"ადამიანი რომ ყოვლისშემძლე იყოს..." » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

"ადამიანი რომ ყოვლისშემძლე იყოს..."

საქმე იმაშია ვინ როგორ მოაწყობდა ირგვლივ ყველაფერს ყოვლისშემძლე რომ იყოს. ბევრს ვფიქრობ ადამიანური ბუნების უკიდეგანო შესაძლებლობებზე. ეს ბუნებაა სწორედ ხანდახან რომ იპყრობს მთლიანად ადამიანის მთელს არსებას და ისეთ რამეზე მოაწერინებს ხელს რასაც საღად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს ჩაიდენდა. ხოდა ადამიანის ხელით შექმნილ სამყაროს აუცილებლად განაპირობებდა მისი ის არაადამიანური ბუნება, ანუ „მეორე მე“ ოღონდ ის მეორე მე სულ სხვაა და არა ჩვეულებრივი მეორე მე რადგან ეს ის შემთხვევა იქნებოდა, როდესაც ეს „მე“ ყოვლისშემძლე არსებად იქცეოდა და ამ განუზომელი ძალაუფლების პატრონს ძირითად მესთან ჭიდილი კი არ მოუწევდა გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ თავად განაგებდა ყოველივეს. მიცდია კიდეც წარმომედგინა როგორი იქნებოდა სამყარო, იმ მოთხოვნილებების მიხედვით რომ შექმნილიყო, რაც უიშვიათესი ჯიშის ცხოველს - ადამიანს გააჩნია, მაგრამ რამდენჯერაც წარმოვიდგინე ეს უკანასკნელი ყოველთვის ერთ გარდაუვალ ჭეშმარიტებას წავაწყდი, ეს იყო უსაზღვრო უსამართლობა და ქაოსი, რადგანაც ერთი ადამიანის ინტერესი ყოველთვის მეორესას კვეთდა და პირიქით. ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სამყაროში ადამიანს ერთი უბადრუკი არსების ადგილი უნდა ეჭიროს და არა „კანონმდებლისა“. ადამიანი რომ ყოვლის შემძლე იყოს? - ჰმ...

კობა შათირიშვილი

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა