შემოდგომის გაელვება(იმ უცხო ქალს)-გიორგი ქადაგიძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შემოდგომის გაელვება(იმ უცხო ქალს)-გიორგი ქადაგიძე

შემოდგომის გაელვება(იმ უცხო ქალს)-გიორგი ქადაგიძე

შემოდგომის გაელვება
(იმ უცხო ქალს)
ისე წვიმს,ისე რომ პირქუში ჩამოაქვს თქეში
ზეცა დასტირის დედამიწას,დასტირის თითქოს
სარკმელთან ვზივარ და ვიხსენებ ღვინობის თვეში
ჩემს მეცხრამეტე შემოდგომას(კვლავ გული ითხოვს)

ვხეტიალობდი ძველ ქუჩებში(მაშინაც წვიმდა)
ზეცა ვარცხნიდა,ასველებდა თმააწეწილ ტყეს,
ვხეტიალობდი და ვფიქრობდი:ო,როგორ მინდა
ვინმე,რომ შემხვდეს მხიარული ამ სევდიან დღეს

ცარიელ ქუჩებს მივუყვები მარტოდ ეული,
ხალხი სოროში შეყუჟულა-წვიმის ბრალია
და უცებ შევკრთი,დავინახე ნისლში ხვეული
რაღაც ციაგობს,რაღაც ლანდი...-ოჰო,ქალია!

მოდის ქვითინით,არემარეს მთის სურნელს აფრქვევს
მის სილამაზეს ტირიფები თავებს უხრიან,
თავისი ცრემლი არ ჰყოფნია,წვიმასაც ართმევს
ხარტულ სახეზე საფირონებს დაუმწუხრია

წვიმა ასველებს და უძერწავს ნატიფ მკერდს,სავსეს
და ახარტულებს რიკულებით თეთრ კაბას ისევ
ისეთი ღრმაა ეს ტკვილი წვიმა ვერ ავსებს,
მხოლოდ დაფარვა შეუძლია ცრემლების მყისვე

სპეტაკ თვალებზე გადმოჩქეფილ ცრემლების ჩანჩქერს
ნაკადულებად უერთდება წვიმის წვეთები,
ქალი შეჩერდა,ათინათობს და მგონი ამჩნევს
მანაც შენიშნა წვიმის მიღმა ჩემი ცრემლები

გავჩერდი,ვუცქერ სევდისაგან გაცვეთილ ღაწვებს
დუმს ყველაფერი,მხოლოდ ისმის წვიმის გამები
ერთმანეთს ვუცქერთ და ეს მზერა სულამდე აღწევს
ო,ტკივა,მტკივა მისი სული განაწამები

მდუმარებაში წარმოთქმული ყოველი ასო
საფირონებზე კიაფობდა და ცრემლებს სდევდა
სდევდა ტკივილიც,რომელზედაც უტყვად ვბაასობთ
და უცხოობის ხიდი იყო ნაცნობი სევდა...

ისე წვიმს,ისე,რა სჯობია უაზროდ წანწალს
ბუნებით ტკბობა მე არ მესმის მხოლოდ თვალებით,
სარკმელთან ვზივარ და თან ვფიქრობ:ო,რაღაც არ მწამს
ისევ,რომ შევხვდე იმ ქალს,მოცულს იდუმალებით.

/ გიორგი ქადაგიძე /

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა