ლექსები სიყვარულზე » გვერდი 7 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
ლევან კაპანაძე - მიყვარს......
მიყვარს თოვლი ფაფუკი
ფანტელები ხალასი
ღვინო ცოლიკაური
და ალერსი ქალასი   კითვის გაგრძელება...
ლევან კაპანაძე - ოცნებები
მინდა წვიმად მოვიდე
შენს წამწამებს დავებნე,
თოვლის ფიფქად მაქცია
შენს ტუჩებზე დავეცე,   კითვის გაგრძელება...
ლევან კაპანაძე - ყვავილების თოვა....
ყვავილების თოვით თოვდა
ციდან გვირილები ხტოდა
მათი ნახვის სიხარულით
ბაღში ყოჩი-ვარდა კრთოდა,   კითვის გაგრძელება...
ლევან კაპანაძე - შენ მარტოობა....
შენ მარტოობა გარგუნა ბედმა
მე კი ტრფიალი შორის ქვეყნიდან,
მაგ სილამაზეს შენატრის ბევრი
მზესაც უხმობენ შენთვის ზეციდან;

შენი ღიმილი მაგონებს ვარდის-
აყვავილებას მაისის თვეში,
წამოდი ქალავ წავიდეთ ერთად
დავიდოთ ბინა ოცნების ზვრებში;   კითვის გაგრძელება...
ლევან კაპანაძე - მე თუ დავლევ.....
მე თუ დავლევ
განა ღვინო მეძალება,
ეს სიმთვრალე შფოთიანი
თანდითანა მეპარება;

ჭიქა ღვინო მადლიანი
შენს ხატებად მეზმანება,
ერთსაც შევსვავ სადღეგრძელოს
სულ ეგ თვალნი მელანდება;   კითვის გაგრძელება...
გიჟური წვიმა (ტრიოლეტი)
მიყვარს გაზაფხულის გიჟური წვიმა   კითვის გაგრძელება...
მცივა
მცივა..
მე უფრო სხეულის შიგნით მცივა,
ნაცნობმა ქარმა მიმოფანტა გარშემო წვიმა,
მოგონებებში დამწყვდეული გრძნობები მტკივა,
მცივა...
მე უფრო სხეულის შიგნით მცივა,
ო,როგორ მინდა,გავამსხვრიო ფანჯრების მინა
და მთელი გრძნობით მომეფეროს ტანჯული წვიმა !
მცივა...
მე უფრო სხეულის შიგნით მცივა,
ნაცნობმა ქარმა მიმოფანტა გარშემო წვიმა.   კითვის გაგრძელება...
მინდა რომ ყველა დილას გეფერო
<3 <3 <3 <3 <3
ამომავალ მზეს გადარე დილას,
შუადღეს ვარდებს რომ ეფერება,
დაისს კი მისას ქვეყნად არ ვიცი,
სხვა სილამაზე რა შეედრება.   კითვის გაგრძელება...
სიყვარული დაუფასებლად
ალბათ სიტყვები "არაუშავს " , "როგორც ყოველთვის".
მინდა გითხრა , რომ "არცთუ ისე არაფერია".
სენს უკურნებელს ნუ შეირგებ შენ სამოთხეო
ეს ხომ არც ისე მაგრამ ცოტა დასაშვებია .   კითვის გაგრძელება...
სიყვარული მარტში...
მარტის ცივ ამინდში გაგიცანი,
გრძნობებს გიმალავდა მკაცრი ქცევა,
ჩემდაუნებურად დავიმორცხვე,
ჩუმად გაგაყოლე ნაზი მზერა ...

ფიქრებს ის წუთები შეუყვარდათ,
უკვე მერამდენედ გაგიხსენე,
ვიცი,მეტისმეტად ტკბილი ხარ და
სწორედ ამიტომაც დაგიჩემებ !

ავტორი_ნანა სადღობელაშვილი   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა