ავსტრიელი გოგონა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ავსტრიელი გოგონა

ავსტრიელი გოგონა

ბებიამ ეს საიდუმლო თავის ცხოვრებაში არავის გაანდო ჩემს გარდა, მას განსალუთრებულად ვუყვარდი, იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან ბევრს წერდა,მაგრამ რას არავინ იცოდა.
გარდაცვალებიდან ორი დღით ადრე თავის ოთახში დამიბარა,როცა შევედი ფურცლების მთელი დასტა ედო წინ..
-ეს ჩემი ბოლო წიგნია,ხოლო ამ პატარა კონვერტში კი ჩემი ჩანაწერებია,რომელიც როცა აღარ ვიქნები შეგიძლია მაშინ წაიკითხო...

ბებიას გარდაცვალებიდან ის წიგნი და კონვერტი დაახლოებით ერთი თვის მერე გავხსენი,წიგნი მალე წავიკითხე,კონვერტში კი დიდად განსაცვიფრებელს საერთოდ არაფერს ველოდი,მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რა დაწერა მან სიცოცხლის ბოლო დღეებში.
სამსახურიდან დავბრუნდი,გარეთ საშინლად წვიმდა,ლოგინში ჩაწოლილი თბილ ლეიბში გავეხვიე და შევუდექი კითხვას.

ჩემო ძვირფასო გოგონავ ! მე დიდი ხანი ვფიქრობდი ეს საიდუმლო მეთქვა თუ არა შენთვის,რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრებაა ვინახავ.
პირველ რიგში დედაშენს და შენ გაქვთ ისტორია,რომელიც დიდებულ ადამიანთან არის კავშირში.
მე 1894 წელს დავიბადე,ავსტრიის ქალაქ ვენაში,ჩვენ საუცხოოდ ვცხოვრობდით როგორც ვენაში,ასევე ველსში,მდინარე ტრაუნის ნაპირზე,მდიდრულ და ლამაზ სახლში.
მამას ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა,ჩემი და კი ჩემზე ორი წლით უფროსი გახლდათ,დედა ძალიან კეთილი ქალი იყო, ამასთანავე კი უნიჭიერესი ისტორიკოსი.
15 წლის ასაკში გავიცანი შენი ბაბუა. პირველად ვენის ერთ ბაღში ვნახე!!! წიგნს კითხულობდა,მე მივედი და გავეცანი,იგი იმის მიუხედავად რომ ჩემი სახელი პირველივე დღიდან იცოდა მაინც ავსტრიელ გოგონას მეძახდა,და მეც ეს ძალიან მომწონდა.
უნდოდა ყოფილიყო არქიტექტორი,ასევე ძალიან კარგად ხატავდა, სულ მელაპარაკებოდა,მე კი ეს ძალიან მომწონდა.
ყოველ საღამოს ვხვდებოდით იმ ბაღში ერთმანეთს,და დავხეტიალობდით ვენის ქუჩებში..რა თქმა უნდა თანდათან ერთმანეთი შეგვიყვარდა,სიყვარულში კი პირველად მე გამოვუტყდი.... ერთი წელი გავიდა ასე,სანამ მამაჩემმა არ გადაწყვიტა ბრიტანეთში გადავსულიყავით საცხოვრებლად,მე კი შევურიგდი ბედს,იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარდა!!!
მერე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო,სულ ვფიქრობდი მასზე.
გადიოდა წლები, პირველად 1923 წელს გავიგე, რომ ცხოვრობდა გერმანიაში,მაგრამ იმ პერიოდში იგი დაკავებული იყო ლანდსბერგის ციხეში .
ავსტრიაში,ჩემს ძველ სახლში დავბრუნდი,რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთიდან ჩემი დაც ჩამოვიდა,ჩვენ ისევ ძველებურად ვცხოვრობდით,მაგრამ ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი ეს არ იყო,და მინდა გითხრა რაღაც რაც სრულიად დაუჯერებელია მაგრამ ფაქტი.
კითხვა მაქვს შენთან
- ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი,იცი მის შესახებ რამე,როგორ ხარ მის მიმართ განწყობილი.?!?!.

სიმართლე გითხრათ ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ისაა რომ არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე თუ ვინ იყო ჰიტლერი,ანდა რატომ უნდა ვიყო დაინტერესებული ამ პიროვნებით,მაგრამ ისტორიიდან ბევრი რამ ვისწავლე მასზე.
კითხვის გაგრძელებას ვაპირებდი,რომ არ მოსულიყო ჩემი მეგობარი,ის მიყვებოდა თავის ამბავს თუ როგორ შეიძინა კაბა,რომელიც ჰქონდა დიდი და ამის გამო ძალიან ეჩხუბა გამყიდველს,მეკი მას სულ არ ვუსმენდი,ჩემი ტვინი სულ სხვაგან იყო,ვფიქრობდი რომ შესაძლებელი იყო ადლოფ ჰიტლერი ყოფილიყო ჩემი ბაბუა... როგორც კი წავიდა,ახლა მდივანზე მოკალათებული შევუდექი კითხვას....

ადოლფი გასაოცარი ადამიანი იყო, მართალია მას როგორც ხორცშესულ ეშმაკს ისე მოიხსენიებენ მაგრამ არა...
სხვასთან არვიცი მაგრამ ჩემთან სწორედ კეთილი,მზრუნველი და მოსიყვარულე კაცის შთაბეჭდილებას ქმნიდა.
ალბათ აქამდეც მიხვდებოდი,ადოლფი ბაბუაშენია,იამაყე რომ შენს გენებში მისი სისხლი ჩქეფს,ჩემო გოგონავ,გთხოვ არ გძულდეს ის,ჩემი ხათრით მაინც....
1926 წელს კი გავუგზავნე წერილი
"ვუსმენ-ვაგნერს
ვიხსენებ-ჩვენი ერთად ყოფნის დროს!!!
ვყურობ -შენს გამოსვლებს
და ვცხოვრობ...
უდიდესი სიყვარულით, ავსტრიელი გოგონა . "

როდესაც მას ამ წერილის კონვერტზე ჩემი სახელი უნახავს,იგი დაახლოებით სამი საათი ყოფილა ოთახში ჩაკეტილი.
შემდეგ იმ ქალს მოუხმო რომელსაც ჩემი წერილი გავატანე,საერთოდ ყველაფერი უკითხავს ჩემზე,ხოლო შემდეგ მიუცია კონვერტი,რომელიც მეორე დღესვე მომივიდა
"ხშირად მიფიქრია შენზე,ჩვენს ძველ ოცნებებზე,იმაზე თუ როგორ დავდიოდით ყოველ საღამოს ვენის ქუჩებში,დიდი იმედი მქონდა რომ კვლავ გიხილავდი,გავიგონებდი შენს ხმას,ჩემო ავსტრიელო გოგონავ!! ვეცდები ძალიან მალე გნახო.."

ეს წერილი ახლაც ხელში მიჭირავს,რამდენჯერ წამიკითხავს იგი არვიცი,მთელი ცხოვრება მას ვინახავ ასევე მის ნაჩუქარ ჯიბის საათში,რომელიც მაშინ მაჩუქა როცა არგენტინაში მივფრინავდი...

წერილის მოსვლიდან,ორი დღის შემდეგ თვითონაც მოვიდა.
ჩამოვიდა მანქანით.
მე ფანჯრიდან დავინახე ის რომ მანქანა გაჩერდა,გადმოვიდა საშუალო ტანის მამაკაცი და მანქანა წავიდა,რამდენიმე წუთში კი კარზე კაკუნის ხმაც გაისმა.
გულაჩქროლებული მივვარდი კარს და გავაღე,ერთხანს თვალმოუშორებლად ჩავყურებდი თვალებში,მინდოდა ამომეცნო ის ახალგაზრდა რომელთანაც ერთად ვენაში ვიყავი,ხოლო როცა ის ამოვიცანი, გიჟივით მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე ...
მთელი ერთი კვირა იყო იგი ჩემთან,ვერანაირი ზეციური სასწაული ვერ შეედრებოდა ამ ერთ კვირას....

ამ ერთი კვირის მერე იგი ვნახე 1927 წლის ზამთარში,ორი დღით.
1929 წელს,ზაფხულში ერთი დღით.
1931 წელს ხუთი დღით,შემოდგომაზე,ოქტომბერში.
1935 წელს კი არა პარტიის ლიდერი,ან გერმანიის რაიხსკანცლერი,არამედ გერმანიის ფიურერი მოვიდა ჩემთან,მაგრამ მე არასოდეს მიმიმართია მისთვის "ჩემო ფიურერ" , რადგან ის არ იყო უბრალოდ "ჩემი ფიურერი",ის "ჩემო ცხოვრების ფიურერი" იყო,
მე ვიცოდი რომ მას რომანი ჰქონდა ევასთან, თანაც უკვე კარგახანი,მაგრამ იმ განსაკუთრებულ დღეებს,მე ვერ გავაფუჭებდი მასზე ლაპარაკით.
იგი 1 ივლისს მოვიდა.
ჩვენ ვლაპარაკობდით პოლიტიკაზე,ჩვენზე,ჩვენს გრძნობებზე,მიყვებოდა უამრავ ამბებს,საათობით მელაპარაკებოდა და მეც ვუსმენდი,ის მიყვებოდა თავის ისტორიებს როცა იყო პირველ მსოფლიო ომში,როცა იყო ციხეში და როცა იყო პარტიის ლიდერი.
არცერთი წამი არ მბეზრდებოდა მისი ლაპარაკი.
ვუსმენდით ვაგნერს,ის ხატავდა პეიზაჟებს,მე კი ვამზადებდი მის საყვარელ ტკბილეულს.
მაგრამ ხანდახან,რაღაცაზე საშინლად ცოფდებოდა,უცბად ბომბივით ფეთქდებოდა,ამ დროს კი მე რამდენჯერმე დავუძახებდი და მერე დავაყოლებდი ამ ფრაზას "ჩემო ცხოვრების ფიურერო" ეს კი ყოველთვის ჭრიდა.
ერთხელ ისე გაცოფდა რომ შემეშინდა ან თავისი თავისთვის ან ჩემთვის რამე არ დაეშავებინა.
ამ ურთიერთობის შესახებ იცოდა მხოლოდ ჩემმა დამ,ჩემმა მეგობარმა,რომელიც იყო მისი მდივანი და მისმა მძღოლმა,სხვამ არავინ დედამიწის ზურგზე,ჩემი და ბრიტანეთიდან ჩამოსული,მოსკოვში მიფრინავდა და გზაში გულის შეტევით გარდაიცვალა,ადოლფის მძღოლი და მდივანი კი არვიცი სად და როგორ არიან,ან კი თუ არიან საერთოდ!?!?!
ხოლო ახლა უკვე შენც იცი ეს და იმედია არავის გაუმხელ.
მე ისე მომწონდა მისი ულვაში!
რომელიც ძალიან მიმზიდველს ხდიდა!
მისი ვარცხნილობაც გასაოცარი იყო!
ხშირად შევაცურებდი მის თმაში ჩემს თითებს და შუბლზე ჩამოწეულ თმას გვერძე ვუწევდი,ეს კი ძალიან მოსწონდა,ამას მაშინ ვხვდებოდი როცა მის რკინის დამლღობ მზერას მომაპყრობდა.
ერთხელ მან ასეთი რამ მომიყვა
- იცი ?!?
მეხვეწებოდა გერმანული გაზეთის ერთ-ერთი ჟურნალისტი რომ ულვაში მომეშორებინა,ან გამეზარდა ნორმალურად,მაგრამ მე იგი არ მოვიშორე შენსგამო,შენ ხომ მითხარი რომ ოდესმე აუცილებლად შემოვიდოდა ასეთი ულვაში მოდაში?!?!...

ერთხელ კი წასვლის წინ მან მითხრა
-თუ შენ ვერ გახდები ჩემი ცოლი,მაშინ მე სხვასაც არ მოვიყვან ცოლად სიყვარულით!!
ამით ის უფრო მეუბნებოდა რომ ევას ცოლად არ მოიყვანდა.
მე კი არაფერი მსურდა მასთან ყოფნის გარდა,მე არც ის მატკენდა გულს თუ იგი ევას მოიყვანდა ცოლად,მე საერთოდ არაფერი არ მეწყინებოდა მისგან...
27 ივლისს კი მას ვუთხარი რომ ფეხმძიმედ ვიყავი,მან კი მითხრა
-შესანიშნავია, რადგან უსამართლობა იქნებოდა მარტო დამპლები რომ გამრავლებულიყვნენ!!!
მე ძალიან მაინტერესებდა თუ როგორ მოიცალა მთელი ერთი თვე ჩემთვის,მინდოდა მეკითხა მაგრამ არ ვკითხე,ხანდახან მეშინოდა კიდეც, ისევ არ აფეთქებულიყო.
ამის შემდეგ კი იგი 1939 წელს მოვიდა,დედაშენი ოთხი წლის იყო,ჩვენ სულ რაღაც ორი დღით გვქონდა ოჯახური იდილია,ხოლო ღამით,ადოლფმა მითხრა
-ყველაზე ძვირფასი ჩემს ცხოვრებაში შენ და ჩემი პატარა გოგო ხართ,არც გერმანია,არც ევა და არც საკუთარი თავი მიყვარს ისე როგორც შენ და ჩვენი მოგონებები,ამიტომაც არგენტინაში მინდა გაგიშვათ,ესაა ერთადერთი უსაფრთხო ადგილი,თუ გავიმარჯვე ამ ომში მე ისევ ჩამოგიყვანთ,თუ ვერ გავიმარჯვე კი მეც თქვენთან წამოვალ..
მე კი არაფერი მითქვამს,არაფერზე ვეწინაარმდეგებოდი,მხოლოდ ვუთხარი რომ მის გარეშე დიდხანს ვერ გავჩერდებოდი,ვერც მე და ვერც დედაშენი.
სამი დღის მერე კი წავედით,ჩემი ბარგი იყო ადოლფის უამრავი ნახატი,მისი ნივთები რომელიც მის თავს მახსენებდა,რათქმაუნდა მისი წერილები,და რამოდენიმე ხელი ჩემი და დედაშენის ტანსაცმელი.
თვითმფრინავი გველოდებოდა !!
გზაში ადოლფმა მომცა თავისი ჯიბის საათი,რომელიც გაჩერებული იყო
-დრო ! ის ჩვენთან უძლურია,მან ვერაფერი დაგვაკლო და ვერც მომავალში დაგვაკლებს!
და მართლაც ახალგაზრდობაში წარმოშობილ გრძნობას,წლებმა ვერაფერი დააკლო,ვერც შემდეგ ვერ შეარყია,როცა ერთი ან ორი,ერთხელ კი ოთხი წლის შუალედით ვნახულობდით ერთმანეთს..
იმ წამს მე საერთოდ არსად არ მინდოდა წასვლა,თვითმფრინავიდან მას მომღიმარი სახით ვუყურებდი,ეს ღიმილი კი ტირილზე უფრო მწარე იყო...
ამის მერე იგი აღარ მინახავს.
მხოლოდ ბოლო წერილი მომივიდა მისგან
"ყველაფერი ცუდადაა,ყველაფერი თანდათან უარესდება, კიდევ მაქვს იმედი რომ გავიმარჯვებ და ჩვენ ვიცხოვრებთ დიდ გერმანიაში ერთად,მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა ვეცდები მანდამდე ჩამოვაღწიო...."

მაგრამ ის ჩვენთან აღარ მოსულა,მე გავიგე რომ მან თავი მოიკლა და სიკვდილამდე ევაზეც დაქორწინდა, მაგრამ მე არასდროს დავდებდი ბრალს რამეში,ის ხომ "ჩემი ცხოვრების ფიურერი იყო"...

ადოლფს უამრავ ქალთან ჰქონდა რომანი,მაგრამ რჩეულები მაინც მე და ევა ვიყავით ალბათ.
მე არვიცი ვინ უფრო მეტად უყვარდა ევა თუ მე,ან ვინმე სხვა.
მაგრამ ის რომ ყველაზე მეტად მე მიყვარდა ურყევი ჭეშმარიტებაა ,მე მხოლოდ წლების მერე გავიგე მისი საყვარლების ისტორია,რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე,ან ჰქონდათ მცდელობა თვითმკვლელობისა,მათ ჰიტლერზე მეტად უყვარდათ საკუთარი თავი რადგან არ ფიქრობდნენ მასზე,მე კი არავითარ შემთხვევაში არ მოვიკლავდი თავს,მე ვცხოვრობდი მისთვის,ჩვენი ურთიერთობა იყო განსხვავებული დანარჩენი ყველა ერთგვარი ურთიერთობისგან.
ვფიქრობ რომ მას უყვარდა ევა,ჩემს სიყვარულთან ერთად, მაგრამ ეს იქნებოდა ორი სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული სიყვარული.
ხოლო 1935 წელს,სწორედ მაშინ როცა ერთი თვე იყო ჩემთან,გ გერმანიაში დაბრუნებულს თურმე ევას მიმართ გრძნობები თანდათან გაუქრა,მაგრამ შემდეგ კი მან ისევ მიიქცია მისი ყურადღება თვითმკვლელობის მცდელობით.
ისტორია კი ვერაფერს ვერასდროს დაწერს ჩემზე,ადოლფის ნამდვილ ახალგაზრდობიდან დაწყებულ სიყვარულზე,რადგან მე ყოველთვის ჩუმად ვიყავი.
ვიყავი როგორც მკრთალი ლაქა,ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ სულ გავუფერულდი.....

პატარა კონვერტში კი იდო სურათები,დაახლოებით ოცდაათი,ან უფრო მეტი.
ბებოს სიცოცხლის ბოლომდე იზიდავდა ფოტოგრაფია,ის ახალგაზრდობაში ფოტოგრაფიც იყო მწერალიც და არქიტექტორიც.
ერთ სურათზე ბებო იყო, მომღიმარი სახით,
ნამცხვრით ხელში,
ეს ფოტო ალბათ ადოლფის გადაღებულია,
ბებო ისეთი ლამაზია და ბედნიერი!!
გრძელი, ტალღოვანი,ჩალისფერი მაღლა აკრული თმებით,გასაოცარი სხეულის ფორმებით,პირდაპირ მზეთუნახავია,მისი დიდი ცისფერი თვალები კი ბედნიერებას ასხივებს,ბებო სიცოცხლის ბოლომდე იყო იოგით დაკავებული,სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
ერთ სურათში კი ადოლფი და დედაჩემია,დედა აქ დაახლოებით ოთხი წლისაა,ის ამ სურათზე თავის თოჯინას აძლევს ადოლფს,ისიც დიდი კმაყოფილებით იღებს ამ ძღვენს.
ყველაზე მეტად კი ერთმა ფოტომ გამაოცა,სადაც ადოლფი პატარა,მყუდრო და ლამაზი სახლის მდივანზე ზის,პლედშემოხვეული,ჩაის ფინჯნით ხელში,
ძალიან,ძალიან თბილი და მომღიმარი სახით,
მიკვირს ეს არის თუ არა ის კაცი რომელსაც მილიონობით კაცის სიკვდილში მიუძღვის ბრალი,ეს ადამიანი იყო ტირანი?.!?!
უამრავი სურათი,რომელიც ძალიან თბილია,ოჯახური სიყვარულით აღსავსე,ბებია ისეთი ლამაზია,დედაჩემი კი ისეთი პატარა და საყვარელი,მაგრამ მე არ ვიცი როგორ დავახასიათო ბაბუაჩემი,როგორც ისტორიული პირი,თუ უბრალოდ ბაბუაჩემი.
არვაპირებ არავისთვის ამის თქმას,შეიძლება ვუთხრა მარტო დედაჩემს,მან ხომ უნდა იცოდეს ვისი შვილია ?!?
მიკვირს ბებიამ რატომ დაუმალა ეს ამბავი,ან დედას რატომ არ ახსოვს ის?!?!
ამ ნაამბობიდან ერთი კვირის განმავლობაში გონებაგაფანტული დავდიოდი,მერე კი გადავწყვიტე ველსში,მდინარე ტრაუნის ნაპირას არსებულ სახლში წასვლა სადაც ბებო და ბაბუ ცხოვრობდნენ,მინდოდა ის მდინარე,მერე კი ის ადგილი სადაც ბაბუაჩემი დაიბადა ანუ ბრაუნაუს ის ყვითელი სასტუმრო.....
ბებია კი ბოლოს ასეთ რაღაცას წერს
" საერთოდ ყველას დიქტატორსაც და ტირანსაც აქვს გრძნობები,არარსებობს არსად ადამიანი რომელსაც არ უყვარს...არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის,მას აუცილებლად ექნება დადებითი მხარეც,გრძნობებიც და სიყვარულის განცდაც,უბრალოდ ადამიანის ბუნებაა ასეთი,უბრალოდ ყველას აქვს გრძნობები......

მინაწერი:როგორც ვიცით დონჟუან ჰიტლერს უამრავ ქალთან ჰქონდა რომანი,მე კი ისტორიულ ფაქტებს შევურიე ჩემი ფანტაზია,შეიძლება მე მის ერთერთ სატრფოზე დავწერე,ან იმ ერთ განსაკუთრებულზე ან სულაც არარსებულზე......

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა