ღამის მეჯლისი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ღამის მეჯლისი

ღამის მეჯლისი

ციდან ეშვება ფარდა ვარსკვლავთა,
და ისადგურებს სრული სიჩუმე,
ხეებზე წყდება სუნთქვა ფოთოლთა,
ბაღში მგოსანი ტოტზე იყუჩებს.

გაიყინება კამკამა ტბაში,
რომ აირეკლოს ხატება მთვარის,
გამოწყობილი ოქროს კაბაში
და მბრძანებელი ნათელი ღამის.

თავს რომ დაუკრავს დასტურის ნიშნად
და დაბრძანდება ვერცხლისფერ ტახტზე,
გაიმათება ავრორას ფერის,
გასაოცარი მეჯლისი ცაზე;

ვარსკვლავთა ფარდა აფრიალდება,
ალივლივდება კამკამაც ტბაში,
ფოთლები ხეზე აშრიალდება
და ამღერდება მგოსანიც ბაღში.

დედოფალს დღისას ვეღარ შეამჩნევს
კარს რომ მადგა გამთენიისას,
გულდაწყვეტილი, დარდს აღარ იმჩნევს
და დას დაუთმობს ტახტრევანს თვისას.

გაერიდება ჩუმად ამ ზეიმს,
რომ მოემზადოს ახალი ძალით,
გარს შეიკრიბოს უმცროსი დები
და გამოცხადდეს ვერცხლისა კაბით.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა