აქ სიყვარული მეფობს » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

აქ სიყვარული მეფობს

აქ სიყვარული მეფობს

ვგრძნობ მოახლოვდა ის დღე,
რომ ზეიმს იწყებს გული,
როგორც ზღაპრებში ხდება,
იმარჯვებს სიყვარული.

და შენს თვალებში ვნახავ,
გულიდან მოსულ სითბოს,
რომელიც ჩემგან მხოლოდ,
ლამაზ სიყვარულს ითხოვს.

აქ სიყვარული მეფობს,
გულს უხარიხარ იცი,
თვალებით ახსნილ გრძნობას,
აღარ სჭირდება ფიცი.

გული რომ ჩემკენ გიწევს,
აღარ თქვა ვხედავ, ვიცი,
მხოლოდ თქვი: ,,დიახ, დიახ,
მოგყვები სადაც იტყვი."


ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა