მენატრები


მენატრები
სურათი
< 1 / 1 >

მიტევებული ცოდვებივით
ცვივა ფიფქები,
ხელებს ვახვედრებ სისპეტაკეს,
ცა რომ იმეტებს,
ზამთრის წისქვილში,მარცვალ-მარცვალ
ნელა ვიფქვები,
და მარტოობის ნაღვერდალში
ვაცხობ იმედებს.
თოვლზე კვალია ალერსისგან
დაღლილ ნაბადის,
ქარებშებმული ჩამოივლის
ღამის მარხილი,
გარეთ თოვაში,უპატრონო
ძაღლივით დადის
გზააბნეული მონატრების
ჩუმი ძახილი.
ფიქრი ჭრიჭინებს,ნამალევი,
სადღაც ერდოზე,
სული, ქარბუქში აწყვეტილი
თეთრი ცხენია,
მე კი დავდივარ,
უმადურ კვალს ვტოვებ
თეთრ თოვლზე
და ბეღურების ერთგულების
მშურს და მრცხვენია.
შეჭირხლულ სიტყვებს
მოლოდინის საკმეველს ვუკმევ,
თეთრი ნამქერი ბებერ მიწას
ნაკვთებს ურბილებს,
გეძებ და სული მარჯვობს,თორემ
სხეული უკვე,
ჩამოძონძილი ჩოხასავით
შერჩათ სურვილებს.
ვიცი ზამთარი არ წავა და
არ მომეშვება,
დაღლილი გულიც უშენობას
ძვირად დამიჯენს,
ღმერთო!_მთვრალი ვარ უსაშველოდ,
როგორ მეშლება ახლა ფეხი და
ვეღარ ვმწყემსავ
აშლილ ნაბიჯებს.

.
გადმოწერა
მსგავსი სიახლეები
კომენტარების დამატება

სახელი:*
E-Mail:
კომენტარი:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: *
Leqsebi Dedaenaze / ლექსები დედაენაზე

Leqsebi Dedaenaze /

ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! - იმოდენაა !

სრულად...
Dabadebis Dgis Misaloci Leqsebi / დაბადების დღის მისალოცი ლექსები

Dabadebis Dgis Misaloci

დაბადების დღის მილოცვა გადაწყვიტეთ და არ იცით ზუსტად რომელი ლექსი

სრულად...
Leqsebi 3 Martze - Dedaze / ლექსები 3 მარტზე- დედაზე

Leqsebi 3 Martze -

დედის დღის მისალოცი და ასევე სხვადასხვა შინაარსის ლექსი დედაზე...

სრულად...
ANGELINA JOLIE

ANGELINA JOLIE

ცნობილი მსახიობი, ანჯელინა ჯოლი მწვავე დეპრესიით იტანჯება. ამის

სრულად...
Qurduli Gamocanebi /ქურდული გამოცანები

Qurduli Gamocanebi

ყველასათის ცნობილი წურო თინთილავას ქურდული გამოცანები >>> ბევრს

სრულად...
daujerebeli istoria /დაუჯერებელი ისტორია

daujerebeli istoria

ესპანეთში ერთ-ერთ მყუდრო დაბაში, ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი

სრულად...
getamashebi.com
გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?

Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით