x

კახაბერ ჭიჭინაძე - ჩემი ნატვრა!

კახაბერ ჭიჭინაძე - ჩემი ნატვრა!
poster
< 1 / 1 >

სულ რომ სხვაზე ლოცულობ,
სულ რომ ითხოვ საერთოს,
სულ ქვეყანას მავედრი,
სულ მავედრი საეროს

იქნებ შენთვის გენატრა
არ გაქვს გულში ოცნება?
გამიმხილე იდუმალ
რა გწადია კელაპტრად.

სანატრელი მართლაც მაქვს,
მაქვს ოცნება რჩეული,
მინდა ფარნავაზ მეფის
ფეხთან ვიყო წვეული,
რომ მეც გავხდე ანბანის
დაბადების ზიარი
სიხარული შევიცნო
დარდსა მუდამ ჩვეული,

ანდა ხოხობი ვიყო,
გულში ისრით დაჭრილი,
ვახტანგ მეფის ხელიდან
ლარ მოჭიმვით ნასროლი
თბილისისთვის პირველი
სიყვარულით დამწვარი
მისი დაარსებისთვის
ჩემი გულის დამთმობი.

ანდა ვიყო დოდგორზე,
ბრძოლის ჩავწვდე ყიჟინას,
გამარჯვების სიხარულს
ვეზიარო მე დიდ ხანს,
ერთობით და ლაზათით,
დავამღეროთ ოროლო
მერე ვაზი ჩავყაროთ
და დავლოცოთ ცის ბოლო.

მინდა ვიყო ოცდაერთს
იუნკერთა ბანაკში,
თბილისის დასაცავად
კოჯორ-ტაბახმელაში
მათვის წითელი ტყვიის
ჩემი მკერდით დამჭერი
პირტიტველა ბიჭების
სახლში მშვიდად გამშვები.

სათხოვარი მართლაც მაქვს
მართლაც ბევრი მდომია,
გალაქტიონს სასთუმალს,
მეც რომ ვეჯდე ბოლო ჟამს

მის ფანჯარას დავადო
დიდი ოქროს კლიტენი,
ვარდისფერ გზას ვაშორო
ვუთხრა გენიოსების

დავუყვავო, ვეფერო,
ვათქმევინო ლექსები,
მერე შევსვათ ჩვენ ღვინო
საქართველოს დიდების,

მერე გული მოვულბო
ვიცი მისი ტკივილის
კვლავ დაწეროს ლექსები
სულის, დარდის კივილის.

ეჰ, ხომ ხედავ რამდენი
სათხოვარი მქონია
ისევ ერთს შეგავედრებ,
ერთზე ლოცვა მდომია.

/კახაბერ ჭიჭინაძე/


დაამატე კომენტარი
სახელი:*
E-Mail:
კომენტარი:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: *
Revaz inanishvili - Lamazi Cremlebi / რევაზ ინანიშვილი - ლამაზი ცრემლები

Revaz inanishvili -

მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი

სრულად...
ჩემს სამყაროს შენი ფერი აქვს (დასასრული)

ჩემს სამყაროს შენი ფერი

–უკვე წავიდეთ? მე თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დავუქნიე და

სრულად...
დიდი თეთრი ველი

დიდი თეთრი ველი

დიდი თეთრი ველი (ისტორიული ნოველა) თეთრი ხე

სრულად...
Dabadebis Dgis Misaloci Leqsebi / დაბადების დღის მისალოცი ლექსები

Dabadebis Dgis Misaloci

დაბადების დღის მილოცვა გადაწყვიტეთ და არ იცით ზუსტად რომელი

სრულად...
Leqsebi Dedaenaze / ლექსები დედაენაზე

Leqsebi Dedaenaze /

ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! -

სრულად...
Leqsebi 3 Martze - Dedaze / ლექსები 3 მარტზე- დედაზე

Leqsebi 3 Martze -

დედის დღის მისალოცი და ასევე სხვადასხვა შინაარსის ლექსი

სრულად...
ANGELINA JOLIE

ANGELINA JOLIE

ცნობილი მსახიობი, ანჯელინა ჯოლი მწვავე დეპრესიით იტანჯება. ამის

სრულად...
Qurduli Gamocanebi /ქურდული გამოცანები

Qurduli Gamocanebi

ყველასათის ცნობილი წურო თინთილავას ქურდული გამოცანები >>>

სრულად...
daujerebeli istoria /დაუჯერებელი ისტორია

daujerebeli istoria

ესპანეთში ერთ-ერთ მყუდრო დაბაში, ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. პატარა,

სრულად...
memento.ge
ტოპ 5 სიახლე
სიყვარული და გრძნობა (ნაწილი 3)

სიყვარული და გრძნობა (ნაწილი 3)

20-07-2014, 19:03
ოცნებების ღამე (11-დასასრული)

ოცნებების ღამე (11-დასასრული)

10-07-2014, 02:13
სიყვარული თუ დანაშაული ?! 3

სიყვარული თუ დანაშაული ?! 3

14-07-2014, 01:13
მაიამი  (8)

მაიამი (8)

16-07-2014, 12:11
მაიამი (5)

მაიამი (5)

14-07-2014, 19:15

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა