ისევ მომწყურდი-გიორგი ქადაგიძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ისევ მომწყურდი-გიორგი ქადაგიძე

ისევ მომწყურდი-გიორგი ქადაგიძე

ისევ მომწყურდი

მე სულ მთვრალი ვარ,შენი სურნელით მთვრალი
და შენი სახე სიზმრებშიც კი აჩრდილად მდევდა
ისევ მომწყურდა ეგ ტუჩები,ცოტათი მკრთალი
და ეგ თვალები სიღმეში,რომ მარხია სევდა

დავეხეტები,როგორც ლოთი ასე ეულად
სხვებში დაგეძებ და გულს ამით ვაშორებ ხავსებს
ტრფობის თრიაქმა მე მაქცია გადარეულად
ჩემ სულის ნაწილს შენს გარდა,ხომ ვერავინ ავსებს

ჰო,მე მთვრალი ვარ,შენი სურნელით მთვრალი
ჩამოვაფარე მე ცხოვრებას შავ-თეთრი ფარდა
და ამ ქუჩებში,ამდენ ხალხში ვერ ვნახე ქალი
ქალი,რომლის ხმაც ან სურნელი შენს თავს,რომ გავდა.

/ გიორგი ქადაგიძე /

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: ირინა- ხურციძე 16 ოქტომბერი 2016 15:57 | კომენტარები: 2 | სიახოლეები: 0
სიყვარული დარდია, არაამქვეყნიური,/ სიყვარული ვარდია, ეკლიანი რტოებით, /მის დაკრეფას თუ შეძლებ მიწას სცდები დროებით,/ თუ არა და იცხოვრებ მხოლოდ ამაოებით...

სიყვარული დარდია, არაამქვეყნიური,/ სიყვარული ვარდია, ეკლიანი რტოებით, /მის დაკრეფას თუ შეძლებ მიწას სცდები დროებით,/ თუ არა და იცხოვრებ მხოლოდ ამაოებით...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა