ლექსები » გვერდი 7 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
როცა ჩამოჯდება ხეზე სიმარტოვე...
1
როცა ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე,
როცა ფეხაკრებით მოვა მონატრება,
მაშინ მოგიტაცებ მზისგან სხივებითურთ,
არც კი დავიშურებ შენთვის მონად რებას.
თვალს ვერ გაგისწორებ, რადგან დედობილი
შენთვის ღმერთად მყოფი ცაზე ‘ამონია’,
‘რა’ და ‘ატონი’ კი მსგავსად მოკვდავისა,
არის ყველაფერზე დიდი აგონია.
დილა გათენდება, მერე ქარის სუსხი...
ქარიც აშარი და ფიფქი გადამთვრალი.
ბოლო სტუმარივით, თოვლი ფერდობებზე.
შემორჩა და ვგონებ არც აქვს წასავლი.
თვალი გავახილე, წვიმა მაღვიძარად,
მიწას გადაწოლილს უცებ გამეღიმა...
თურმე სიზმარია, თურმე ოცნებებმა
ისე გამიტაცა, ვეღარც გამეღვიძა.
ფეხზე წამოვდექი, ქარმა მომეშველა
-დიდი მადლობათქო, იმწამს მივაძახე.
თუმცა გაუზრდელმა არც კი გამომხედა,
მხოლოდ დამიყვირა: -წადი საქმე ნახე...
2
ვიცი ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე,
მალე ფეხაკრებით მოვა მონატრებაც,
შენ კი, არაფერი ისე მიგატოვე...
რადგან სივრცის მინდა დამრჩე მონამტვერად!!!   კითვის გაგრძელება...
დამიჯერე
დამიჯერე მიყვარხარ სუნთქვაზე მეტად   კითვის გაგრძელება...
მაკლიხარ :(
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე
მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს
მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს
ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ..მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლად
აღარა მყავს საოცნებო სიყვარული
აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა
აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული
რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ..
აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა
იქ ობოლი შენახულა მოგონება
და ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა
წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ
აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ
და ერთსა გთხოვთ დატანჯული ბიჭის ხსოვნა
სულ მცირე ხნით მოგონებად შეინახოთ..   კითვის გაგრძელება...
ექსპრონტად დაწერილი :დ :დ :დ
დავჯექ და წერა დავიწყე
თუ რა გადამხდა თავზედა.
თავად ვარ სალექსებელი
რატომა ვყბედობ სხვაზედა.
კვირა დღე იყო, საღამო,
ცაზე მზის სხივი კრთებოდა,
“myenglishlab”- ზე ფიქრები
თანდათან უფრო ტკბებოდა.
წიგნი ავიღე ვეძიე
ყდაზე სიტყვები კოდური,
სათვალეც მოვიხმარიე
გამჭირვალე და მოდური.
ვფხიკე, ვფხიკე და ვერ ვპოვე
ის რაც, რომ გულით მეწადა,
აქვე არის თქო ვიფიქრე
მაშინ ჯერ კიდევ ეს მწამდა.
ყდაზე ის ერთიც ავაძრე,
ბოლოს რომ სიტყვა ფეთქავდა,
არც არა მის ქვეშ აღმოჩნდა
რაც შავს აქცევდა თეთრადა.
მაშინღა მივხვდი მეწვია
მოულოდნელი თავზარი,
და კრედიტისკენ მიმავალს
გზაში წამართვა საგზალი.
მეორე დილა გათენდა,
ღამით კოშმარებს ვხედავდი,
წიგნის ავტორი მომდევდა
გაქცევას ვერა ვბედავდი.
რაღაცას მსაყვედურობდა,
სიტყვებს ზურგიდან მესროდა,
მას ჩემი ვერა გაეგო,
მე კი მისი არ, მესმოდა.
გამოსავალი ვეძიე
თუმც ვერ, დამადგა საშველი,
გადავფხიკე და წავაგე,
გამომიგზავნეთ მაშველი.   კითვის გაგრძელება...
შთა ჩვენი ტკივილია :დ :დ
სანამ დრო დაგვრჩა ვიცინოთ
ვიყოთ ყველანი ლაღები,
თორე შთას შუალედურზე
გულს დაგვაჩნდება დაღები.
რა ვუყოთ დრო რომ არ იცდის
მოგვიახლოვდა გამოცდა,
ქულების ნახვის შედეგად
წინაზეც ბევრი გაოცდა.
გუშინ შთას წიგნი ავიღე,
გულით მინდოდა წაკითხვა,
მაგრამ თვალს ბინდი გადმეკრა
აზრი გამიჩნდა წამით სხვა.
ფიქრმა შემიბყრო მაცდურმა
ოცნების კოშკი ამიგო,
მითხრა იოლ გზას გასწავლი
ცხვირი გვერდზე არ წაიღო.
მეც უმალ დავემორჩილე
წიგნი სხვა მხარეს გადავდე,
ჯგუფელს მივწერე- სად ჯდები,
ეს საიდუმლოდ გამანდე.
მეც იქვე მოვკალათდები
ხელს არ შეგიშლი არაფრით,
დიდ სამსახურსაც გამიწევ
პასუხს თუ მომწერ ბარათით.
ორიოდ წუთი გავიდა
არ დააყოვნა ტექსტურმა,
მითხრა -როგორც ჩანს წუხელის
ცუდი სიზმარი გესტუმრა.
მე კი გეტყვი, რომ ეგ არ ქნა
ამ დროს არ მიყვარს გარისკვა,
ზურგით დაჯექი ჩემგან შორს
და არ გაბედო რამის თქმა,
რჩევასაც მოგცემ მეგობრულს
ღია დატოვე კარები,
თორემ ვფიცავ ვერ გამასწრებ
მართლაც ტუ მომეკარები.
რაღას ვეტყოდი გავჩუმდი
ნისლი ჩამოწვა მახლობლად,
დიუი ჩვენი „ბრატია“
უზნას რა ვუთხრათ თანხმობად?!
ამ კითხვას პასუხს თუ გავცემთ
უკვე გვექნება სათქმელი,
სტუდენტს უნათებს ცხოვრებას
კრედიტი, როგოგორც სანთელი   კითვის გაგრძელება...
*** მარტის თვეს მოყოლილი ***

March 12, 2015 at 7:02pm

გაზაფხულს შემოეგება , ობლად რჩენილი მარტი
გარემოებას კვლავ შვენის , მინდვრად - მოსული "ვარდი"
მარადჟამს შემორჩენია , შეულახავის შარმი,
სარკმელზედ მისად შემყურე , არაფრის მრჩება დარდი...   კითვის გაგრძელება...
*** კიდევაც გამოიდარებს ***
*** კიდევაც გამოიდარებს ^_^ ***

თებერვლის დღეებს გაჰყვება, გრძნობა–მრავლისა მთქმელი
უმისამართოდ დარჩება, ყოფიერების მსხვრეპლი
ოცნებას გულუხვ შეავსებს, მრავალ–ათასი ფერით...
ღმერთო გთხოვ მშვიდად მიმყოფე, – *იგი* სიზმარი ჩემი ^_^   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა