გამოფხიზლდით ქართველებო! » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გამოფხიზლდით ქართველებო!

გამოფხიზლდით ქართველებო!

იცით რა მიკვირს ქართველნო!
ვერ არჩევთ კარგს და ავსაო
ვინც დაგვამცირა - დაგვჩაგრა-
ისევ მას უხრით თავსაო.
რამ დაგიჩლუნგათ გონება?
ან ვინ გიბურღავთ ტვინსაო?
თეთრს რომ ვერ არჩევთ შავისგან-
რაღა მოგთხოვოთ ბრიყვსაო.
რა დაგემართათ ? ან რა გჭირთ?
რამ დაგიბნელათ გონება ?
თქვენი უჭკუო ქმედებით-
მიშას აჩუქეთ ქონება.
სანამდე უნდა ითმინოთ?
ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი?
ამდენი ხანი ბნელეთში-
აღარ მოგბეზრდათ ჩანჩალი?
არა გრცხვენიათ? ნაცებო!
რატომ იტყუებთ თავსაო?
ნუთუ ვერ ხვდებით მიშიკო-
თქვენით რომ იცავს ტყავსაო.
ისევ მიშა და მიშიკო,
როგორ ამოგდით პირიდან?
ალბათ სულ მალე სპილოსაც-
ვეღარ გაარჩევთ ვირისგან.
იქნება გეყოთ სიბრიყვე,
გამოახილეთ თვალები.
თორემ ასეთი ქმედებით-
დაგრჩებათ ქვეყნის ვალები.
ამ ვალს კი ვერ გადაიხდით.
ისეთი მძიმე ვალია.
თუ დროზე ვერ შეიგრძენით-
ქვეყნისგან რაც გავალიათ
თორემ თქვენს შვილს და შვილიშვილს-
ხსნა არ ექნებათ ტკბილიო.
თქვენმა ნაჭამმა ტყემალმა-
მათ არ მოჰკვეთოს კბილიო.
გზასაცდენილო ნაცებო!
მიმოიხედეთ გზაზედა!
ნუთუ ვერ ხვდებით?! რომ ცდებით-
რომ ვერ ახტებით თავს ზედა.
თავს ზემოთ ვერვინ ამხტარა,
რატომ ოცნებობთ? არადა-
ყოველი თქვენი ქმედება
დაგიბრუნდებათ ავადა.
ხომ არ სჯობია ქართველნო!
ვისაც ნაცები გაბოლებთ,
გადექით გვერდზე-ქვეყნიდან-
თავს ნურვის ნუ გაუტოლებთ!
ნუ იტყუებით! შვილებსაც
ნუ გაუცრუებთ იმედებს.
ჭკუაზე მყოფი ქართველი-
სამშობლოს არ გაიმეტებს! ც.კ

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა