ლექსები მონატრებაზე » გვერდი 3 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
ლევან კაპანაძე - ის იდგა მარტო...
ის იდგა მარტო
ქუჩაში ღამით,
გასცქერდა სივრცეს   კითვის გაგრძელება...
ლევან კაპანაძე - ოცნებები
მინდა წვიმად მოვიდე
შენს წამწამებს დავებნე,
თოვლის ფიფქად მაქცია
შენს ტუჩებზე დავეცე,   კითვის გაგრძელება...
ლევან კაპანაძე - შენ მარტოობა....
შენ მარტოობა გარგუნა ბედმა
მე კი ტრფიალი შორის ქვეყნიდან,
მაგ სილამაზეს შენატრის ბევრი
მზესაც უხმობენ შენთვის ზეციდან;

შენი ღიმილი მაგონებს ვარდის-
აყვავილებას მაისის თვეში,
წამოდი ქალავ წავიდეთ ერთად
დავიდოთ ბინა ოცნების ზვრებში;   კითვის გაგრძელება...
მცივა
მცივა..
მე უფრო სხეულის შიგნით მცივა,
ნაცნობმა ქარმა მიმოფანტა გარშემო წვიმა,
მოგონებებში დამწყვდეული გრძნობები მტკივა,
მცივა...
მე უფრო სხეულის შიგნით მცივა,
ო,როგორ მინდა,გავამსხვრიო ფანჯრების მინა
და მთელი გრძნობით მომეფეროს ტანჯული წვიმა !
მცივა...
მე უფრო სხეულის შიგნით მცივა,
ნაცნობმა ქარმა მიმოფანტა გარშემო წვიმა.   კითვის გაგრძელება...
ზღვის ნაპირზე
სული სულში.
ცაზე მთვარე.
სულ ზღვები შემოვიარე...
ღიმილი , რომ ვერ ვიპოვე
სხვასაც , რომ ვერ დავაბარე,
დავიღალე , ჩამოვჯექი
იქნებ დავისვენო მეთქი.
ჩავიხედე სულით სულში
შვება ვპოვე მარტოსულში.
ისევ შიში , თეთრი შიში
ეჭვი შეგაქვს , მაგრამ ვისში!?
ისევ დამესიზმრე ძილში:
მიღიმოდი და იდექი მუხის ძირშო   კითვის გაგრძელება...
სიყვარული მარტში...
მარტის ცივ ამინდში გაგიცანი,
გრძნობებს გიმალავდა მკაცრი ქცევა,
ჩემდაუნებურად დავიმორცხვე,
ჩუმად გაგაყოლე ნაზი მზერა ...

ფიქრებს ის წუთები შეუყვარდათ,
უკვე მერამდენედ გაგიხსენე,
ვიცი,მეტისმეტად ტკბილი ხარ და
სწორედ ამიტომაც დაგიჩემებ !

ავტორი_ნანა სადღობელაშვილი   კითვის გაგრძელება...
მოლოდინი ...
ზამთრის სიცივეში გარინდული,
ფიქრში ამყოლია სუნთქვა,
ბუხრის პირას ვდგავარ გახიდული
მარტო,ჩემთვის უნუგეშოდ ვწუხვარ.

ვიცი ისევ მოვა გაზაფხული,
ისევ ისე აირევა ფერი ,
როგორ მიყვარს ეს ფერები გაფანტული,
შენ სილუეტს ამ ფერებში ველი...

თითქოს აქ ხარ,გრძნობა მააქვს მორეული,
სანატრელი არ გამიხდეს თოვა,
მთელი სამყარო მაქვს არეული,
დალაგდება თუ ოდესმე მოხვალ !   კითვის გაგრძელება...
ბოლო წამები
იხსენებს თავის ბავშობას,
ატყობს ნელნელა ქვრება
ცაესმის მამის ძახილი
დედის ლოცვა და ქება.   კითვის გაგრძელება...
ატმის ხე
ატმის ხე ხარობს... აყვავილდა...
მის ძირში ჩაფლულ ოცნებებს კი ისევ სძინავთ...   კითვის გაგრძელება...
რაღაც არამქვეყნიური
ო,როგორ მხიბლავს შენი თვალები
ცრემლით ნაბანი და ნამთვრალები,
მიყვარს მზერაში სინაზე ფერთა
და შენს თვალებში გრძნობების შერთვა


მათში ელვარებს სხივი დაისის,
როგორც მთის თეთრი ედელვაისი
შენს თვალებზე,რომ ცრემლი ბრწყინდება
მათი ყურება მე არ მწყინდება... ...   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა