რწმენა-ფრთები თუ ბორკილები » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

რწმენა-ფრთები თუ ბორკილები

რწმენა-ფრთები თუ ბორკილები

რწმენა – ეს არის ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცოცხალი და ყველაზე ურყევი მდგომარეობა, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. მხოლოდ ასეთ რწმენას შეუძლია ადამიანი ყველაზე დიდ გამარჯვებებთან მიიყვანოს. რწმენა არ არის პიროვნული თვისება ან გონებრივი განწყობა – ეს ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა – ეს არის საკუთარი სულის შეცნობა და მყარად დაჯერება იმისა, რისიც გწამს.რწმენა სხვადასხვაგვარია.შეიძლება ვირწმუნოთ უფლის,თუნდაც ჩვენს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის,ასევე შეიძლება გვწამდეს ადამიანის.თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე ჭეშმარიტია რწმენა ქრისტესი,რადგან ნამდვილი რწმენა ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.უფალი მშობელია თითოეული ქრისტიანის და სწორედ მას ეკუთვნის მათი გულიც.როგორც ავღნიშნე რწმენა საკუთარი სულის შეცნობაა და ყველას განუყოფელი ნაწილია.მაგრამ გააჩნია რწმენას ვინ როგორ აღიქვამს.ზოგისთვის ის ბორკილებია,ზოგისთვის კი ფრთები.
რწმენას თან სდევს შეზღუდვები,რომლებიც საკმაოდ რთული დასაძლევია.თუ ადამიანი მერყევია და დარწმუნებული არ არის საკუთარ თავში,მაშინ მისთვის რწმენა დამაბრკოლებელია და მას ის ბორკილებივით ამძიმებს. ამ სირთულის გადალახვა კი ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება.ზოგი ფიქრობს,რომ ეზღუდება თავისუფლება,ეს კი მისთვის წარმოუდგენელი ფაქტია,ხალხის უმეტესობას თავისუფლების განმარტება სრულებითაც არ ესმის,ეს კი დამღუპველია მათთვის და სწორედ ასეთ შემთხვევაში ყალიბდება ადამიანი ურწმუნო პიროვნებად.ბორკილებად შეიძლება ჩავთვალოთ ნებისმიერი შეზღუდვა, რაც რწმენისთვის დამახასიათებელია,თუნდაც ჩვეულებრივ ცხოვრებაზე უარის თქმა და ქრისტიანულ ცხოვრებაში გათვითცნობიერება.ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან,სწორედ ამიტომაა დამაბრკოლებელი ჭეშმარიტი რწმენა.მაგრამ არსებობენ ადამიანები,რომლებიც მტკიცედ მორწმუნენი არიან და თითოეულ დაბრკოლებას მშვიდად, სიხარულით ხვდებიან და იოლად აგვარებენ ხოლმე.ეს რჩეულთა ხვედრია. მათთვის რწმენა მართლაც ფრთებია,რადგან ისინი მოვლენილ განსაცდელებში პოვებენ თავისუფლებას და მათთვის შეზღუდვები არ არსებობს.ეს უდიდესი ნიჭია ღვთისგან მონიჭებული,რომელიც ადამიანის სულს ასაზრდოებს.მორწმუნე ადამიანი თითქოს მართლაც ფრთაშესხმულია და სულიერ ნეტარებაშია ჩაფლული.მინდა ავღნიშნო,რომ საუბარი ეხება სწორ და ჭეშმარიტ რწმენას.ამის დაზუსტება აუცილებელია,რადგან რწმენა ყოველთვის არ არის მართალი.არსებობენ ცრუ მორწმუნენი,რომლებიც მიიწევენ ყოველივე ცუდისკენ,რომლის დაძლევაც მარტივია,თუმცა დასასრული მერწმუნეთ,მართლაც მტანჯველი და სასტიკია.მინდა მოვიშველიო ილია მეორეს მიერ წარმოთქმული სიტყვები: „რწმენა არა მხოლოდ უფლის არსებობის დაჯერებას ნიშნავს,არამედ იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში,სასოებას,იმედს მისი წყალობისას“.ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს,რომ საკმარისი არაა მხოლოდ იმის დაჯერება,რომ უფალი არსებობს,არამედ უნდა ვიცხოვროთ მისი სასოებით და მივცეთ საშუალება იმისა,რომ სამუდამოდ დაიდოს ბინა ჩვენს გულში.მე პირადად ვერ ვიტყვი, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ, რადგან როგორც ყველას , მეც მიმიძღვის ცოდვები. ვთვლი, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს არ ვიცნობ და უკან წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, კი აუცილებლად გავიცნობდი აბო თბილელს.იგი არაბი გახლდათ,თუმცა დროულად გამოფხიზლდა და იმდენად შეიყვარა ქრისტე,რომ მის გამო თავიც კი გასწირა.მან უამრავი დამცირება და ტკივილი გადაიტანა,თუმცა ქრისტიანობა მაინც არ უარყო და სრულიად განწმენდილი ეწამა.ეს მაგალითია უდიდესი თავდადებისა,რომელიც სრულიად განსხვავებული რჯულის მქონე ადამიანმა ჩაიდინა.მიუხედავად ყველაფრისა იგი მაინც შეუდრეკლად იდგა და ტანჯვასი ნეტარებას პოვებდა.იგი ხარობდა ყოველი განსაცდელით,რადგან მან იცოდა,რომ ეს მისი განსაწმენდელი იქნებოდა ცოდვებისაგან.აბოსთვის რწმენა მართლაც ფრთები იყო.იგი ხანდახან წუხდა იმის გამო,რომ ხშირად არ სჯიდნენ და ბოლოს,როდესაც იგი უნდა მოეკლათ,მან თავად მოიდრიკა თავი მახვილის წინაშე და უშიშრად ადიდებდა ღმერთს.ეს არის ცოცხალი რწმენა უფლისა. ამ ყველაფრისგან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ რწმენა არის უდიდესი ნიჭი,ჭეშმარიტია რწმენა უფლისა და რწმენა ფრთებია მტკიცედ მორწმუნე ადამიანისთვის.ჭეშმარიტების დაცვა,რომ შეძლო,უნდა იცოდე ჭეშმარიტება,რადგან, თუკი ცრუ სწავლება გამოჩნდება, ჭეშმარიტების უცოდინარს გაეპარება, რადგან არც მისი შეცნობა ძალუძს და არც მხილება.კაცის განმართლეისთვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი,ისე ცხოვრება,მოქმედება და კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ.თუმცა ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველა სათნოებაც რომ შეასრულოს, მაგრამ არასწორი რწმენა ჰქონდეს, ტანჯვა მაინც არ ასცდება ("სინას პატერიკი", ბერი თეოფანეს ხილვებიდან).

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა