მე ხომ შენს მეტი არ მყვარებია » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მე ხომ შენს მეტი არ მყვარებია

მე ხომ შენს მეტი არ მყვარებია

თითქოსდა გუშინ ვიყავი ბავშვი,
დღეს კი ჭაღარა შემომრევია,
გუშინ რომ პეპლებს დავდევდი ბაღში,
დღეს პაემანზე მორცხვად მელიან.

რაც რომ წავიდა ვერ დაიბრუნებ,
უკვე გასული ძველი წლებია.
ტკბილსა და მწარეს ზოგს გაიხსენებ,
ბევრი მათგანი დაგვიწყებია.

რაც მუდამ მახსოვს, დავუვიწყარი,
შენი ღიმილი და თვალებია,
შენით ვისწავლე მე სიყვარული,
და სხვა შენს მეტი არც მყვარებია.


ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა