"დაკარგული ადამიანი, ანუ ცხოვრებისეული არასრულფასოვნება" » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

"დაკარგული ადამიანი, ანუ ცხოვრებისეული არასრულფასოვნება"

ალბათ ახალი არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ ადამიანების ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს საკუთარი თავის აღმოჩენა, ან რეალიზება ან რაც გნებავთ ის უწოდეთ... ამ უკანასკნელს ყველა თავისებურად აღწევს, ან ვერ აღწევს და ერთხელ და სამუდამოდ იკარგება უკიდეგანო სამყაროში თავგზააბნეული, სრულიად მარტო. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ინდივიდი გადის საკუთარი თავის შეცნობის ეტაპებს. მხოლოდ ზოგიერთის შემთხვევაში ეს გაუცნობიერებლად ხდება, ალბათ იმიტომ, რომ არაფერი არაა ისეთი რთული ცხოვრებაში, როგორც საკუთარი ბუნებისთვის „ალღოს“ აღება. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში დაკარგვაც უცნაურად ჩვეულებრივი მოვლენაა და ვერ შეაჩერებს „გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი“. . . ყველაზე კარგი ალბათ ისაა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია დაკარგვის შემდეგაც კი, ხელახლა აღმოაჩინოს საკუთარი თავი, საკუთარი მე. არ ვიცი რაზეა დამოკიდებული ეს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ დაკარგული ცხოვრებისეული ორიენტაციის აღდგენა ხელახლა დაბადებას გავს. უბრალოდ ამ შემთხვევაში წარსული არ იკარგება და არა ახალ, არამედ იმ ადამიანად უბრუნდები ცხოვრებას, რომელიც ოდესღაც იყავი. დაკარგული გზიდან სწორ გზაზე დაბრუნებას ერთი უმნიშვნელოვანესი გარემო ფაქტორი აფერხებს - ძნელია წარმოიდგინო თუ რა რთულია ამ სიცრუისა და უსამართლობის „ოკეანეში“ სიმართლის წვეთი აღმოაჩინო და „დაიჭირო“... პირადად მე, ამ უკანასკნელს ვამსგავსებ საცირკო წარმოდგენას: თუ როგორ ცდილობს გაბმულ ბაგირზე მოსიარულე კლოუნი წონასწორობის შენარჩუნებას. და უცებ... (ხშირად ეფექტისთვის ან ნამდვილად) ბაგირი შეირხევა და როდესაც მთელი დარბაზი მძაფრი ადრენალინითა და შიშით გაირინდება ბაგირი გასწორდება და კლოუნსაც „სასიკვდილო“ საფრთხე ასცდება... მსგავსი საშიშროება ცხოვრებაშიც არ არის იშვიათი მაგრამ ერთი განსხვავებით - ცხოვრებაში, ცირკისგან განსხვავებით, საშიშროება რამოდენიმე წამი არ გრძელდება და ეს შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი იყოს. რამდენჯერ მიცდია წარმომედგინა, თუ რას გრძნობს ადამიანი როდესაც მას აქვს მსგავსი „ჩავარდნა“ ანუ შეუმდგარი, არასრულფასოვანი ცხოვრების კომპლექსი, თუ რას გრძნობს ადამიანი მსგავს მომენტებში, თუნდაც ის რამოდენიმე წუთს ან წამს გაგრძელდეს... პირველ რიგშე ეს ალბათ არის უიმედობის უზარმაზარი მორევი, სადაც ცდილობ რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვო და ცხოვრებას აზრი დაუბრუნო. მიუსაფარი სული, რომელსაც ნავსაყუდელი ვერსად უპოვია, უგზო უკვლოდ დაეხეტება და ირგვლივ ყველაფერს ედება. ალბათ ეს ის მომენტია, როდესაც ადამიანის არსებას მთლიანად იპყრობს საკუთარი მდგომარეობით გამოწვეული უდიდესი ტრაგიზმი და ცდილობს ჩანასახშივე ჩაახშოს ყველა სახის დადებითი... არვიცი, არვიცი... რთული რამაა ეს ცხოვრება... კიდევ უფრო რთულია ადამიანი!

კობა შათრიშვილი

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა