ლექსები » გვერდი 429 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…   კითვის გაგრძელება...
მე შენ გიღალატებ ცოლთან
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...


ავტორი: ნუკრი ბერეთელი   კითვის გაგრძელება...
ცა მეტი
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები   კითვის გაგრძელება...
დედა მაპატიებს
შენ და საკუთარ თავს ერთად დაგცილდებით,
ცაზე დაგიტოვებ წითელ ნაფეხურებს...
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით,
წუხელ ტკივილიან სიზმრად გავეხურე.


ავტორი: ნუკრი ბერეთელი   კითვის გაგრძელება...
Silence
გულაღმა წოლას და ფიქრს მივეჩვიე.
ან ფანჯარასთან ვდგავარ ხოლმე და ქუჩაში ვიყურები,
თუ, რა თქმა უნდა, ქალაქში არ დავბოდიალობ.



ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი   კითვის გაგრძელება...
არ დამიჯერო
არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!
როგორ იხსნება ყველა სარკმელი
და სული როგორ მღერის ალილოს.   კითვის გაგრძელება...
მე ისევ მოვალ....!!!
დავცქერი სურათს ჩაფიქრებული,
მღერვალებისგან კანკალებს ხელი,
წარსულ სიყვარულს იხსენებს გული,
ვიცი არ მოხვალ , მეც აღარ გელი...
გადაიქროლა უცებ ცხოვრებამ
ჩაბარდა წარსულს ტკბილი წამები
დატოვეს წლებმა მხოლოდ ოცნება
ვიწვი მარტოკა უხმო წვალებით.   კითვის გაგრძელება...
ზღვარს გადავედი იდიოტისფერ შეშლილის გზებით
ზრვარს გადავედი იდიოტისფერ შეშლილის გზებით,
მელანქოლია მთვარის ცულით სულს მიფატრავს,
უპერსპექტივო მღვრიე სული მოწყინდა სხეულს
და მარტოობა ცის ქვეშეთში საფლავს მიხატავს...
უნუგეშობა გადაგვარდა...თითქოს ბრაზია
პოეზიაში ერთადერთი წერის აზრია.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა