ყველაფერი ჩემზე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ყველაფერი ჩემზე

ყველაფერი ჩემზე

თითქმის გავყიდე ყველაფერი რაც კი მებადა,
ახლა სახელი შემჩენია, მხოლოდ წარსულის.
ნეტავ ადრე,ადრე უფრო მეტი მეცადა
არ დამრქმეოდა, ამ ქვეყნიდან ობლად წასული.

დამთავრდა ტყუილი,უაზრო გოდება,
სიცოცხლეს სიკვდილის თვალებით შევხედავ,
აღარ მსურს ვაშენო სიცრუით ქონება,
უკვე აღებულს, ძალითაც დავკარგავ.

მაშინ მიყვარდა მოტყუება თავის მართლებაც,
პასუხს ვეძებდი, თან არც მინდოდა მისი გაგება
სხვებზეც ვფიქრობდი,არ მდომებოდა მათი ჩათრევაც
მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ცუდად მთავრდება.

თვალებში ვერ გხედავ,აღარ მაქვს სიწმინდე ,
უკვე რაც დარჩა,სულ ყველა წავაგე ,
ცოდვილებს შენნდობა ? არავინ დავინდე!
ახლა ვინ შემცვლის რაც დავრჩი ... სინაგვე

წარმოიდგინეთ ყოველი დღე იყო უბრალო
მზის სხივებიც აღარ მათბობს უკვე წლებია
ჩემი ცხოვრება ალბათ გახდა შავზე უკვალო
მაგრამ მაინც არასდროს არაფერი დამითესია

გადიან დღეები დროს არ ითვლიან,
ეს ყველა ფიქრები აზარტად ვაქციე,
ჩემსავით ბევრნია,გულსაც გაცვლიან,
მოყვარე სიტყვებით მკვლელად,რომ ვაქციე

მგონი მინდოდა გავქცეოდი ტანჯულ ცხოვრებას,
არ მოვეძებნე აღარავის აღარც ეფიქრათ,
წამოვწვებოდა ვაგინებდი ახვრულ ცხოვრებას,
ჩემს გარდა ყველას რომ სული ეჭირა.

დავიწყებ თავიდან როგირი ვიყავი,
არ მქონდა არასდროს სიკეთის უფლება,
ყველაფერს დავარქვი სიყვარულს იაფი,
და თვითონ ცხოვრებას თავისუფლება.

ახლა რომ ვიხსენებ,ბოდიშსაც არ ვიხდი
რაც იყო ცხოვრებამ სულ უკან მატარა,
თუ კი ცხოვრებას მე ერთი გავარტყი
მან კი სიხარბე ნაგავი მაკმარა.

მ.გუბელაძე

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა