"მოხუცი'ს თვალები » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

"მოხუცი'ს თვალები

რას ვხედავ ასეთ ადამიანებში? გამუდმებულ ჭიდილს დროსთან, ამ შეუდრეკელ და დაუნდობელ მტერთან თითოეული ადამიანისა. განუსაზღვრელად დიდ გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც არაერთი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებულა, და ახლა ამ ღრმა ნაოჭების წიაღში მიჩქმალულა. საოცარ სილამაზეს და სათნოებას, რომელიც დროთა განმავლობაში გარეგნობიდან შინაგან სამყაროში გადმონაცვლებულა და ახლა დარჩენილი მცირე დროის განმავლობაში ისეთვე სიჩქარით და ძალით მატულობს სულისა და გულის წიაღში, როგორც ოდესღაც ნელდებოდა და ქრებოდა გარეგნული იერიდან. ხანდახან მეტროში, ან ავტობუსში ჩემს წინ ჩამოჯდება ხოლმე ასეთივე სათნო გამოხედვით მოხუცი და მეც მაშინვე გაუცნობიერებლად ვიწყებ გაუთავებელ ფიქრს ცხოვრებაზე, დროზე. მინდება საათობით ვუყურო და მის თვალებში მისივე გავლილი გზა ამოვიკითხო. არადა რა საინტერესოა თითქმის მთელი საუკუნის ცოცხალი ისტორია. ზოგჯერ იმაზეც მეფიქრება ხოლმე, რამდენ ტკივილსა და სიხარულს, სევდას თუ ღიმილს ინახავს მისი თვალები ასე მწარედ რომ მოუქანცავს დროის უკუღმართობას. და ბოლოს, ასეთ ადამიანების თვალებში აუცილებლად ამოიკითხავთ იმ სასოწარკვეთლებას, რომელიც უიმედო მომავლისგანაა გამოწვეული, და რომელსაც მთლიანად დაუპყრია მისი არსება. მომავლისა, რომელიც არაფერია, თუ არა სააქაოსთან გამომშვიდობების შეშლილი ლოდინი. და მაინც, ამ ადამიანებს ყველაზე მეტად შეუძლიათ გულითადი სიყვარული და სწორედ ისინი იმსახურებენ უზომოდ დიდ პატივისცემას ჩვენის მხრიდან. ჩენი, რომლებსაც ეს გზა, ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა