შერჩა სამყაროს გულწრფელი ადამიანები » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შერჩა სამყაროს გულწრფელი ადამიანები

შერჩა სამყაროს გულწრფელი ადამიანები

,,დღეს სრულიად მოულოდნელი და სასიამოვნო რამ შემემთხვა,სკოლიდან წამოსულს მეზობელს ეკლესიაში გავყევი,ეკლესიის მისვლამდე გვირილა ვნახე და მოვწყვიტე,ვიფიქრე სახლში წავიღებ და ჩემს საყვარელ დღიურში ვუპოვი ადგილს.ეკლესიის ეზოში ჩამოვჯექი და ჩემს წარსულსა და აწმყოს გადავხედე:ყველაფერი გავიხსენე,ტკივილიც,სიხარულიც,ტანჯვით გავლილი დღეებიც,გავიფიქრე რომ ყველაფერი შესაძლო იყო სხვაგვარად ყოფილიყო,სხვაგვარად ამხდენოდა ნატვრები...ვიფიქრე და ერთი პატარა გოგონა ვნახე რომელიც ერთ-ერთი მრევლის შვილი აღმოჩნდა...თამაშობდა,შემდგომ მე გამომხედავდა შეუმჩნევლად...როცა ცრემლები ნახა აშკარად დამიწყო ყურება და მაშინ ვიგრძენი რომ ძალიან გავდა ჩემს პატარას <3 მოვიდა და მკითხა:დედიკო გყავსო ავად? არამეთქი...მამიკო გყავსო აბა ავად? არა მეთქი (ეს იმიტომ რომ შესაძლო იყო არ სცოდნოდა რა იყო სიკვდილი)...გაკვირვებით შემომხედა,დამაკვირდა და მითხრა: ჩაგეხუტებიო და ტკივილი გაგივლისო <3 (საოცარი ბავშვი იყო) <3 ჩამეხუტა და უფრო გაუკვირდა როცა ცრემლები ისევ ნახა,მითხრა: ჩემი დედიკო ამბობდაო რომ როცა გტკივა რამე უნდა ჩაეხუტოო იმას ვინც ძალიან გიყვარსო,ანუ მე შენ შემიყვარდიო,მაგრამ ჩემი ტკივილიც არ ნელდებაო რადგან დედიკო ზეციდან მიყურებსო და არ შემიძლიაო მას ჩავეხუტოო...შენც ვინმე გყავსო ზეცაში? მეც თავი დავუქნიე...ჩემს დედიკოს გვირილები უყვარდაო და აღარ იტიროო,არ გიხდებაო,მიდი და უთხარიო <3 თითქოს ეს პატარა გოგონაც კი მიხვდა სათქმელს...გამიხარდა რომ ასეთი საოცარი ბავშვი გავიცანი მაგრამ გული მეტკინა როცა ეს ყველაფერი მითხრა:მივხვდი რომ ასეთმა პატარამ ამდენი გადაიტანა და მაინც გულწრფელად იღიმის,ასევე ჩემ,საკუთარი თავის შემრცხვა რადგან მე ვერ ვერეოდი ტკივილს <3 ...ეს გვირილა კი მისგან სამახსოვროდ დამრჩა <3

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა