x

მარტოსული - martosuli

მარტოსული - martosuli

მე მარტოსული ნაძვივით ვდგავარ ქვიანზე,
წიწვებად მცვივა სურვილები მწვანე ბაღიდან,
ეს ჭირისუფლის სამგლოვიარო ზარის რეკვას გავს,
გამოცხადებულს ანგელოზთა თეთრი სახიდან.

მარტო როგორც ქვის ნატეხი,
ვქარგავ დარაზულ ჩარჩოებს წყვდიადში,
არყის წვეთივით დამათრობელ ამბორს მოველი,
გააფთრებული არტერია მოსჩანს ცივ კანში.

ნაბიჯებივით ამერია მიზნები გარშემო,
სისხლის წვეთები აწვებიან სხეულს ფიქრიანს,
დანაშაული ჩემი შენდამი მხოლოდ ის არის,
რომ სიყვარულზე მეტად სიძულვილი არ შემიძლია.

მოვწყდები წამებს, გავალ დროიდან,
დედამიწაზე კვალს არ დავტოვებ ჩემი ლანდების,
ოღონდ ვიცოდე, რომ ჩემზე ფიქრი ძილშიც ჩაგყვება,
თუნდაც სიზმარში ერთხელ მაინც შეგიყვარდები.

მე მარტოსული ნაძვივით ვდგავარ ქვიანზე,
მაგრამ არა მაქვს საყრდენი ფესვი,
რომლითაც მიწას შევუხორცდები,

თუ ცაზე გაჩნდა მკვეთრი ხაზები,
და სრულყოფილი დავტოვებ მიწას,
ვარსკვლავთა ჯოგებს შევუერთდები.

გადავივიწყებ ხორციელ ფურცლებს,
ცეცხლში ჩავაგდებ ყალბ აზრთა გროვას,
ზეცის კიდეზე ვიპოვი შვებას,
გულს დავავიწყებ ვარამს და გლოვას.

კი გათენდა, თვალცრემლიანმა დაგვტოვა მთვარემ,
მაგრამ ფანჯრებთან ისევ ლოდია,
ისევ სევდაა, ისევ ნისლია,
დანაშაული ჩემი შენდამი მხოლოდ ის არის,
რომ სიყვარულზე მეტად სიძულვილი არ შემიძლია.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა