ლექსები დედაზე » გვერდი 6 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
მღუპავს სიყვარული დედა!
წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,   კითვის გაგრძელება...

***

***
გონება მიხდილ ბურუსის მტვერში
უმოწყალობამ ჩაძირა სევდა
დარწეულ აკვანს დედის ამბორის
აგერ წელია აღარ აქვს ძალა   კითვის გაგრძელება...
საკუთარი ლექსებიდან
თითქოს დარდი ჩემი სულის ნაწილია,
გამოვთვრები იქნებ აღარ გავახსენდე
ეს სიცოცხლე ჩემით რომ არ გიხარია,
გული მტკივა რა იქნება დამასვენე
ყველა დედა გულში იკრავს თავის პირმშოს,
რა შევცოდე ამისთანა მე უფალო?
თუ სასჯელად მომავლინე ქვეყანაზე
რაღაც გავჩნდი მიპასუხე ქალბატონო..   კითვის გაგრძელება...
დედას
ბალიში ფეთქავს შენი ცრემლებით , აღარ სურს შენთან.
მწუხარება და უშრობი ცრემლი ჩემი ბრალია.
შენი პატარა გაიზარდა, აღარ ვართ ერთად.
და განშორების სიმძიმილი გტკივა ძალიან.

როცა სიზმარი შემაშინებს შენთან მინდება,
რომ ლამაზ მკერდზე ვიმოძრაო ლაღი ბავშვივით.
მე ვერც კი ვხვდები მოფრთხილება როგორ გჭირდება.
და უსინდისოდ გულის ტკენას სულაც არ ვჩივი.

შენი თვალების მშვიდი ალერსით ფერება მიყვარს.
და უშენობის ტყვია ქარებმა ვგრძნობ დამაფეთა.
მე ვევედრები, შენი სულივით მშვენიერ მირკანს :
"თუ სინანული გულმა არ იგრძნო იქცეს ნაფლეთად.... "   კითვის გაგრძელება...
"შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს,
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს,
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში,
მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი,
შენ მიხუტებდი უმალვე გულში   კითვის გაგრძელება...
დათო ლაგაზაშვილი / lagazashvili - დედას
მე ჩემი დედიკონა მიყვარს ყველაზე მეტად :))) <3 ამ ლექსით დაგემშვიდობებით ცოტახნით
შენიშვნისთვის მომმართეთ : Dato Lagazashvili (Невероятный)   კითვის გაგრძელება...
ლექსი
მე დავიწყე სიარული,
მე დავიწყე სიყვარული,
მე დავიწყე ეს ცხოვრება სინანულით,
მე დავიწყე საუბარი,
იყო სიტყვა დედა,
უყვარხარ გულს,
უყვარხარ სულს,
შენხარ ტკბილი
ნეტარება,
მე როდესაც დავიბადე,
იყო სიტყვა დედა!
შენმასწავლე წერა კითხვა,
შენ მასწავლე ფრენა,
სიხარულმა სიყვარულმა,
გაგახარა ჩემმა,
მიყვარხარ და მეყვარები
შენ ხარ ჩემი დედა!   კითვის გაგრძელება...
Deda / დედა
დედა-ეს არის ის პიროვნება,
რომელოც ცხრა თვე მუცლით გვატარებს
დაბადებიდან აკვანში გვარწევს ,
და იავნანას გვიმღერის მუდამ...
გასწავლის როგორ უნდა იარო,
როგორ თქვა დედა,როგორ თქვა მამა
გამშვიდებს მაშინ როდესაც ტირი,
გიხვევს ეზოში ნატკენ იარებს...
როცა ვიზრდებით, ვიხსენებთ ამას
გვინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები,
ჩავეხუტებით, გულში ჩავიკრავთ
და ვიგრძნობთ სითბოს, მის დიდ სიყვარულს...
კვლავ გავა წლები
ჩვენ თვალს გავახელთ,
ვერ ვიგრძნობთ სითბოს, წარსულ სიყვარულს
მიმოიხედავ შენ აქეთ-იქით
და დაინახავ შავები ჩაცმულს...
ეს შენ ხარ, გლოვობ საყვარელ დედას
გინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები,
ტკბილად ნამღერი იავ-ნანა და
თბილი აკვანი, მისი ხელები...   კითვის გაგრძელება...
Leqsi Dedas
ეჰ ,გადის ცხოვრება!
წუთები ,წამები ცოტათი კარგიც
უშენოთ დამგლელიც
ცხოვრების ბოლო სულ ყველგან ერთია,
ცივი სამარე და მაღლა ღმერთია.
არმინდა ცხოვრება უშენოთ გავიდეს!
წამები წუთები და წლებიც გაფრინდეს
ფიქრობ შევმცდარვარ რომ შენთან მინდა?
უშენოთ ჰაერიც არარის წმინდა.   კითვის გაგრძელება...
deda
შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.

გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.

გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.

შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი
ლოცვით ირჩენდი გულის იარებს
წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი
სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ?

დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო,
ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი.
ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე
უკანასკნელი, მძიმე ტკივილი.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა