ლექსები სამშობლოზე » გვერდი 12 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
სათიბში
უდაბურისკენ მიმავალ გზაზე,
როცა კალოკარს ცოტა გაცდები,
გგონია მხრებით ცის გუმბათს აწევ,
გოლიათივით მზისკენ მაღლდები...

ავტორი: ბადრი სულაძე.   კითვის გაგრძელება...
Nikoloz Baratashvili - Bedi Qartlisa / ნიკოლოზ ბარათაშვილი - ბედი ქართლისა
ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავი პოემა "ბედი ქართლისა" რომლის განხილვარ და თვით პოემას იხილავთ სრულად ....   კითვის გაგრძელება...
Samshoblo / სამშობლო
დადექით ერთად სამშობლოს ჭერქვეშ.
არ მისცეთ უფლება ვაზი რომ გაჩეხოს.
შეწყვიტედ ცხოვრება წარსულის ფეხქვეშ.
ხალხმა მომავალს იმედით გახედოს.

სისხლს ნუ დაზოგავთ ქვეყნისთვის დაღვრილს,
ურჯულო მტრებს აქვთ იერი ლაჩრის.
უკან დახევა არავინ გაბედოს,
მამულს დავიცავთ მომავლისათვის.

ჩვენ ყველამ ერთად გავხედოთ ჰორიზონტს,
ჰორიზონტს გავხედოთ, მტრის ლაშქრით ფენილს,
უკან დახევა არავინ გაბედოს,
შეხედეთ მიწას ჩვენ სისხლით ფერილს.

და დღეს მომეცა ბედნიერება
სამშობლოსათვის გმირულად მოვკვდე,
თვალწინ მამულის მშვენიერება,
მინდა იმ ქვეყნად ისევ აქ მოვხვდე.   კითვის გაგრძელება...
Lado Asatiani - Krwanisis Yayachoebi (samasi aragvelis xsovnas) / ლადო ასათიანი– კრწანისის ყაყაჩოები(სამასი არაგველის ხსოვნას)
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

1940 წ   კითვის გაგრძელება...
Leqsebi Dedaenaze / ლექსები დედაენაზე
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა !   კითვის გაგრძელება...
Leqsi Qartul Enaze / ლექსი ქართულ ენაზე
ლადო ასათიანის უკვდავი ლექსი "ქართულ ენაზე"


საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! ...   კითვის გაგრძელება...
Bardnala / ბარდნალა
ლადო ასათიანის ლექსი მის მშობლიურ სოფელზე , სადაც ის გაიზარდა , ბარდნალა იყო მისი დედულეთი და ამ სოფელთან ლადო ასათიანს ბავშვობის ტკბილი მოგონებები აკავშირებს, ამიტომ მიუძღვნა ეს ლექსი.


რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი. .....   კითვის გაგრძელება...
Saqartveloshi Ibadebodnen / საქართველოში იბადებოდნენ
ლადო ასათიანის უკვდავი ლექსი " საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე"....

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.................   კითვის გაგრძელება...
Murman Lebanidze - sisxlisferi Yayachos wveti / მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!   კითვის გაგრძელება...
Leqsi Imeretze / ლექსი იმერეთზე
ძალიან კარგი ლექსი საქართველოს ულამაზეს კუთხეებზე , იმერეთზე , სამეგრელოზე , გურიაზე , ქარლთ-კახეთზე , მესხეთ-ჯავახეთზე

მიწავ ჩემო


შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვაროლო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ - კახეთო,
მესხეთ - ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა