ლექსები მონატრებაზე » გვერდი 4 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!-გიორგი ქადაგიძე
...ხან მიკოცნიან ღაწვებს ფიფქები
გული კი შენს თავს არავის თმობს
გადაწყდა! დღესვე შენთან ვიქნები
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

მთის ქარაფიდან გადავვარდები
ფიფქებად მოვალ შენ,რომ დაგათოვს
და შენც მაშინვე შეგიყვარდები,
ჩემი სურნელი ისე დაგათრობს...
...   კითვის გაგრძელება...
სიყვარულის ახსნა
სიყვარულს გიხსნი უკვე წლებია,
მაგრამ ვერაფრით გავცდი, ვიცი სიჩუმეს,
როგორ შევჰბედო მაისს მრცხვენია,
თან ეს ლექსიც გაუყვა ორღობეს.   კითვის გაგრძელება...
მოდი / modi
წვიმა როგორ მოვა – ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი – ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს – დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად
გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა.
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი,
ჩამეხუტე.   კითვის გაგრძელება...
menatrebi
ვიხსენებ წუთებს შენთან გატარებულს
ვიხსენებ იმ წამს როცა დაგინახე
ვიხსენებ ჩახუტებას ვიხსენებ მოფერებას
ვიხსენებ ყველაფერს რაც შენთან მაკავშირებს   კითვის გაგრძელება...
უსათაუროდ :(
ისევ შუაღამით კვლავაც გამეღვიძა,
ჩემზე ვინ იტყვის რომ რა აქვს სადარდელი,
ისევ ფიქრები წამში ამერია შენზე,
ოცნებებს რომ ვეღარ გავუძელი.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა