"დანაშაული და სასჯელი" » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

"დანაშაული და სასჯელი"

"დანაშაული და სასჯელი" პირველი ნაწარმოები იყო, რომელიც წავიკითხე დოსტოევსკის შემოქმედებიდან... მის ნაწარმოებებს ერთი, მეტად საინტერესო თვისება ახასიათებთ- არ მეგულება მწერალი, რომელიც ისე ღრმად წვდება ადამიანის სულიერ სამყაროს, როგორც დოსტოევსკი. ალბათ სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ რომანის კითხვისას მის გმირებს ისე კარგად გავეცანი, წარმოდგენა მექმნებოდა, თითქოს მათ მთელი ცხოვრებაა ვიცნობდი, ვუთანაგრძნობდი და ვგულშემატკივრობდი. რაღაც არაამქვეყნიურ კავშირს ვგრძნობდი მათთან და მთელს იმ საოცრად მშვენიერ სამყაროსთან, რომელშიც რომანის კითხვისას ვმოგზაურობდი და ამიტომაც მის დასასრულს სევდიანი განცდა მეუფლებოდა, თითქოს რაიმე ჩემთვის უზომოდ ძვირფასს ვეთხოვებოდი...
რომანში საოცრადაა გადმოცემული ადამიანების ჭიდილი ბედთან, საზოგადოებასთან და საყოველთაოდ აღიარებულ, გაბატონებლ თეორიებთან და ეს ყველაფერი ქმნის უზარმაზარ ტრაგიზმს, რომელიც თავიდან ბოლომდე გასდევს ნაწარმოებს და თითქმის ყველა გმირს ითრევს უსუსურობის განცდისა და ამაოების დიდ მორევში, სადაც ავტორი იშველიებს ადამიანის ფსიქოლოგიის უკიდეგანოდ სიღრმისეულ ცოდნას და მკითხველისთვის ერთი ორად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის მის თითოეულ სტრიქონს...
დანაშაულის ჩადენა და მისი სამართლებრივი და ზნეობრივი რეზულტატი. როდიონ რასკოლნკოვი - სახე ადამიანისა, რომელმაც საკუთარი თავი (და არამარტო) სამუდამო ტანჯვისთვის გაიმეტა, არის მტკიცება იმისა, თუ რა ბევრად აღემატება მორალური სასჯელი სამართლებრივს. 8 წელი კატორღა ხომ მართლაც საერთოდ არაფერია იმ ფსიქოლოგიურ წნეხსა და სტრესთან, რამაც სამუდამოდ შეიწირა ახალგაზრდა, "ნასტუდენტარი" როდიონ რასკოლნიკოვის ცხოვრება.
ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო თედორე დოსტოევსკის შემოქმედებაზე და მის ღირსებებზე, თუნდაც კონკრეტულად ამ ნაწარმოებზე, რადგანაც მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ დანარჩენი სჯობს თავად დოსტოევსკიმ თქვას:
თ. დოსტოევსკი - "დანაშაული და სასჯელი", ამონარიდები:

„ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია… კი, ნამდვილად ასეა… საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა…“

„სიღარიბეში შეიძლება კიდევ შეინარჩუნოთ თანდაყოლილი კეთილშობილური გრძნობები, მაგრამ გლახაკობაში ვერასოდეს ვერავინ ვერ შეინარჩუნებს.“

„თუ მართლა საზიზღარი არ არის ადამიანი და მთელი ადამიანის ტომი? ჩანს, მაშინ ყველაფერი ცრუმორწმუნეობა და განგებ შექმნილი შიში ყოფილა, არავითარი საზღვარი არ არსებულა და ყოველივე ასეც უნდა იყოს!..“

„სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაჩუქარი, მეტს ვეღარ ვეღირსები: არა მსურს „საყოველთაო ბედნიერებას“ ვუცადო. მინდა თვითონაც ვიცხოვრო, თორემ თუ ასე არ იქნა, სიცოცხლე არა ღირს.“

„ტანჯვა და ცრემლი ხომ იგივე სიცოცხლეა."

კობა შათირიშვილი

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა