შთა ჩვენი ტკივილია :დ :დ » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შთა ჩვენი ტკივილია :დ :დ

შთა ჩვენი ტკივილია :დ :დ

სანამ დრო დაგვრჩა ვიცინოთ
ვიყოთ ყველანი ლაღები,
თორე შთას შუალედურზე
გულს დაგვაჩნდება დაღები.
რა ვუყოთ დრო რომ არ იცდის
მოგვიახლოვდა გამოცდა,
ქულების ნახვის შედეგად
წინაზეც ბევრი გაოცდა.
გუშინ შთას წიგნი ავიღე,
გულით მინდოდა წაკითხვა,
მაგრამ თვალს ბინდი გადმეკრა
აზრი გამიჩნდა წამით სხვა.
ფიქრმა შემიბყრო მაცდურმა
ოცნების კოშკი ამიგო,
მითხრა იოლ გზას გასწავლი
ცხვირი გვერდზე არ წაიღო.
მეც უმალ დავემორჩილე
წიგნი სხვა მხარეს გადავდე,
ჯგუფელს მივწერე- სად ჯდები,
ეს საიდუმლოდ გამანდე.
მეც იქვე მოვკალათდები
ხელს არ შეგიშლი არაფრით,
დიდ სამსახურსაც გამიწევ
პასუხს თუ მომწერ ბარათით.
ორიოდ წუთი გავიდა
არ დააყოვნა ტექსტურმა,
მითხრა -როგორც ჩანს წუხელის
ცუდი სიზმარი გესტუმრა.
მე კი გეტყვი, რომ ეგ არ ქნა
ამ დროს არ მიყვარს გარისკვა,
ზურგით დაჯექი ჩემგან შორს
და არ გაბედო რამის თქმა,
რჩევასაც მოგცემ მეგობრულს
ღია დატოვე კარები,
თორემ ვფიცავ ვერ გამასწრებ
მართლაც ტუ მომეკარები.
რაღას ვეტყოდი გავჩუმდი
ნისლი ჩამოწვა მახლობლად,
დიუი ჩვენი „ბრატია“
უზნას რა ვუთხრათ თანხმობად?!
ამ კითხვას პასუხს თუ გავცემთ
უკვე გვექნება სათქმელი,
სტუდენტს უნათებს ცხოვრებას
კრედიტი, როგოგორც სანთელი

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა