რაც ყველაზე მეტად მინდა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

რაც ყველაზე მეტად მინდა

რაც ყველაზე მეტად მინდა

რაც ყველაზე მეტად მინდა,
ოცნებად მაქვს ქცეული,
მინდა გული მოვირჩინო,
სიყვარულით სნეული.

შენი ჩახუტება მინდა,
სხვისგან გამორჩეული,
სიყვარულით სავსე სული,
ანგელოზის სხეული.

აღარ ძალმიძს ქვეყანაზე,
ყოფნა გზა აბნეული,
მე გიჟი ვარ გენაცვალე,
გიჟი, გადარეული.

მოიშორე ეს ღრუბლები,
გზები უშნოდ ხვეული,
აღარ მინდა მე უშენოდ
ვიყო თითქოს წყეული.

რაც ყველაზე მეტად მინდა,
ოცნებად მაქვს ქცეული,
თქვი, გაბედე, მიყვარხარო,
ჩემი გადარეული...

ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა