ნინა გიორგაძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ნინა გიორგაძე

ნინა გიორგაძე

-ნინა, ასეთი დაძაბული რატომ ხარ ? ცოტა,მოეშვი !
- თქვენ მანდ რამდენს ჭორაობთ, ლამისაა მუსიკის ხმა დაფაროთ თქვენი ჭორაობით.
ბრძანებებს გასცემდა ბალეტის უნიჭიერესი და განუმეორებელი ქალღმერთი,რომელიც მასწავლებლად მუშაობს მრავალია წელია.
-თინა მას, გიორგაძის მშობლები მოვიდნენ,მისი წაყვანა უნდათ.
მოირბინა გოგონამ.
-რას ქვია წაყვანა ? სპექტაკლი 2 კვირაში იწყება, გამაგიჟებენ ესენი,მთავარი როლები უნდათ ვარჯიში კი არა, მე მეხალისება ღამის 12 საათზე დგომა ?
-გიორგაძე მოდი აქ !
მუსიკა შეწყდა,ნინამაც შეწყვიტა ვარჯიში და მასწავლებელთან მოირბინა.
-დიახ
-შენი მშობლები მოვიდნენ, შენი წაყვანა უნდათ ახლა გაგიშვებ,მაგრამ ხვალ 10 საათზე აქ დამხვდი !
ეს უთხრა და საგრიმიოროში გავარდა ქერათმიანი ლამაზმანი.
თინამ ბავშვებს გასძახა და ახლა მათ დააწყებინა ვარჯიში.
აი ასეთი იყო თინა მასწავლებელი.
მკაცრი
სამართლიანი
იშვიათად თბილი
ნინამ სწრაფად ამოიცვა შავი შარვალი, ნაცრისფერი მაისური გადაიცვა. თმა გაიშალა, მამას უყვარსო ჩემი თმები როცა გაშლილიაო, პალტო მოიცვა და ჩანთა გაიდაიკიდა მხარზე.
გაუკვირდა მშობლების “სტუმრობა’’, ისინი ხომ საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ფიქრობდა რატომ არ მითხრეს რომ ჩამოვიდნენო, გაუხარდა, ძლივს გავახსენდიო.
მაგრამ მოსაცდელში არავინ იყო, გარდა ერთი კაცისა.
-უკაცრავად, აქ შუახნის ქალი და მამაკაცი ხომ არ დაგინახავთ ?
-არა შვილო,რამე ხომ არ გიჭირს ?
-არა,არა მადლობთ.
გაოცდა, გარეთ გამოვიდა იქნებ გარეთ მელოდებიანო,მაგრამ არა არ იყვნენ. ალბათ ანას შევეცოდე და მოიტყუაო. ამისთვის კი მადლობას გადავუხდიო.
უკან შებრუნებაზე დაფიქრდა,მაგრამ იმდენად იყო დაღლილი სახლში წასვლა ამჯობინა. აბა 6საათიდან თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და რომ არა ანა,ალბათ 3 საათზე დაბრუნდებოდა სახლში.
_____________________________________________________
სახელი,გვარი - ნინა გიორგაძე
ასაკი - 25 წლის.
სიმაღლე - 1.70
წონა - 59
საქმიანობა - წარმატებული ბალერინა
ხასიათი - თავშეკავებული,მორცხვი
ოჯახი - მოკლედ მშობლებისგან დავიწყებულია,მის ოჯახს ფული თავზე გადასდით,ამიტომ ფინანსურად საკმარისზე კარგად მოძრაობს. ჰყავს ერთი ძმა ლევანი,ისიც დავიწყებული.
ახლო მეგობარი - იურისტი ელენე გაბისკირია.
შეყვარებული - შეყვარებული არასდროს ყოლია,ან რანაირად ეყოლებოდა საერთოდ ვერ იცლის.
ახლა გადატვირთულია,რადგან გედების ტბას დგამენ, მთავარ როლს კი ის ასრულებს,გრანდიოზული სპექტაკლი გაიმართება,რაზეც ძალიან ღელავს.
ესეც მისი მოკლე ბიოგრაფია.
იმედგაცრუებული გაჩერებაზე დადგა
ტაქსი არ ჩანდა
გაიფიქრა ყველაფერი ჯანდაბისკენ როგორ მიდისო.
10 წუთის შემდეგ ძლივს გაჩერდა ტაქსიც და სახლში შევიდა თუ არა სააბაზანოს მიაშურა.
მერე ელენემ დაურეკა,მოუყვა რაც მოხდა,პასუხად მხოლოდ 4 სიტყვა უთხრა.
-მიყვარხარ,ყოველთვის შენთან ვიქნები.
გაათბო ამ სიტყვებმა,კიდევ უფრო დარწმუნდა ელენეს ერთგულ მეგობრობაში.
მერე დაეძინა.
_____________________________________________________
-გააკეთე ყველაფერი ?
-დიახ,ბატონო
-რა ჰგონია ?
-ალბათ რომელიმე მისი მეგობარი მოატყუებდა მასწავლებელს და გაუშვა შეცოდების მიზეზით.
-გასაგებია და სპექტაკლი როდის აქვთ?
-5 თებერვალს,შაბათს, 6 ისთვის დაიწყება სპექტაკლი.
-კარგი და ახლა სახლშია ხომ ?
-დიახ
-ნინა,ნინა არ მინდა,რომ შეგაშინო
-რამე მითხარით ?
-არა,არაფერი შეგიძლია წახვიდე.

ნინა გიორგაძე

მოკლედ, დავწერე ახალი ისტორია და გავარძელო ? ჩემი პირველი ისტორიაა რომელიც ამ საიტზე დავდე. <3

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა