გამოვიდარებთ (ნაწილი 1) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გამოვიდარებთ (ნაწილი 1)

გამოვიდარებთ (ნაწილი 1)

მთელი ბავშვობა მქონდა ოცნებები ყველასავით.მაგრამ ყველა ბავშვი მანქანებზე ან ბარბებზე ოცნებობდა ან თუნდაც სხვა სათამაშოზე მე კი განსაკუთრებული ოცნება მქონდა რაც არავინ იცის . ამ მოთხრობას ანონიმით ვწერ რადგან არ მინდა გაიგოს ვინმემ რას ვფიქრობ სინამდვილეში და ვისი ფიქრებია ეს.მე მთელი ბავშვობა იმაზე ვფიქრობდი როგორი ვიქნებოდი როცა გავიზრდებოდი როგორი ქმარი მეყოლებოდა და ყოველ ჩაფიქრებაზე წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს . მინდა სწორედ ამაზე დავწერო ჩემი ფიქრები აქ მთავარ როლს ასრულებს . ყოველთვის როდესაც ფეისბუქზე წავაწყდებოდი ნაწერს ღმერთმა ყველას ის ოცნება აგისრულოთ ძილის წინ რომ ოცნებობთო ყოველთვის ვფიქრდებოდი განა კი იქნება ასე ? ვიპოვი შესაფერის ადამიანს? იცით მე ვამბობ და ასე ვთვლი რომ თუ ვერ ვიპოვე ადამიანი რომესაც ყველას და ყველაფერს ვერჩივნები ჩემს გამო არაფერზე დაიხევს უკან არ მიღალატებს და უსაზღვროდ ვეყვარები რა უნდა ვქნა მაშინ? მე ვფიქრობ რომ არავითარ შემთხვევაში არ გავთხოვდები მაშინ ეს მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი. მაშინ ქველმოქმედებას მოვკიდებ ხელს ყველას დავეხმარები. მართალია უბედური ვიქნები ქვეყნიდან უსიყვარულოდ წასვლისათვის , მაგრამ ვერ გავყვები ადამიანს ცოლად ვინც ჩემს რამოდენიმე მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს . იმიტომ ხდება მერე რომ არ არიან ბედნიერები ოჯახები.ახლა კი გაგანდობთ როგორი წარმომიდგენია ყველაფერი გაფრთხილებთ ამას ძალიან ბევრი ნაწილი ექნება რადგან ყოველღე ახალი რამ ემატება : მას სანდრო ერქმევა. ბარში ვზივარ ჩემს დაქალებთან ერთად კარგი დღეა ძალიან ლამაზი ვარ მოდელი ვარ და ყველა მაქებს . თან ძალიან ცნობილი.უკან ბიჭი ზის ძალიან სიმპათიური ბიზნესმენი ბიჭი სახელად სანდრო. სანდრო თვალს არ მაცილებს რადგან მოვეწონე აშკარად ცოტა ხანში მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა დავთანხმდი . შემდეგ ტელეფონის ნომერი გამომართვა მე მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი . მაგიდასთან დავჯექი და ყავის სმა დავიწყე. ცოტა ხანში მესიჯი მომდის :
-დღეს ძალიან ლამაზი იყავი მართლა. შენნაირი ლამაზი არავინ მინახავს ძალიან მინდა ეს სილამაზე კიდევ ერთხელ ვიხილო
ტელეფონს ვუყურებ და ვიცინი .
-კარგი
-მართლა?
-რათქმაუნდა სამსახურის მერე
-რომელ საათზე რჩები მუშაობას?
-8-ზე
-9ის ნახევარზე მანქანა გამოგივლის
-კარგი
მეორე დღე რომ გათენდა გამოვეწყვე და სამსახურში წავედი
-მოხვედი ულამაზესო?-მეკითხება ჩემი თანამშრომელი გიორგი
-ხოო . აუ გიო დღეს მალე უნდა გადავიღოთ შეხვედრაზე მივდივარ
-სიმპატიურია ეგ შენი შეხვედრა?
-ოჰ იცი როგორიიი
-კაი ხო დავიწყოთ გადაღებები
დავამთავრე და უცბად სანდროს მესიჯი მომივიდა :
-თურმე მოდელი ყოფილხარ აი რატომ ხარ მასეთი ლამაზი
-მოდელი როარ ვიყო მახინჯი ვიქნებოდი?
-მე ვიგულისხმე აი რატომ უვლი ასე თავს თქო
-გელოდები 9ის ნახევარზე
სახლში მივედი და გამოვიპრანჭე ყველაზე ლამაზი კაბა ჩავიცვი კარზე დამიკაკუნეს და სანდრო დავინახე ღმერთო ჩემო რა სიმპატიურიაა ვიძრები მის მუქ მწვანე თვალებში.
-ძალიან ძალიან ლამაზი ხარ მართლა
-მადლობა. წავედით?
-ხო რათქმაუნდა კარგი რესტორანი ვიცი
-კაი
ხელკავს ვუყრი და მივდივართ

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა