთქვავენ და წყევლიან ბედს.
მამა ქვევრში ყურძენს წურავს გამიხსენებს მეც,
ჩემს მაგივრად ჩემი ძამა, თონეს უნთებს ცეცხლს.
ჩემ დაიკოს სილამაზე, აურეკლავს მზეს,
რამდენ რამეს დავკლებივარ, გაუვლიათ წლებს,
ქარმა თავი ქვევრში მიკრა მამა მასხავს წვენს,
დღეში სამჯერ ქვევრს ურევენ მადუღებენ მეც.
ვაზის ცრემლებს შევუერთდი, აღარავღვრი ცრემლს,
აქეთ-იქით გადმიღებენ მიწმენდავენ ფერს.
აღარა ვგრძნობ მარტოობას, სახლში ვიდგავ ფესვს,
ქვევრში ნაზად ჩამარწიეს, დამეფარნენ ზედ.
დროდადრო გამიხსენებენ, მანახებენ მზეს,
დოქდადოქ ჩამომასხავენ, მწრუპავენ ყურძნის წვენს.
ორ-ორ ჭიქაზე თვრებიან, ლოცავენ მაღლა ღმერთს,
რა მათრობელა შექმნილა ყურძენი ამა წელს.
მათ სულში შევუჭიკჭიკებ, წარსულის ვუხსნი გზებს,
ძველ სხეულს დავალოცინებ, ვახსენებ მწარე წლებს,
ჩემ საფლავს ამომივლიან ღვინის მასხავენ წვენს,
სულ ია-ვარდად ამოვალ მივეფიცხები მზეს.
წრედია ჩემი ცხოვრება, მეც მოვგზაურობ ზედ,
სიკვდილის არა მჯერა და, ვენდობი მხოლოდ ღმერთს.
რაც არა ნახოთ, შეეხოთ, მიგრძენით ყველგან მე,
დღეს ვიყავ ადამიანი ხვალ იქნებ ვიყო ხე?
სანამ ცულს დამკრავ მახსენე, პირჯვალი მსახე ზედ,
სანამ ბუხარში შემაგდებ ჯერ მიმიკარი მკერდს,
შევიგრძნო მშობლის სურნელი, მივუახლოვდე ღმერთს,
მერე კი ცეცხლში შემაგდე გაგითბობ ბებერ ძვლებს.
რომ გადავიქცე ნაცრადა, მაბნიე ხისა ფესვს,
ისევ ხის ხორცში შევალ და მივეფიცხები მზეს.
ასე მანამდე ვიბორგებ სანამ არ ვნახავ ღმერთს,
როცა მამა ღმერთს შევხვდები. მასთან დავრჩები მეც.....   კითვის გაგრძელება...
მიშო დადიანი (ლექსები)
პოეტ მიშო დადიანის რამდენიმე ახალი ლექსი სრულიადში.


მე თოვლის გზიდან წამოვედი. ჩემი სხეული
ძველი სახლივით მივალაგე, ცივი და მყიფე.
ვით ჩრდილი, დიდი სინათლიდან გამოქცეული,
ტყვიით დამფრთხალი ფარასავით მივყვები ფიქრებს.   კითვის გაგრძელება...
მინდა ..
მინდა სიყვარული ერთი,
მინდა ოცნებები ბევრი,
მინდა სიყვარული ღმერთის,
მაგრამ სიძულვილი მებრძვის,

მინდა გამოჩენა თავის,
მინდა შებინდება ღამის,
მინდა გათეტება დილის,
მაგრამ სიყვარული ტირის,

მინდა ჩაპიქრება ღამით,
მინდა დაძინება წამით,
მინდა გაქარწყლება დარდის,
მინდა ცხოვრებაში კარგი,

მინდა შეგიყვარდე თუნდაც,
მინდა შეგიყვარდე წამით,
ჩემს გულს სოყვარული უნდა,
მაგრამ შენს გულს მეგობრობა სურდა,   კითვის გაგრძელება...
მე შენთან მინდა
როცა დახუჭავ შენს ლამაზ თვალებს,
რომ დამინახავ მე შენს აჩრდილად,
დახრი წამწამებს, მაგ ლამაზ თვალებს,
დახრი და იტყვი მე შენთან მინდა.
როცა სურვილი გაგიმძაფრდება და როცა
გრძნობა დაიწყებს დუღილს,იტყვი სიცოცხლე
მომბეზრდა ასე, მეტყვი ეგ მხოლოდ შენსგულში მინდა.
და მე როდესაც შენ გაგცემ პასუხს,როდესაც გული
დაიწყებს თრთოლვას,ვიტყვი შენს სახელს,შენ დაგიძახებ,
და ვიტყვი ყოფნა მეც შენთან მინდა.
როს აირევა ეგ არე–მარე, რომ დაიწყებენ ქალები ჭორვას,
ვიტყვი შენს სახელს, შენ დაგიძახებ და ვიტყვი კარგო მეც
შენთან მინდა.
მაშინ ახდება ოცნება გულში, აგვიფრინდება ქარში პეპელა,
შენკი ჩამიკრავ შენს ძლიერ გულში და მეტყვი ძლიერ გეფერო მინდა.
წამოცვივდება ჩემს თვალებს ცრემლი,ცრემლი სიცოცხლის სიხარულისა
და ისევ გეტყვი, მხოლოდ ერთს გეტყვი, მინდა ბოლომდე მეფერო მინდა.
(ავტ. ნ.ჭ)   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა