ექსპრონტად დაწერილი :დ :დ :დ » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ექსპრონტად დაწერილი :დ :დ :დ

ექსპრონტად დაწერილი :დ :დ :დ

დავჯექ და წერა დავიწყე
თუ რა გადამხდა თავზედა.
თავად ვარ სალექსებელი
რატომა ვყბედობ სხვაზედა.
კვირა დღე იყო, საღამო,
ცაზე მზის სხივი კრთებოდა,
“myenglishlab”- ზე ფიქრები
თანდათან უფრო ტკბებოდა.
წიგნი ავიღე ვეძიე
ყდაზე სიტყვები კოდური,
სათვალეც მოვიხმარიე
გამჭირვალე და მოდური.
ვფხიკე, ვფხიკე და ვერ ვპოვე
ის რაც, რომ გულით მეწადა,
აქვე არის თქო ვიფიქრე
მაშინ ჯერ კიდევ ეს მწამდა.
ყდაზე ის ერთიც ავაძრე,
ბოლოს რომ სიტყვა ფეთქავდა,
არც არა მის ქვეშ აღმოჩნდა
რაც შავს აქცევდა თეთრადა.
მაშინღა მივხვდი მეწვია
მოულოდნელი თავზარი,
და კრედიტისკენ მიმავალს
გზაში წამართვა საგზალი.
მეორე დილა გათენდა,
ღამით კოშმარებს ვხედავდი,
წიგნის ავტორი მომდევდა
გაქცევას ვერა ვბედავდი.
რაღაცას მსაყვედურობდა,
სიტყვებს ზურგიდან მესროდა,
მას ჩემი ვერა გაეგო,
მე კი მისი არ, მესმოდა.
გამოსავალი ვეძიე
თუმც ვერ, დამადგა საშველი,
გადავფხიკე და წავაგე,
გამომიგზავნეთ მაშველი.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა