ისტორიები » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x
ავსტრიელი გოგონა
ეს ისტორია დაყრდნობილია რეალურ ფაქტებსა და ჩემს ფანტაზიაზე,ეს არის უბრალოდ სიყვარულის ისტორია, და არანაირი კავშირი არ აქვს ნაციზმთან.   კითვის გაგრძელება...
ნინა გიორგაძე
-ნინა, ასეთი დაძაბული რატომ ხარ ? ცოტა,მოეშვი !
- თქვენ მანდ რამდენს ჭორაობთ, ლამისაა მუსიკის ხმა დაფაროთ თქვენი ჭორაობით.
ბრძანებებს გასცემდა ბალეტის უნიჭიერესი და განუმეორებელი ქალღმერთი,რომელიც მასწავლებლად მუშაობს მრავალია წელია.   კითვის გაგრძელება...
7 სართული ღრუბლებამდე
- თუ არ ხართ დაინტერესებული კარგად ბრძანდებოდეთ! - გავუღიმე დაფარული ბრაზით და შეტრიალება დავაპირე. - ,,ჯიელი'' ისედაც მამაჩემისაა. მე შენით ვარ დაინტერესებული როგორც უკვე გითხარი! შენთან დაწოლა მინდა. მომხმარებელთან უხეშობა რომ არ შეიძლება ამას პირველ რიგში ასწავლიან ჩვენთან! თუ ჩემთან არ დაწვები, დათხოვილი ხარ! - ვერ გავიგე... - თავზარი დამეცა და ნახევარწუთიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოვიღე. - სამსახურიდან თავისუფალი ხარ-თქო რა ვერ გაიგე? - ირონიულად გამიღიმა ბიჭმა და ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა.   კითვის გაგრძელება...
დაუნდობელი (სრულად)
მხოლოდ ორი კვირაა რაც ამ ჯოჯოხეთში დაიწყო მუშაობა,და უკვე ჰგონია,რომ დედამიწის ზურგზე ჯოჯოხეთი აღმოაჩინა.ბავშვობიდან სძულს ძალადობა და მოძალადე ადამიანი,ახლა კი გაჭირვებამ აიძულა,რომ თავად გამხდარიყო ყოველივე ამის ყოველდღიური მაყურებელი.ბრძოლა წესების გარეშე,ეს ის   კითვის გაგრძელება...
ქუჩებში ვეძებ საახეებს...    განსხვავებულს ერთმანეთისგან...
სულში დაგშრეტიათ სიკეთე და ვენებს ბოროტება გიფიტავტთ
თვალებს ლიბრი გაქვთ გადაკრული და სხვისი ტანჯვა გიზიდავთ...   კითვის გაგრძელება...
პატარა მაწანწალა (3) დედინაცვალი
_ ჰო, მეც ასეთი ტყუილი მითხრა. ერთი ისიც ჰკითხე, ჯეიმს, აქამდე სად
დაეხეტებოდა ან წინსაფარზე ცხიმის ლაქები რატომ აჩნია?
წინსაფარზე იმ მსუყე ღვეზელის ლაქები მართლა მაჩნდა, მისის ბერკის
მოცემული პენნახევრით რომ ვიყიდე.
_ უჰ, შე გაიძვერა, ქურდო! _ დამიღრიალა მამაჩემმა. _ ფული მომპარე და
დახარჯე კიდეც?!
_ ჰო, ჯეიმს, გირჩევ, ერთი კარგად გაწკეპლო. _ თქვა იმ ცბიერმა ქალმა.
მამაჩემი სქელი ტყავის ქამრით მანამდე მცემდა, სანამ სისხლმა არ გამოჟო-
ნა, ისიც იქვე იდგა. ვუყვებოდი ამ ფულის ამბავს, მაგრამ მამა ყურს არ მიგდებ-
და და მანამდე მცემდა, ვიდრე ხელი არ დაეღალა. შემდეგ ერთ ბნელ ოთახში
შემაგდეს და დაღამებამდე იქ დამტოვეს. ჩემმა დედინაცვალმა რაღაც მოიმი-
ზეზა, ოთახში შემობრუნდა და მამაჩემის გასაგონად ხმამაღლა ბრძანა:
_ ყმაწვილო, იმედია, ახლა მაინც ისწავლი ჭკუას. იცოდე, არ დაგავიწყდეს,
ძილის წინ ღმერთს შენდობა შესთხოვე!
ო, რა საშინლად მძულდა მაშინ ჩემი დედინაცვალი! სიბრაზისაგან სის-
ხლიანი იარების ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი.
მამას ამ ცბიერი ქალისა ბრმად სჯეროდა. ჩემგან მოითხოვდა მშობელ დე-
დასავით მყვარებოდა. ერთ საღამოს მამამ შინ ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოიყ-
ვანა. ერთი ბოთლი რომის საყიდლად გამგზავნა. რომი რომ მოვიტანე, სტუ-
მარმა სასმისები შეავსო და მამაჩემისა და დედინაცვლის სადღეგრძელო შესვა.
ორივეს ბედნიერება უსურვა. მათი სადღეგრძელოები მე სრულებითაც არ მა-
ინტერესებდა. ჰოდა, ის იყო წასასვლელად მოვემზადე, რომ მამამ შემაჩერა.
_ ჯიმ, აქ მოდი, _ მითხრა მან. _ ხედავ, სკამზე ვინა ზის?
_ რა თქმა უნდა, ვხედავ. ჩემი დედინაცვალი მისის ბერკი, _ მივუგე მე.
_ დედინაცვლის დაძახება არ გაბედო. ის დედინაცვალი არ არის! _ დამიყ-
ვირა მამამ.
_ მაშ, ვინ არის?!
_ ვინა და, დედაა შენი, ჰოდა, ასეც უნდა დაუძახო! მშობელ დედასავით
უნდა გიყვარდეს. მიდი და ახლავე აკოცე.
მამაჩემის სიტყვებში მაინცდამაინც სამწუხარო არაფერი იყო, მაგრამ ეს
რომ მითხრა, მწარედ ავტირდი.
_ ერთი ჰკითხეთ ამ საძაგელს, რას იწირპლება? _ იყვირა მამამ.
_ თავი დაანებე, ჩემო კარგო, ძალიან ჯიუტი ბიჭია... თუმცა შენც კარგად
იცი, რა უვარგისია!
მე ტირილს ვუმატე, რადგან განსვენებული დედა ძალიან მიყვარდა და გუ-
ლი მტკიოდა, რომ ამ საზიზღარი ცბიერი ქალისთვის დედა უნდა დამეძახნა.
მამა გაბრაზდა და მაგიდაზე მუშტი დაჰკრა.
_ კმარა, ამ პატარა ბიჭს თავი დაანებეთ, _ თქვა სტუმარმა. _ რამდენი წლი-
საა, ჯეიმს? _ ჰკითხა მან მამას.
_ მეშვიდე წელშია.
_ ჰოო, მაშ ლუკმაპურის შოვნას მალე თვითონვე შეძლებს.   კითვის გაგრძელება...
ტოპ 5 სიახლე

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა