ავსტრიელი გოგონა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ავსტრიელი გოგონა

ავსტრიელი გოგონა

ბებიამ ეს საიდუმლო თავის ცხოვრებაში არავის გაანდო ჩემს გარდა, მას განსალუთრებულად ვუყვარდი, იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან ბევრს წერდა,მაგრამ რას არავინ იცოდა.
გარდაცვალებიდან ორი დღით ადრე თავის ოთახში დამიბარა,როცა შევედი ფურცლების მთელი დასტა ედო წინ..
-ეს ჩემი ბოლო წიგნია,ხოლო ამ პატარა კონვერტში კი ჩემი ჩანაწერებია,რომელიც როცა აღარ ვიქნები შეგიძლია მაშინ წაიკითხო...
ბებიას გარდაცვალებიდან ის კონვერტი დაახლოებით ერთი თვის მერე გავხსენი, დიდად განსაცვიფრებელს საერთოდ არაფერს ველოდი,მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რა დაწერა მან სიცოცხლის ბოლო დღეებში.
სამსახურიდან დავბრუნდი,გარეთ საშინლად წვიმდა,ლოგინში ჩაწოლილი თბილ ლეიბში გავეხვიე და შევუდექი კითხვას.

ჩემო ძვირფასო გოგონავ ! მე დიდი ხანი ვფიქრობდი ეს საიდუმლო მეთქვა თუ არა შენთვის,რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრებაა ვინახავ. პირველ რიგში დედაშენს და შენ გაქვთ ისტორია,რომელიც დიდებულ ადამიანთან არის კავშირში.
მე 1894 წელს დავიბადე,ავსტრიის ქალაქ ვენაში,ჩვენ საუცხოოდ ვცხოვრობდით,მდიდრულ ლამაზ სახლში,მამას ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა,ჩემი და კი ჩემზე ორი წლით უფროსი გახლდათ,დედა ძალიან კეთილი ქალი იყო, ამასთანავე კი უნიჭიერესი ისტორიკოსი.
15 წლის ასაკში გავიცანი შენი ბაბუა. პირველად ბაღში ვნახე,წიგნს კითხულობდა.
მე მივედი და გავეცანი,მერე კი ის მიყვებოდა თავის გეგმებს,უნდოდა გამოსულიყო არქიტექტორი, სულ მელაპარაკებოდა,მე კი ეს ძალიან მომწონდა,ყოველ საღამოს ვხვდებოდით იმ ბაღში ერთმანეთს,და დავხეტიალობდით ვენის ქუჩებში..რა თქმა უნდა თანდათან ერთმანეთი შეგვიყვარდა,სიყვარულში კი პირველად მე გამოვუტყდი....
ერთი წელი გავიდა ასე,სანამ მამაჩემმა არ გადაწყვიტა ბრიტანეთში გადავსულიყავით საცხოვრებლად,მე კი შევურიგდი ბედს,იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარდა!!!
მერე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო,სულ ვფიქრობდი მასზე. გადიოდა წლები, პირველად 1923 წელს გავიგე, რომ ცხოვრობდა გერმანიაში,მაგრამ იმ პერიოდში იგი დაკავებული იყო ლანდსბერგის ციხეში .
ავსტრიაში,ჩემს ძველ სახლში დავბრუნდი,რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთიდან ჩემი დაც ჩამოვიდა,ჩვენ ისევ ძველებურად ვცხოვრობდით,მაგრამ ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი ეს არ იყო,და მინდა გითხრა რაღაც რაც სრულიად დაუჯერებელია მაგრამ ფაქტი.
კითხვა მაქვს შენთან - ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი,იცი მის შესახებ რამე,როგორ ხარ მის მიმართ განწყობილი.?!?!.
სიმართლე გითხრათ ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ისაა რომ არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე თუ ვინ იყო ჰიტლერი,ანდა რატომ უნდა ვიყო დაინტერესებული ამ პიროვნებით,მაგრამ ისტორიიდან ბევრი რამ ვისწავლე მასზე. კითხვის გაგრძელებას ვაპირებდი,რომ არ მოსულიყო ჩემი მეგობარი,ის მიყვებოდა თავის ამბავს თუ როგორ შეიძინა კაბა,რომელიც ჰქონდა დიდი და ამის გამო ძალიან ეჩხუბა გამყიდველს,მეკი მას სულ არ ვუსმენდი,ჩემი ტვინი სულ სხვაგან იყო,ვფიქრობდი რომ შესაძლებელი იყო ადლოფ ჰიტლერი ყოფილიყო ჩემი ბაბუა... როგორც კი წავიდა,ახლა მდივანზე მოკალათებული შევუდექი კითხვას....

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა