დაუნდობელი (სრულად) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

დაუნდობელი (სრულად)

დაუნდობელი (სრულად)

მხოლოდ ორი კვირაა რაც ამ ჯოჯოხეთში დაიწყო მუშაობა,და უკვე ჰგონია,რომ დედამიწის ზურგზე ჯოჯოხეთი აღმოაჩინა.ბავშვობიდან სძულს ძალადობა და მოძალადე ადამიანი,ახლა კი გაჭირვებამ აიძულა,რომ თავად გამხდარიყო ყოველივე ამის ყოველდღიური მაყურებელი.ბრძოლა წესების გარეშე,ეს ის სამყაროა სადაც არ არსებობს შეცოდება,დანდობა,გვერდში დგომა...აქ ყველა მხოლოდ სახელისათვის იბრძვის,რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი გასამრჯელოა,მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს ხალხი ერთმანეთს სახელის გამო ხოცავს...
დღესაც ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში.კუთვნილი ფორმა მოირგო და წინა ღამით დაბინძურებული ოთახის მოწესრიგებას შეუდგა.იატაკი სავსე იყო სიგარეტის ნამწვებითა და სხვა ნაგვით.საბრძოლო არენა სისხლით დაფარულიყო,თან გულისამრევად ყარდა.ყველაფერი მოაწესრიგა,ლაგების პროცესში თავისთვის ღიღინებდა რათა მოზღვავებული ემოციები დაეოკებინა.კარგად იცის რომ რაც ამ შენობაში ხდება,მის საზღვრებს არ უნდა გასცდეს,ამ თემასთან დაკავშირებით გაფრთხილებაც მოისმინა,და საკმაოდ შეშინდა კიდეც.მაგრამ როგორია შენ თვალ წინ ადამიანი მოკლან და შენ იმის შესაძლებლობა არ გქონდეს,რომ მისი მკვლელის სამაგალითოდ დასჯაში წვლილი შეიტანო,მხოლოდ იმიტომ,რომ შესაძლოა ამ საქციელის გამო თავად გამოესალმო სიცოცხლეს...მანამ სანამ ხალხი მოვა შეუძლია დაისვენოს,მერე კი მათი მომსახურება მოუწევს,იმის ყურება თუ როგორ უერთიანებენ ერთმანეთს ძვალსა და რბილს ახალგაზრდები,იმის ატანა,რომ ყოველი მეორე არამზადა მის უკანალს თვალს,ანდაც ხელს გამოაყოლებს,და ეს ყოველივე იმისათვის,რომ ბინის ქირა გადაიხადოს და შიმშილით არ მოკვდეს...
ფიქრი გაუგრძელდა,მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა სხვა გოგონები რომ მოვიდნენ,მათ საუბარსაც მოჰკრა ყური ,მაგრამ დიდად არ დაინტერესდა,ამიტომ საღამოსათვის მზადება დაიწყო.არ არიან სალო და ნათია ცუდი გოგოები.ისინიც კესოსავით ღარიბი ოჯახის შვილები არიან,მაგრამ ბევრად უფრო გასულები,ვიდრე კესო...
-იცი?! დღეს თურმე გაბოც მოვა.
-არ მჯერა,ნუთუ მოსკოვიდან დაბრუნდა?
-გუშინ დაბრუნებულა და გაუგია რომ აქ პირველი მებრძოლი ლექსო ყოფილა.ასე უთქვამს ახლა აუცილებლად გავუერთიანებ თავ ყბასო.
-და შენ საიდან იცი?
-ჩემი მაგობარი,მაგის ძმაკაცთან მეგორობს,ხომ ხვდები,და გაუგია გუშინ როგორ ლაპარაკობდნენ.
-ესიგი დღეს უფრო მონდომებულად უნდა მოვემზადო საღამოსათვის,იქნებ დავკერო.
-მე მაინც მგონია რომ მარტო არ მოვა...

თავადაც იცის,რომ სხვისი საუბრის მოსმენა ცუდი საქციელია,მაგრამ შემთხვევით მოუვიდა.თან ისიც არ იცის ვინ არის გაბო.ლექსოს ყოველ ღამე ხედავს,და უკვე დარწმუნებულია იმაში,რომ მიუხედავად მომაჯადოვებლად მამაკაცური გარეგნობისა,იმ მხეცს გული არ გააჩნია,და მხოლოდ ვნებებითა და კუნთებით აზროვნებს.უკვე ერთი კვირაა რაც მისი მანქანა დაჰყვება უკან,თანაც მისი გამოხედვა აშინებს,ისე იყურება თითქოს მის სხეულში რაიმე მხეცია ჩასახლებული და მის შესაჭმელად გამოსვლას ლამობს.ყველანაირად ეცადა მისი საქციელი დაეიგნირირებინა,მაგრამ ამან ალექსანდრე კიდევ უფრო გაახელა,მისი თავიდამ მოშორება ვერა და ვერ შესძლო,ეს უკვე ძალიან უშლის ნერვებს.გაუხარდა,უნდა აღიაროს რომ გუხარდა როცა შეიტყო,რომ ვიღაც მისთვის ჭკუის სწავლებას აპირებდა.მიუხედავად იმისა,რომ მსგავსი საქციელი მასში ზიზღს იწვევს,თვლის,რომ ამ ხეპრეს,თავში ერთი ორი წამოთავაზება არ აწყენს,იქნებ ეს საშინელი თავმოყვარეობა ცოტათი მაინც შეელახოს...
მოემზადა და მთავარი დარბაზისაკენ გაემართა,იქ შესულს ხალხის დიდი ნაწილი მოსული დახვდა,მებრძოლთა უმეტესობაც საბრძოლო არენაზე შეკრებილიყო და რაღაცაზე თათბირობდა.დღეს რაღაც იმაზე ცუდათაა ვიდრე სხვა სამუშაო დღეებში არის.უხასიათოდ,ყალბი ღიმილით მიაქვს სასმელი იქ მსხდომთათვის,და ცდილობს მოკლე ქვედა ბოლო შეძლებისდაგვარად დაბლა დაჰქაჩოს,სიარულისას კიდევ უფრო მაღლა რომ იწევს.
-ის არის! კი,ნამდვილად ის არის.შეხედა რა სიმპატიურია.ვაიმე ნახე როგრ იღიმის...
-ხო მართალი ხარ,ახლა მესმის მეგობრის,მშურს კიდეც მისი.შეხედე აქეთ მოდის...
-მემგონი რაღაც უნდა,უყურე ხელს წევს.
-მე მოვემსახურები...
-ხომ იცი,გაბო მხოლოდ ვისკის სვამს.
-ვიცი,აქ რომ დადიოდა სწორედ მაშინ დავიწყე მუშაობა.
როგორც ყოველთვის ახლაც საშინელი სიტვაციაა.სიგარეტიის,სასმლის და იაფასიანი სუნამოს სუნი ერთმანეთში ირევა და საცაა გონებას დაკარგავს.სახე ძირს აქვს დახრილი და მხოლოდ იმაზე ფიქრობს როდის მოახერხებს სახლში წავლას,მაგრამ იცის რომ დრო სწორედ ახლა გავა ძალიან ნელა და დამღლელად.სასმლის ასაღებს მიდიოდა როდესაც ვიღაცის ფეხს წამოედო და კინაღამ ძირს გაწვა,მაგრამ დროულად მოახერხა თავის შეკავება და გამწარებულმა ახედა მასზე მაღალ,არა ძალიან მაღალ მამაკაცს.გრძელი,წითური თმები გვერდზე გადაიყარა და მგაბრაზებული თვალებით ქვემოდან ამოჰხედა.ამით ანიშნა,რომ მისი საქციელით მამაკაცისაგან განსხვავებით,კმაყოფილი სულაც არ იყო.
-რა გნებავთ?...მაინც ვერ გადააბიჯა ზრდილობას და კულტურულად დაუსვა კითხვა უცნობს. აქ მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უცნობია,მაგრამ ამას მართლა პირველად ხედავს.თან ასეთი ტუჩების პატრონს კარგა ხანს ვერ დაივიწყებდა.
-მხოლოდ სასმელი და ერთი ვნებიანი ღამე თქვენთან...არა ეს უკვე ზედმეტია,ასეთი უზნეო როგორ არის.აქ ასეთს მხოლოდ ალექსანდრეს იცნობდა,იცნობდა ზედმეტან მტკიცე ნათქვამია,მხოლოდ ალექსანდრეს შეხვედრია,მაგრამ ასე პირდაპირ მასთან დაწოლა ჯერ არავის შემოუთავაზებია.ახლა მხოლოდ მოთმინება სჭირდება,მერე მშვიდად წავა სახლში და აბაზანაში განცხრომას მიეცემა.
-რომელი სასმელი გნებავთ?...ძვლივს შენარჩუნებული მოთმინებით იკითხა და გადაწყვიტა საერთოდ დაევიწყებინა ამ უზნეო მამაკაცის სიტყვები.
-სამი ჭიქა და ვისკის მთლიანი ბოთლი მოგვიტანე,აი იმ მაგიდასთან,ლამაზო,ორი წვენიც გამოაყოლე...ტუჩის კუთხე ჩატეხა,და თან თითით მაგიდისაკენ გაახედა სადაც ორი ახალგაზრდა ბიჭი და რამდენიმე გოგონა იჯდა.
-ახლავე...ნაძალადევად გაუღიმა მოსაუბრეს,შეკვეთა ჩაიწერა და სინით ხელში,ახლა უფრო ფრთხილი ნაბიჯით გასწია სასმლის ასაღებად.იქ მისულს განაწყენებული ნათია შემოეგება.სანამ რამეს ეტყოდა თავის ყველა საქციელს გადახედა,მაგრამ ვერც ერთი ისეთი საქციელი ვერ გაიხსენა,რომელიც მას გაანაწყენებდა.ამიტომ უბრალოდ დაელოდა,როდის გადმოვიდოდა შეტევაზე.
-კესო არ მითხრა,რომ შენც გაბოს შებმას გეგმავ,თორემ ყველაფერს დავივიწყებ რაც კი ჩვენ გვაახლოვებს და თვალებს ჩემი ხელით დაგჩიჩქნი,იცოდე არ გაპატიებ...ჯერ იმან გააოცა,რომ შემთხვევით შეიტყო მისი და ნათიას დაახლოვების ამბავი.მერე იმან გააოცა,რომ გოგონა მას სრულიად გაუგებარ თემაზე და უცნობ მამაკაცზე ესაუბრებოდა,ბოლოს კი იმაზე ფიქრს შეუდგა ვინ იყო გაბო,და საიდან მოიტანა ნათიამ მისი და ამ ზემოთხსენებულის შესახებ ასეთი აფსურდი.აშკარად დიდხანს ხარშავდა ამ ყველაფერს.როცა გონს მოეგო შეკვეთა მზად იყო,ნათია კი კლიენტებს ემსახურებოდა.
-მალე ბრძოლა დაიწყება...თქვა თავისთვის და საკუთარ თავს დაწყნარება დაუწყო.დღეს რაღაც უცნაური დღეა.
-ინებეთ თქვენი შეკვეთა,კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?...მოჩვენებითი ინტერესით იკითხა და სინი მკერდზე აიფარა.
-გმადლობ ლამაზო,დღეისათვის მეტი არაფერი.და ხო,დღევანდელ გამარჯვებას შენ გიძღვნი,ცნობისთვის,ალექსანდრეს ვებრძვი...ისევ ირონიულად ჩაიცინა კაცმა,და გოგონას ახლა თავად ამოჰხედა ქვემოდან.იცის რომ კლიენტებთან საუბარი ეკრძალება მაგრამ ახლა რამე უნდა უთხრას,თორემ გასკდება.
-რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული იმაში,რომ ალექსანდრეს დაამარცხებთ?ორივემ ვიცით,რომ ის დაუმარცხებელია...შეძლებისდაგვარად გესლიანად უთხრა მამაკაცს და მის გამომეტყველებას დააკვირდა.რომელზეც თავმომწონე ირონიული ღიმილი ჩამოერეცხა და მის სახეზე ახლა გაბრაზება გამოიხატა,უფრო გაცოფება.
-ჩემი კესარია მართალია,ჩემი დამარცხება ჯერ ვერავინ მოახერხა...არ იცის საიდან გაჩნდა მის გვერდით ასე უცებ ალექსანდრე და როდის შეუცურა თავისი ბინძური ხელები წელზე.იგრძნო თუ არა მისი ხელები თავის სხეულზე,მთელი ძალით დაეჯაჯგურა მას და მოიშორა.
-მე თქვენი არ ვარ ბატონო ალექსანდრე.დღეს ყველა ადამიანი თავისუფალია.თუ ამის შეხსენება გჭირდებათ შეგიძლიათ ახალ ამბებს უფრო ხშირად გაეცნოთ...მორჩა საერთოდ წავა ამ სამსახურიდან.აღარც ამ მთვრალი ხალხის ყურება უნდა და აღარც ლექსოს უზნეობის ატანა მოუწევს.
-ახლა ყველაფერი გასაგებია.ალექსანდრე,ვიცოდი რომ კარგი გემოვნება გქონდა,მაგრამ ამჯერად შეცდი.ალბათ საწოლშია მაგარი.მხარში დგომაც სცოდნია,მაგრამ დიდად შორსმჭვრეტელი ვერ არის...ალექსანდრეს სახეზე გაოცება რომ გამოიხატა,მაშინ გაიაზრა მანაც,რომ ახლახანს ის იმ გაბოს ესაუბრებოდა,მოსკოვიდან რომ დაბრუნდა,იმისათვის რომ ლექსო თავის ადგილზე მოსვას.ღმერთო ჩემო რა პატარაა ეს კლუბი...მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუღრმავდა მამაკაცის სიტყვებს,და მიხვდა რომ ფაქტიურად კახპად შერაცხეს.
-უკაცრავად,რაღაც გეშლებათ.მე და ალექსანდრე?! არაა,ეს სასაცილოა.უკაცრავად მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ,კლიენტებს უნდა მოვემსახურო...სწრაფად გაეცალა მათ მაგიდას,რომლის წინაც ორი მამაკაცი ერთმანეთს ზიზღით სავსე მზერას არ აშორებდა და დაწმუნებულია გონებაში ორივე მათგან ერთმანეთი უკვე დახოცილი ჰყავთ. მიდიოდა და თან საკუთარ თავს ლანძღავდა.როგორ ვერ მიხვდა ვის უტრიალებდა ენას,რა არ ასვენებს ნეტავ.ერთ დღესაც შარში გაეხვევა და მერე ვეღარავინ უშველის.ახლა უნდა დამშვიდდეს და თვალი მოედნისაკენ არ გაექცეს.
ბრძოლა დაიწყო,ხალხმაც ხმაური ატეხა.ფსონები უკვე დადებულია...
რინგისაგან ზურგშექცვით იდგა და ყველანაირად ცდილობდა ტკივილნარევი ღრიალისათვის ყურადღება არ მიექცია.ზიზღს გრძნობდა ყველა იმ ადამიანის მიმართ,ვინც ამ ბიჭების სიცოცხლეზე ფსონს დებდა.ამ ხალხის წამოძახილები,რომლებიც ხშირ შემთხვევაში უწმაწურია,მხოლოდ იმის გამო არის გაჟღერებული,რომ ერთ-ერთმა მებრძოლმა მათი იმედები ვერ გაამართლა,მაგრამ არავის აწუხებს ის ფაქტი,რომ დამარცხებული ბიჭი,რომელიც ოც წელზე მეტის ვერ იქნება,შესაძლოა ახლა სიკვდილს ებრძოდეს.
გახედვა მხოლოდ ნაცნობი სახელების გაგებისას მოახერხა,ისიც გაუცნობიერებლად.რინგზე ალექსანდრე და გაბრიელი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და გამხეცებული მზერით უყურებდნენ ერთმანეთს.არ იცის რატომ მაგრამ ახლადგაცნობილის გამო ძალიან ღელავს,იქნებ იმიტომ რომ მასზე გაბრაზებულია,იმ მიზეზით,რომ ქუჩის ქალად შერაცხა,და არარსებული რომანი გაუბა ლექსოსთან.აღელვებული შეჰყურებდა მამაკაცის დაჭიმულ კისერს და მომუჭულ ხელებს.რატომღაც მოუნდა რომ მის გვერდში დამდგარიყო და დაემშვიდებინა.უნდოდა რომ ისიც სხვებივით მხეცად არ წარმოედგინა.მაგრამ უკვე გვიან იყო.შეძახილი გაისმა და ორივე მათგანი გახელებული ეძგერა ერთმანეთს.პირველი დარტყმა გაბომ იგემა და ამაზე მსუბუქი წამოძახილი ვერ შეიკავა კესომ.მეორე და მესამე მუშტიც მამაკაცის სახეს მოხვდა,მაგრამ ბოლოს მოახერხა და ალექსანდრე ძირს დააგდო,თავად ზემოდან მოექცა და სახეში ისეთი ძალით დაარტყა მუშტი,ლექსოს მაგივრად მას ეტკინა.ბრძოლა კიდევ რამოდენიმე წუთს გაგრძელდა და კესოც გაუაზრებლად მიუახლოვდა არენას.თან შეშინებული თვალს არ აშორებდა გაბრიელის სისხლით მოსვრილ სახეს.იმ წუთს მისი ჭრილობები თავადაც სტკიოდა,მისი გამარჯვება უხაროდა,ნაწილობრივ სძულდა იმის გამო,რომ ასეთი ცხოველური რამ გააკეთა,მაგრამ მეორე მხრივ დარწმუნებული იყო,რომ ალექსანდრე ასეთ მოპყრობას იმსახურებდა და არ ამტყუნებდა მას.გაუაზრებლად წამოიყვირა და რამდენეჯერ ტაშისკვრით შეხტა.მერე სწრაფად მოთოკა მოზღვავებული ემოციები და მამაკაცს ფარულად შეხედა.სწორედ მაშინ,როდესაც გაბოც მას უყურებდა და რამდენად ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვონოთ,დიახ მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა,და ამ დროს ორივე თუ არა კესო მაინც მიხვდა რომ ამ მამაკაცის მიმართ გულგრილი უკვე არ იყო,მაგრამ ეს მხოლოდ გულის ერთ მალულ,ბნელ წერტილში.გაბრიელმა გოგონას ჯერ ალექსანდრეზე მიანიშნა,მერე კი თითქოს მზერით უთხრა შენ გეძღვნებაო.შემდეგ ისევ ცალყბად ჩაიცინა და არენიდან ჩამოვიდა...
მთელი საღამო აღარ მოუკრავს მისთვის თვალი,ასე უფრო წყნარად აკეთებდა საქმეს.ეს დღე შედარებით მალე დასრულდა.ისე გაუხარდა საათს რომ შეხედა და დილის ოთხი საათი ამოიკითხა,რომ კინაღამ ცეკვა დაიწყო.ახლა მხოლოდ მებრძოლთა გასახდელს დაალაგებს და სახლში წავა.
გასახდელში შესულს ალექსანდრე ისევ იქ დახვდა.მუხლებში თავჩარგული იჯდა,და სავარაუდოთ ფიქრებით ძალიან შორს იყო.ფრთხილად შევიდა და ოდნავ ჩაახველა,რათა მისი ყურადღება მიექცია.სწრაფად ამოჰხედა ქვემოდან და ინეტერესიანი მზერა მიაგება.მერე ირონიულად ჩაეღიმა.
-რამ შეგაწუხა!
-მე გასახდელი უნდა დავალაგო,ბატონო ალექსანდრე....თავი დახარა და ისე მიმართა მამაკაცს.რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ გოგონას ისევ ამოჰხედა და დარწმუნებით მიმართა.
-პირველივე ნახვისას მოგეწონა არა?!...არ უარყო მიუხედავად იმისა,რომ ძირს ვეგდე დავინახე მისი გამარჯვება,როგორ გაგიხარდა.მიუხედავად იმისა,რომ ბოლო ორი კვირაა ჩემს ყველა გამარჯვებას შენ გიძღვნი,შენ ოდნავადაც კი არ მაქცევ ყურადღებას.მე მართლა მომწონხარ,ყოველგვარი ტყუილის გარეშე.შენ სხვა გოგონებს არ ჰგავხარ,მათთსავით გარს არ მეხვევი,არ ხარ აღტაცებული იმით,რომ ეს ჩემი ერთადერთი დამარცხება იყო,იმ ბრძოლებს შორის რაც კი ჩამიტარები...ბოლოს ხმის ტონს საგრძნობლად აუწია...მითხარი რა დაინახე მასში ისეთი,რაც მე არ მაქვს,რითი მჯობს,მე გულით მიყვარხარ კესო,ძალიან მიყვარხარ,ის ...ის ვინ არის,არავინ...უკვე ღრიალებდა და კესოც შეშინებული კარებს მიჰყრდნობოდა.ახლა ნამდვილად წავა სამსახურიდან და სულ არ ადარდებს თუ გინდა შიმშილით მომკვდარა,ხიდის ქვეშ.თან ვერ ვერაფერს ვერ ეუბნება.არადა კესოს აზრით,გაბრიელი ერთი ჩხუბისთავი,თავმოყვარე ბიჭია,რომელმაც არც დამარცხება იცის რა არის და არც პატივისცემა.მაგრამ ასე მხოლოდ კესოს გონება ფიქრობს.
სწრაფად გამოეცალა ლექსოს და მენეჯერთან შევიდა.ცოტა ხანში უკვე თავისუფალი ადამიანი იყო,ხვალ საღამომდე შეძლებდა ძილს და აღარც ამ ცხოველების ყურება მოუწევდა.აღარც ნათიას მკვლელ მზერას შეეჩეხებოდა.აღარც ლექსო შეაწყედა თავს და აღარც გაბრიელი მოუშლიდა ნერვებს.მოკლედ იმდენი „აღარც“-ი დაუგროვდა,რომ დაფიქრდა აქამდე რატომ არ წამოვიდა სამსახურიდან.სანამ სახლში მივიდა ფიქრიც მოახერხა.ფიქრობდა ალექსანდრეს სიტყვებზე და თავი უკანასკნელი ქუჩის ქალი მიაჩნდა.რატომღაც ტირილი მოუნდა.გული სტკიოდა,იმიტომ სტკიოდა,რომ სხვას ატკინა თავისი საქციელით,,სიმართლე რომ ითქვას არ სჟერა ალექსანდრეს სიტყვების“გულით მიყვარხარ“,მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ არა?!...ეს მაგალითი თავის დასამშვიდებლად მოიყვანა,თორემ ისე ორივე ჩვენგანმა ვიცით,რომ ადამიანს სწორედ გონებით უყვარდება,ვიცით რომ სიტყვები,გული მტკივა,გულით მიყვარხარ,გულით მიხარია,უბრალო აბსურდია.გულს ადამიანის სხეულში მხოლოდ ტუმბოს როლი აკისრია და ადამიანის გრძნობებთან არანაირი კავშირი არ აქვს.ჩვენ,ახალგაზრდები კი მას ათასი სულელური კუთხით ვიყენებთ.სიყვარულს სწორედ გულის ფონზე ვუხსნით ერთმანეთს.თუ გული გვტკივა მასში ისარს ვუყრით და არც ცხელი ცრემლები გვავიწყდება.მიუხედავად იმისა,რომ ყველამ ვიცით,რომ ეს სიმართლეა,ჩვენ საკუთარ თავს ილუზიას ვუქმნით ამ ორგანოს შესახებ.გონება კი სწორედ ის არის,რაც ადამიანს აიძულებს შეუყვარდეს,შესძულდეს და ასე შემდეგ.ორივე ჩვენგანს ხშირად გაგვიგონია ფრაზა,გონება ცდება,გულია მართალი.აფსურდია.სწორედ ამიტომ არ სჯერა ალექსანდრეს სიტყვების.აბაზანაში მყოფი ლექსოს სიტყვების უარსაყოფად ბიოლოგიურ ცნობებს იყენებდა,ამით უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა,ისე კარგად გამოსდის.აბაზანიდან ამოვიდა და საძინებელში შევიდა.პატარა ბინა აქვს სულ ორი ოთახისაგან შედგება.საძინებელში შესულმა სიცივე იგრძნო აივნის კარი ღია დარჩენია.თბილი ხალათი კარგად შემოიჭდო სხეულზე და აივანზე გავიდა.უბრალოდ ამ ღამით ცაზე ბევრი ვარსკვლავი იყო.ბავშვობიდან უყვარს ვარსკვლავიანი ცის ყურება და მათთვის ფიქრების განდობა.მაგრამ ეს ღამე გამონაკლისი შემთხვევაა.ცა ისეთი ლამაზია,პირდაპირ დამუნჯდა.თავისი ჭკუით ცაზე „დიდი დათვის“თანავარსკვლავედი მოხაზა,და საკუთარ სისულელეზე ჩაეღიმა.მობილურზე მოსულმა წერილმა კოსმოსიდან უკან,დედამიწაზე დააბრუნა.უცხო ნომერი იყო,წერილში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა „გაცივდები“.ჯერ გაოცდა,მერე შეშინდა,ბოლოს თვალების ცეცება დაიწყო და მისი ბინის წინ სიბნელეში სილუეტს მოკრა თვალი.ხელები ჯიბეში ჩაეწყო და მაღლა იყურებოდა.კვლავ შეეჩეხნენ ერთმანეთის მწველ მზერას,მაგრამ ამჯერად აღარც ერთს გამოუჩენი იმის ინიციატივა რომ გვერდით გაეხედათ.კესანე აღარ უყურებდა ვარსკვლავებს,მაგრამ მაინც დამუნჯებული იყო,თვალი გაეშეშებინა სიბნელეში მდგარი სხეულისათვის,რომელიც თითქოს აჯადოვებდა.არავინ და არაფერი სხვა.ირგვლივ სიბნელე,ლამპიონებიც კი არ ანათებს არემარეს,მხოლოდ მთვარე,რომელიც არასოდეს ყოფილა თბილისში ასეთი დიდი და ნათელი,მოციმციმე ვარსკვლავები,რომლებსაც ახალი საჭორაო თემა გამოსჩენიათ,და ორი ადამიანი,რომლებიც მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთს ვერ ხედავენ და ერთმანეთისაგან შორს არიან,უბრალოდ გრძნობენ ერთურთს.რამდენიმე საათის წინ დაუოკებელი,ველური ადამიანი,ახლა სრულიად უძრავად იდგა და სხეულის არც ერთ კუნთს არ ატოკებდა,გონება გასთიშვოდა ორივეს,ახლა მხოლოდ გული მუშაობდა,მხოლოდ ის აგრძელებდა ორივე მათგანის სხეულში ფეთქვას,ტუმბავდა სისხლს,და არ ადარდებდა ირგვლივ არავისი და არაფრის აზრი.გული იშვიათად გვმტყუნობს,აი რითი სჯობს იგი გონებას...
დილით საკუთარ საწოლში გამოეღვიძა,იმავე ხალათში.ჯერ გაიფიქრა იქნებ დამესიზმრაო,მაგრამ მერე საწოლთან დადებული ფურცლის ნაგლეჯი დაინახა.სწრაფად გადაშალა ოთხად გაკეცილი ქაღალდი და ღიმილით ამოიკითხა გაკრული ხელით ნაწერი წინადადება-„აივანზე ძილი სახიფათოა,ლამაზო,მე ყოველთვის ვერ დაგეხმარები“.დილა კარგი განწყობით დაიწყო,სწრაფად წამოდგა საწოლიდან,თან სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.ჯერ მოწესრიგდა,შემდეგ კი ცხელი კაკაო დალია და გაზეთი გადაშალა.ახალი სამსახური უნდა იპოვოს,თორემ სახლიდან გააგდებენ.რამოდენიმე განცხადება შემოხაზა,მაგრამ ახლა ვერ დარეკავს მობილურზე ბალანსი ამოეწურა.ახლა ეზარება ქვემოთ ჩასვლა საღამოს ჩავა,მობილურზეც ჩარიცხავს და საჭმელსაც იყიდის,წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილით მოკვდება.დღეს კარგ ხასიათზეა,აღარ ახსოვს არც ალექსანდრე და არც ის საზიზღარი ადგილი.ახლა მუსიკებს ჩართავს და თავისთვის მშვიდად იცეკვებს.კარგა ხანია აღარ უცეკვია,ადრე გრაფიკი ზედმეტად გადატვირთული ჰქონდა.დილით ადრე ამდგარი სამსახურში მიდიოდა,რათა საღამომდე კლუბის მოწერიგება მოესწრო.სახლში დილით ბრუნდებოდა და მხოლოდ სამი,ოთხი საათით ახერხებდა ძილს და მერე ისევ სამსახურში მიდიოდა.სკოლა რომ დაამთავრა მაშინ გაიაზრა,რომ უნივერსიტეტში ვერ გააგრძელებდა სწავლას,შესაძლოა გრანტიც აეღო,ამაში ეჭვი მხოლოდ თავად ეპარებოდა,სხვა ყველა უფასოზე მოხვედრას უწინასწარმეტყველებდა,მაგრამ მაინც შეიკავა თავი.ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი იქნებოდა,და კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავდა აუხდენელი ოცნებისაკენ,რომელსაც ექიმობა ჰქვია.აბეზარი აზრები მოიშორა და ცეკვას შეუდგა.თითქმის მთლიანად დაავიწყდა,თუ რამდენად სასიამოვნოა ცეკვის პროცესი.სიმღერის ჰანგებში მთლიანად ჩაიძირა და მხოლოდ ცეკვაზე ფიქრობდა.ახლა ცაში აფრენილ ჩიტს გავდა,ტყვეობის შემდეგ ფრთების გაშლა რომ მოახერხა და ზემოთ ცისაკენ გაფრინდა...იმაზე ადრე მოაღამდა ვიდრე ელოდა.ამიტომ სწრაფად გამოეწყო და მაღაზიაში ჩავიდა.ისე შივა,ერთ კამეჩს შეჭამდა.მაგრამ ახლა სალათით მოუწევს დაკმაყოფილება.კაკაოც იყიდა და მობილურზეც ჩარიცხა.სახლისაკენ მიდიოდა სადარბაზოსთან ახლოს გაბრიელს რომ მოჰკრა თვალი.ჩაეღიმა მისი დანახვისას,ამიტომ მამაკაცს რომ არ დაენახა დაბლა დახარა თავი.ვერ ხვდება რას უშვება ეს კაცი,ოცი წლის მანძილზე პირველად არის ასეთ სიტვაციაში.ყოველთვის იცინოდა იმ გოგონებზე ბიჭის დანახვაზე სახეს ღიმილი რომ უპობთ.ახლა თავად არის ასეთ სიტვაციაში.სადარბაზოს რომ მიუახლოვდა მამაკაცი ღიმილით გადაუდგა წინ,ამან ცოტა დააბნია.ჯერ კიდევ ეშინია მისი,ვერ ივიწყებს მის დაბერილ კისერს და ალმოდებულ თვალებს.მითუმეტეს რომ იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთნება ვინც ყველაზე მეტად სძულს და აშინებს.მაგრამ ის ხომ ერთხელ ნახა ბრძოლისას.სხვა დროს არასოდეს შეხვედრია მას იმ ჯოჯოხეთში.საკუთარ თავს არწმუნებდა იმაში,რომ გაბო სხვანაირი იყო და ამას ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიდა,ნუთუ მოსწონა?...არა სისულელეა,მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი,მაშინაც ისე უზნეოდ მოიქცა.თან პირდაპირ სექსი შესთავაზა.იქნებ ახლაც იგივე მიზანი ამოძრავებს?...ფიქრებიდან მამაკაცის ცივმა ბარიტონმა გამოიყვანეს,მის კითხვაში იგრძნობოდა მოლოდინი,იმედი და ამავდროულად დიდი ვნება.სწორედ ამ უკანასკნელმა დააფრთხო გოგონა.
-ამ საღამოს ჩემთან ერთად წამოხვალ...უფრო მოთხოვნა იყო ეს ვიდრე კითხვა...
-კითხვის ნიშანს ვერ ვხედავ.... გააბრაზა მსუბუქად ნათქვამია,უფრო გააცოფა მამაკაცის თავმოყვარეობამ.აქამდე თუ მასთან ერთად ერთი საღამოს გატარებაზე უარს არ იყოდა,ახლა სწორედ მის ჯინაზე ეტყვის უარს.აბა თუ ბიჭია ძალით წაიყვანოს.გაუჭირდება თუ რა.იმხელა მუტრუკი დაამარცხა და ხომ წარმოუდგენია კესოს რა უზამს.
-კითხვა არც ყოფილა...ნაგლურად მიუგო გოგონას და ორმაგად უფრო ნაგლურად გაუღიმა...ამ საღამოს გამოგივლი,მზად დამხვდი...გოგონას პასუხს აღარც დალოდებია,სწრაფი ნაბიჯით დატოვა კორპუსი.არა მაინც რატომ არის დარწმუნებული საკუთარ თავში ასე ძალიან.ალბათ იმიტომ,რომ ეს სულელი გოგო,მისი დანახვის თანავე დნება.მაგრამ მორჩა,მისი ზემოქმედების ქვეშ აღარ მოექცევა.ახლა სახლში ავა და სამსახურის თაობაზე დარეკავს.მერე აბაზანს მიიღებს და ტკბილად დაიძინებს.არსად წასვლას არ აპირებს,მითუმეტეს ახლა,როცა მამაკაცი ასე თავხედურად მოიქცა.რა ჰგონია,კესოც სხვების მსგავსად მარტივად ხელში მოსაგდები გოგო კი არ არის.ასე უნდა გაბრიელს,ვინმემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ასწავლოს ჭკუა.
მართლაც ისე მოიქცა როგორც დაგეგმა,რამოდენიმე გასაუბრებაზე წასვლაც გადაწყვიტა.მიუხედავად იმისა რომ დღე დატვირთული არ ყოფილა,განტვირთვა მაინც ძალიან ესაჭიროება.აბაზანა მოიმზადა და მასში ჩაწოლის თანავე განცხრომას მიეცა.აბაზანაში ნებივრობა ერთადერთი რამ არის,რაზეც უარს ვერასოდეს ვერ ამბობს.ფუფუნებას არასდროს ყოფილა ნაჩვევი,ერთადერთი რასაც სოფელში ყოფნისას ნატრობდა კეთილმოწყობილი აბაზანა იყო.ალბათ სასაცილოა მაგრამ მართლა ძალიან უყვარს წყალი.ახლაც ასე მოხდა.აბაზანაში ჩაწვა თუ არა მთლიანად გამოეთიშა სამყაროს.წამით განვლილ ცხოვრებას გადახედა.ერთადერთი და ნათელი მოგონება ბებიამისია...ექვსი წლის იყო როცა დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ.მამა არც არასოდეს უნახავს,მაგრამ ამ ფაქტს დიდად არ განიცდიდა.არც დედის მონატრებას მოუკლავს,ალბათ იმის გამო,რომ საოცარი ბებია ჰყვდა.ბებიასთან ერთად იზრდებოდა.დილიდან საღამომდე მთელს დროს მასთან ატარებდა,ვინაიდან და რადგანაც ბებიამისი სკოლაში მუშაობს,მასთან განშორება არ უწევდა.ბებიის ხათრით სწავლობდა,იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ამ ქალის წინაშე ეკისრა და მისი ამაგის დაფასებას ყველანაირად ცდილობდა.ბოლოს ბებიის სანდომიანი სახე დაუდგა თვალწინ.მერე ტკბილად ჩაეძინა.ხმაურმა გააღვიძა,ვიღაც სააბაზანოს კარებს მთელი ძალით ურტყავდა,სავარაუდოთ,ფეხებს და ხმამაღლა გაჰყვიროდა.თავიდან შეეშინდა,მერე ხმა ამოიცნო და ოდნავ დამშვიდდა,ამ უცნაურ შეგრძნებას ყურადღება არ მიაქცია.შეშფოთებულმა გამოაღო სააბაზანოს კარი და ხალათი უკეთ შემოიჭირა ტანზე.კარს მიღმა გაბრაზებული გაბრიელის სახე რომ დალანდა,ცოტა შეცბა. იმან გააკვირვა მის სახლში რომ დაინახა,არადა სახლის კარები ჩაკეტა,კარგად ახსოვს.
-შენ საერთოდ შეიშალე?!როგორ ფიქრობ,ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა შეიძლება?!იცი რამდენი ხანია ამ დაწყევლილ კარს ვუბრახუნებ ხელებს?...ისიც კი ვიფიქრე თავს რამე ხომ არ აუტეხამეთქი.შენ კი...თურმე ძალიან წყნარად გძინავს აბაზანაში...უცებ ვერ გაიაზრა კესანემ,კონკრეტულად რა მიზეზით ეჩხუბებოდა კაცი.ან რა უფლება ჰქონდა ასე რომ უვარდებოდა სახლში და აქეთ ეჩხუბებოდა.იმ წამს ისე გააცოფა კაცის საქციელმა რომ კონტრ შეტევის არ განხორციელების შემთხვევაში გასკდებოდა.
-რა უფლებით მივარდები სახლში და მითუმეტეს რა უფლებით მიკრძალავთ ჩემს საკუთარ სახლში აბაზანით სარგებლობას.მე მინდა აბაზანაში დავიძინებ,მინდა საწოლში...გოგონას ხმაში პროტესტის ტონმა გაიჟღერა,რამაც მამაკაცს ღიმილი მოჰგვარა.კაცის სახეზე ღიმილი რომ შენიშნა ამან ხომ მთლად გააცოფა.მას აქ ნერვები შეერყა,გააფთრებულია იმის გამო,რომ მის სახლში ვიღაც ჩხუბისთავი,გაუზრდელი და კატასტროფულად თავმოყვარე მამაკაცი შეიჭრა.ესეც არ იკმარა და მის სრულიად მისაღებ რეაქციას დასცინა.ამის შემდეგ მიდი და ის ლამაზი თვალები არ ამოსჩიჩქნო.
-იცი ახლა რა საყვარელი ხარ?გაბრაზება ძალიან გიხდება...გაბრიელმა ეს სიტყვები ძალიან ჩუმად ამოთქვა.თითქოს აქამდე თავად არ აზანზარებდა ბინის კედლებს.შემდეგ გაოცებული გოგონასაკენ,რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა ამ უცნაური ადამიანის თავს,ფრთხილად დაიხარა და საფეთქელთან აკოცა.იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის ქცევა კესანესათვის,რომ სხეულში დავლილმა ელექტრო ენერგიამ კინაღამ იატაკზე მოადენინა ზღართანი.სამაგიეროდ ხალათის ბოლოებზე შეშვა ხელი,ხალათის დეკოლტე საკმაოდ გაღრმავდა,საიდანაც მიმზიდველად იყურებოდა მისი მკერდი.ალბათ გაბრიელიც მიხვდა რომ მსგავს ცდუნებას ვერ გაუძლებდა,ამიტომ სწრაფი ტემპით მოშორდა გოგონას და სახლიდან გავიდა.სააბაზანოს კართან კი კვლავ ნირვანაში მყოფი კესანე დატოვა,რომელიც ახლაც გრძნობდა მამაკაცის მძიმე სუნთქვას და მსხვილ,თბილ ტუჩებს საკუთარ საფეთქელთან.არა ეს კაცი საოცრად აბნებს.თავი გააქნია,მერე ჩაეღიმა და ასე გაღიმებული გავიდა საძინებელში მოსამზადებლად.მერე საწოლში შეგორდა და ისე ტკბილად დაიძინა არასოდეს რომ არ სძინებია...
დილით ენერგიულად წამოდგა.სააბაზანოში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად და უცებ თვალწინ გუშინდელი სცენა დაუდგა.ისედაც მომღიმარი სახე კიდევ უფრო გაუნათდა და გასაუბრებისათვის მზადება დაიწყო.მერე კაკაო მიირთვა და დანიშნულების ადგილისაკენ გაემართა.არ შეიძლება ძველ სამსახურზე გადაყოლა,მაგრამ ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ,როდესაც უმაღლესი განათლება არ გაქვს მიღებული,თან არც გამოცდილება გაგაჩნია.მიუხედავად იმისა,რომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.უმაღლესზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა.ახლა კი შავ სამუშაოზეც თანახმაა,ოღონდ საკუთარი თავის რჩენა მოახერხოს.გასაუბრება ერთ პატარა კაფეში დაუნიშნეს,რამოდენიმე წუთით ადრე მივიდა,მაინც ყოველი შემთხვევისათვის.გარემო მყუდრო და წყნარი აღმოჩნდა.ერთ პატარა ოთახში მხოლოდ სამი-ოთხი მაგიდა თუ იდგა,კაფის მარჯვენა მხარე კი მთლიანად წიგნების უზარმაზარ თაროს ეთმობოდა.თავადაც უამრავი წიგნი აქვს,ბავშვობიდან გიჟდება კითხვაზე.მაგრამ მისი სახლის ბიბლიოთეკა წიგნების ნაკლებობას განიცდიდა.ამ ფაქტს ყოველთვის ძალია განიცდის და დღემდე სჯერა რომ ოდესმე მისი საკუთარი ბიბლიოთეკა ექნება.სადაც დროს საათობით გაატარებს.ფიქრებიდან სანდომიანი ქალბატონის ხმამ გამოიყვანა,მის მოპირდაპირე მხარეს გრაციოზულად რომ დაეშვა და თბილად გაუღიმა.
-გამარჯობა,საყვარელო,შენ ალბათ კესანე,არა?!...ინტერესით იკითხა ქალმა და გოგონას დააკვირდა.
-დიახ,თქვენ კი ალბათ ქალბატონი მარინე ბრძანდებით...ღიმილით მიაგება კესანემაც პასუხი და ქალის მოდევნო კითხვას დაელოდა..
საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა,კესანეს სამსახურში ვერ მიიღებდნენ,რადგან გოგონას არ გააჩნდა საქმის გამოცდილება.რაც არის არის.ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.დღეს თუ არ გაუმართლა,ხვალ გაუმართლებს,ხვალაც თუ არ გაუმართლა მერე თვითონაც არ იცის რა იქნება.ზოგადად კესოც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება,რომლებსა

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა