გაუგებრობა საკუთარ თავში » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გაუგებრობა საკუთარ თავში

გაუგებრობა საკუთარ თავში

20:40
ოთხშაბათი 2016 წლის 23 ივნისი
იმ ქალაქში ჩავედი,სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომ ჩამოვედი ბევრი ვერაფერი ვიგრძენი ,რადგან ამ ადგილთან ცუდი მოგონებები მაკავშირებს,კარგიც ბევრია მაგრამ ადამიანთა გუნება ასეა მოწყობილი,ცუდი უფრო ახსოვთ ვიდრე კარგი, ახლა ბებოსთან ვარ სახლში ,წესით მეც უნდა მქონდეს ჩემი სახლი ,მაგრამ ისე მოხდა ,რომ არ მაქვს,ჩემა ოჯახმა იგი ბანკში „დაკარგა“,ვეღარ გადავიხადეთ თანხა და აი ასე მოხდა.
სინამდვილეში როდესაც ამის წერა დავიწყე სულ სხვა ამბის თხრობა მინდოდა,მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვას მოჰყვა, ხოდა ,აი აქედან გადაგრძელებ და დროდადრო ყველაფერს გიამბობთ,შეიძლება გაიფიქროთ ,რომ ღაში გაინტერესებთ ჩემი ამბები მაგრამ დამიჯერეთ საინერესო თუ არა ჩასაფიქრებელი ნამდვილად არის. ახლა ბებოსთან ვარ, ჩემი დღიური დედაქალაქში დამრჩა,იქ სადაც ვსწავლობ,ამითომ აქ დავწერ:საქმე იმაშია ,რომ ერთ ერთ ჩემს დაქალს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა,ამათგან არცერთთან არ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა, ასე ვთქვატ ერთობოდა ოღონდ ზომიერების ფარგლებში, დღესდღეობით ცოტა რტული წარმოსადგენია გაერთო და ისიც წესიერად მაგრამ ეს მართლაც ასე იყო. ხოდა ერთ დღესაც ერ/ტ ერთმა თაყვანისმცემელმა გადაწყვიტა ურთიერთობის დასერიოზულება და კოცნა დაუპირა,რაზეც ჩემმა მეგობარმა უარი განაცხადა და ამით დამთავრდა მატი ურთიერთობა. ჩემი დაქალისგან ბევრჯერ მსმენია ის რომანტიკული ისტორიები,რომელიც ერთად გადახდათ თავს, რომანტიკა ჩემი ნაწილია, იმდენს მესაუბრებოდა იმ ბიჭზე რომ ვიგრძენი ვიღაც არ იყო. მას შემდეგ რაც მატი დაშორების ამბავი გავიგე,თუმცაღა ერთად არც კი ყოფილან ,მომინდა ამ ბიჭთან მე დამეწყო ურთიერთობა,მაგრამ ვშიშობდი რომ ამ ფაქტს ჩემი დაქალი არც შეეგუებოდა და სამუდამოდ დავკარგავდი.ტუმცა ამაზე იმდენჯერ გვქონდა ამაზე საუბარი და ვხუმრობდით კიდეც: ის მეუბნებოდა თუ ძალიან მოგწონს დაგითმობ და გყავდესო.
მე თუ რამეს ვიტყვი ისიც ჩანს სერიოზულად ვამბობ თუ ხუმრობით მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სერიოზულობაც გამორეოდა, ამიტომ ვიფიქრე ,რომ თუ ასე მოვიქცეოდი.ვერ ვიტყვი დიდხანს ვიფიქრე ამის შესახებ მეთქი მაგრამ მთავარია,რომ ვიფიქრე. ამდენი არასდროს დამიწერია და ჩემი თავით გაოცებული ვარ თუმცა არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს.ხოდა ამ ამბავს ასეთი გაგრძელება მოჰყვა,რომ სოციალური ქსელიტ მივწერე ჩემს დაქალს:
-ეგ ბიჭი რო დავინათო გაგიტყდებათქო?
-რა პონტშიო?
-კაი პონთში მეთქი (და აი აქ უკვე დავიბენი რადგან არ ვიცი რატომ)
-რავი მეგობრებში არ დაგიმატებს,იმიტომ,რომ არ გიცნობს,მერე კიდევ საერთო მეგობარი მე ვარ და მიხვდება რომ ჩემთან ახლოს ხარ და რა პონტიაო.
-კაი პროსტა მაინტერესებდა
-რა ,რა გაინტერესებდა,მე ნებართვას მთხოვ? მერე მოგწონს შენი საქციელი?
-არა მე რჩევას გთხოვ(აი აქ ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი და დავიბენი,მივხვდი,რომ თუ რაკურსს არ შევცვლი ამ აზრის გამო შეიძლება ის დავკარგო)
-შენ გინდა მიწერო და გაიცნო?თვითონ! მაგრამ იმაზე დაფიქრებულხარ ის თუ წამოვა ამაზე თუ ექნება გაცნობისა და ურთიერთობის სურვილი, ან რა აზრის იქნება, თან როცა გცნობს შორიდან და იცის რომ ჩემი მეგობარი ხარ.
-აჰა,გავიგე შენი აზრი,მადლობა,
-მგონი შენ რაღაც არეული ხარ,ჰა?
-გოგო პროსტა ისეთ პონტში გკითხე როგორც დაქალის გადმოსახედიდან და არა ლევანთან ურთიერთობის გადმოსახედიდან ,კაი იტოკში დავლაგდები ცოტაა(და აი აქ ღიმილები მივწერე,თუმცა მე სულ არ მეღიმებოდა)
-მაინც ვერ გავიგე... სერიოზულად მითხარი ეგ რაც მითხარი?
-აუ ჩემიიიიი(და აქ კიდევ ვიღიმი)
-რა შენი?
-ხო აი სერიოზულად გითხარი ძააან(ირონია იგრძნობა ,რომ სერიოზულად არ მითქვამს)
-აბა რა მიზანი გქონდა ვერ მივხდიი...
-გოგო ღადაობის პონტი რააა... აქ ახალი იუმორი ავითვისე უკვე(ტყუილების თქმაც დავიწყე)
-საღოოლ მაგრად ღადაობ...
-ჰა ეხლა გაიგე იუმორი?(ვცდილობ მეგობარი არ დავკარგო)
-რავი ვერ ჩავწვდი მაინც რა აზრი ჰქონდა, მარა დაიკიდე...
-კაი...(თითქოს ამ თემაზე ლაპარაკი დამთავრდა მაგრამ ჩემს თავს რა მოვიხერხო? არ ვიცი ძალიან დაბნეული ვარ,ხომ შეიძლება არ გამომივიდეს ამ ბიჭთან ურთიერთობა,მაგრამ იმის შესაძლებლობა რათომ არ უნდა მქონდეს,რომ ვცადო. ალბათ იმიტომ ,რომ მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია,არადა ახლა სწორედ ამ ბიჭისნაირი ადამიანი მჭირდება გვერდით,ვინც ჩემზე იძრუნებს,ვეყვარები და დამიცავს).
შემდეგ ისევ ყოფით თემებზე დავიწყეთ საუბარი,მაგრამ ვიცი ,რომ ისიც ფიქრობს ახლა ამ თემაზე და არ ვიცი ეს საკითხი თავიდან როგორ ავიცილო.ვერც ვერავის ვეკითხები რჩევას და აზრს, ასე ინკოგნიტოდ ვწერ და ჩემი გრძნობები აქ გადმომაქვს.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა