გამარჯობა "მე" » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გამარჯობა "მე"

გამარჯობა

ყველგან თითქოს თავისიანი ვარ. თითქოს სახლში ვარ. ბუნებრივი, ოჯახთან ერთად ვარ. მაგრამ ამავდროულად ისე აუტანლად უცხო, არანორმალური, ჩარჩოებს გაცდენილი, შეშლილი. ყველა კოლექტივი მიღებს, თავისიანად მთვლის, გარემოებას თავისუფლად ვერწყმი. ყველას ვუგებ, მაგრამ ყველგან უცხოელი ვარ, ყველა უარმყოფს. საკუთარი ქვეყანა, მშობლიური კოლექტივი ვერ მიპოვია... ნუთუ არსებობს ის ვინც ჩემს დახმარებას შეძლებს ? არ არის. საკუთარ პრობლემებშია ყველა ჩაფლული და გამწარებული ცდილობს მათთან გამკლავებას.
აი წვიმის დროს მოსიარულე ხალხი ქოლგით ხელში, სადღაც მიიჩქარიან, ყოველთვის სადღაც აგვიანდებათ, მირბიან წინ, წინ,წინ. ცდილობენ არ დასველდნენ, მაგრამ მათი ფეხები სრულიად გაწუწულია, იყინებიან. მე კი ვდგავარ წვიმის ქვეშ, დედიშობილა და ვერ ვხვდები სად ვარ, რატომ ვარ... თავსხმა წვიმის წვეთები სხეულზე მეცემა, მე ვგრძნობ მათ, ისინი სწრაფად მიიკვლევენ გზას ქვემოთკენ და გუბეებს უერთდებიან. მე ვგრძნობ მათ ყინულივით ცივ ტემპერატურას, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი. მეტიც, ძარღვიც არ შემტოკებია მთელ ტანზე. ოდნავ შეღებული, სიცივისგან გალურჯებული, დიდი ტუჩებიდან სიტყვა ცდილობს მოწყვეტას, ეს გაქვავებული თითქოს მარმარილოსგან გამოყვანილი, რელიეფური სხეული უმოძრაოდ ცდილობს რაღაც გადმოგცეს. ეს სველი თმა, მთელ ზურგზე რომ შემომკრობია, ვით ხავსი ეჭიდება ხეს, რაღაცაზე უხმოდ ყვირის. მე კი არ მესმის, ჩემ „მე“-ს არ ესმის ჩემი ძახილი. მე დავკარგე ჩემი „მე“. და ახლა დამალობანას მეთამაშება... სად ხარ ? რატომ დამტოვე ? ვერ გხედავ მაგრამ მაინც არ დაგთმობ. ვერ ეღირსები ! არ დავნებდები ! მაინც გიპოვი ! გიპოვი და გულში ჩაგიკრავ, გიგრძნობ, შენ სურნელს შევისუნთქავ და დაგიმახსოვრებ. შევერწყმებით ერთმანეთს და ვერასოდეს დავშორდებით. სულ, მუდამ ერთმანეთის ერთგულნი ვიქნებით. მაშინ... მხოლოდ მაშინ ვიპოვი ჩემიანებს და საკუთარ პლანეტას შევქმნი ამ უზარმაზარ სამყაროში. პლანეტას სადაც ბედნიერი ვიქნები. სანამ სული არ ამომხდება, პირობას გაძლევ გიპოვი.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა